გოთების მეფე, უნგერიჰი აღშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ მისი ქვეშევრდომები მასობრივად ქრისტიანდებოდნენ. უნგერიჰის ბრძანებით ბევრი ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს, ხშირად ყოველგვარი სასამართლო გარჩევის გარეშე. მან ეტლში მოათავსა კერპი და ქრისტიანთა სალოცავებთან ჩაატარა. ვინც ქედი მოუხარა კერპს და მსხვერპლი შესწირა, ის შეიწყალა. დანარჩენი დაწვა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს - იქ დაიხოცა 308 მორწმუნე. ეს მოხდა დაახლოებით 375 წელს. მათგან ეკლესია 26 მარტს (8 აპრილს) სვინაქსარში იხსენიებს 26 მოწამეს. გოთების მეუღლემ, ალამ (იგივე გააფამ), თავის ქალიშვილ დუკლიდასთან ერთად წმინდანთა წმინდა ნაწილები გადაიტანა სირიაში. შემდეგ ის დაბრუნდა სამშობლოში, სადაც გარკვეული დროის შემდეგ ქვებით ჩაქოლეს და მოწამეობრივად აღესრულა შვილთან, უფლისწულ აღათონთან ერთად. წმიდა მოწამეთა ნაწილები ჰქონდა დუკლიდას, რომელმაც ისინი ქალაქ კიზიკში გადასცა ტაძარს, რომელიც იკურთხებოდა. |