საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღე (+320)

9 (22) მარტი

40 მოწამეთა, სებასტიის ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხიოსისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, ვალენტისა, ვივიანესი, კლავდიოსისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთიოსისა, ილიანესი, სისინიოსისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბიოსისა, აკაკისა, ეკდიკიოსისა, ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ილისა, გორგონიოსისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონიოსისა, ნიკოლოზისა, ვალერიუსისა, ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსისა (დაახ. +320)

313 წელს კონსტანტინე დიდმა ხელი მოაწერა კანონს, ქრისტიანთა რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებაზე. მისმა თანამმართველმა ლიკინიუსმაც მიიღო იგივე კანონი, მაგრამ მისდამი დაქვემდებარებულ რეგიონებში ქრისტიანთა დევნა არ შეწყვეტილა.    

დაახლოებით 320 წლისათვის სებასტიაში იდგა რომაელთა ჯარი, რომლის მხედართმთავარი აგრიკოლა, ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე, აიძულებდა მეომრებს კერპებისათვის მსხვერპლშეწირვას, რაზედაც უარი თქვა 40–მა კაბადოკიელმა ჯარისკაცმა.

მეომრები დაატუსაღეს, შებორკილნი მიიყვანეს სებასტიის ახლო მდებარე ტბასთან, გააშიშვლეს და ზამთრის ღამეში  მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. წამება რომ გაეძლიერებინათ, საცდუნებლად იქვე  აბანო დადგეს – ვინც უარყოფდა ქრისტეს, შეეძლო იმ აბანოში გათბობა და სულის მოთქმა. მთელი ღამე  ამხნევებდნენ მეომრები ერთმანეთს, უგალობდნენ ღმერთს  და ვაჟკაცურად იტანდნენ განსაცდელს.

შუაღამისას ერთს უმტყუნა მხოლოდ სიმტკიცემ –  გაეშურა აბანოსაკენ, მაგრამ როგორც კი აბანოს თბილი ჰაერი შეეხო, მყის დაიღუპა. ღამის სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა წამებულთ: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, ტბაში დარჩენილ მოწამეებზე როგორ გაიბრწყინა არამიწიერმა ნათელმა, ამ ნათელში  39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. აგლაოსმა გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები კი არ გაყინულიყვნენ,  კიდევაც მხნეობდნენ და დარაჯი აგლაოსი  მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს,   წვივები გადაუმტვრიეს, შემდეგ ხმლებით აკუწეს,  მათი გვამები დაწვეს და  დანახშირებული ძვლები ჩაყარეს ტბაში.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

საქართველოში ოდითგან დიდი პატივი მიეზღვებოდა წმიდა მოწამეთა ხსოვნას – მათ სახელზე   თბილისში, მეტეხის ხიდთან არსებობდა ტაძარი, სადაც 786 წლის 6 იანვარს, არაბებმა გაქრისტიანების გამო თავი მოკვეთეს არაბ ჭაბუკს - აბოს, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.  2002 წელს, აბანოთუბნის შესახვევში, დაიწყო წმიდა ორმოც წამებულ სებასტიანელთა სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელიც 2009 წელს, გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს,  კათოლიკოს-პატრიარქმა  ეკლესია მონასტრად აკურთხა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq