საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წამებული ქართველი მღვდელი (მოძღვარი ქეთევან დედოფლისა)
გიორგი ერიშვილი

მადლიერი შთამომავლობა სათუთად ინახავს რწმენისა და მამულისათვის თავშეწირული ქეთევან დედოფლის სახელს. მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ მოსე მღვდლის ვინაობა, რომელიც მოძღვრად ჰყავდა წარჩინებულ ქართველ მანდილოსანს შორეული ქვეყნის ტყვეობაში.

ცნობილი მეცნიერი ილია ტაბაღუა, თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ,,საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში'', საკუთარ მოსაზრებებთან ერთად გვაცნობს იმ დროის ცნობილი უცხოელი მოღვაწეების შეხედულებებს ამ მრავალმხრივი ღირსებებით შემკული სასულიერო იერარქის შესახებ.

პორტუგალიელი ელჩი, დონ გარსია დე სილვა იფიგეროა, იმდენად ყოფილა აღფრთოვანებული ქართველი მღვდლის პიროვნებით, რომ მეტისმეტი მოწადინებით თვითნებურად მიუკუთვნებია იგი თავისთვის კონფესიურად მისაღები წმინდა ბასილის წესის ძმობისათვის და მისი მაღალი ზნეობა მაგალითად დაუსახავს თანამემამულეებისათვის. აი, რას წერს იგი: ,,გარდა იმისა, რაც გარეგნულად ჩანდა, მასში ამოიკითხავდით ცხოვრების წმინდა წესს და წეს-ჩვეულებათა სიმარტივეს, ხოლო ეს ხდიდა მას იმის ღირსად, რომ ჩვენს ევროპელ მღვდლებს მისთვის მიებაძათ''. ამასვე აღნიშნავდა იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე.

მართლაც, თავისი გამორჩეული თვისებებით მოსე მღვდელს საგანგებო ადგილი სჭერია დედოფლის გვერდით – დედოფალს იგი უკითხავდა სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, სხვადასხვა ლოცვებს, ქადაგებებსა და წმინდანთა ცხოვრების ამბებს, რითაც რწმენაში განაძლიერებდა და სულიერ ძალებს მატებდა მას.

ეს ვითარება, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ირანის სამეფო კარზე ურჩი დედოფლისთვის რწმენის დათმობის შემგონებლებს, რომლებიც საერთო ძალისხმევით ცდილობდნენ მისთვის ამ მტკიცე დასაყრდენის გამოცლას.

მღვდელს დაბრალდა შირაზის ხანის მდივნის მეუღლესთან სამიჯნურო ურთიერთობა. ცრუ ბრალდებებით წაქეზებული ქმარი დაშნით ხელში შეიჭრა მღვდლის ოთახში და შეუტია მღვდელს. მღვდელმა მას დაშნა გამოსტაცა და ნაცვლად იმისა, რომ იგი თავის დასაცავად გამოეყენებინა, ფანჯრიდან გადააგდო და თვითონ მდივნის მხლებელ ჯარისკაცებს დანებდა – საშუალება მისცა მისთვის ხელები შეეკრათ და დაეპატიმრებინათ.

შირაზის ხანმა მაშინვე მოაყვანინა მოსე მღვდელი დიდ მოედანზე, რომელიც მისი სასახლის წინ იყო, წინადადება მისცა სარწმუნოება შეეცვალა და დანაშაულის პატიებას დაჰპირდა... თან ძალზე დიდი თანხაც შესთავაზა. მოსემ ამ წინადადებაზე საჯაროდ უარი განაცხადა და მტკიცედ დარჩა ქრისტიანულ სარწმუნოებაში იმ წუთამდე, ვიდრე ქვებისა და დაშნების დარტყმით განგმირული ნაკუწ-ნაკუწ არ აქციეს.

იტალიელი მისიონერი ამბროსიო დუშ ანჟუში მიიჩნევს – მოსე მღვდლისადმი წაყენებული ბრალდება გამოწვეული იყო იმით, რომ მუსლიმები საზოგადოდ ქრისტიანთა მტრები არიან და ყოველთვის ცდილობენ მათ ბრალი დასდონ რაიმეში. ალბათ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოა წიგნის ქართველი ავტორის, ბატონ ილია ტაბაღუას მოსაზრება ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით: ,,ქეთევან დედოფლის მღვდლის – მოსეს მოკვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სპარსელების აზრით, იგი დედოფალს განუმტკიცებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და თუ მას მოაშორებდნენ, ეგონათ, დედოფალი რწმენას დათმობდა და გამაჰმადიანდებოდა''. ამიტომაც იყო, რომ თავიანთ უკეთურ განზრახვას ამსხვერპლეს მოსე მღვდელი დედოფლის სიკვდილით დასჯამდე ხუთი წლით ადრე. მაგრამ ვერ აისრულეს მიზანი. დედოფალი არა თუ ვერ გაამაჰმადიანეს, პირიქით, ჯალათების მარწუხებისა და მუგუზლების ქვეშ იშვა ქრისტესთვის თავდადებული ახალმოწამე, რომელმაც უდრტვინველად აიტანა ტანჯვა-წამება და პირზე ღიმილით შეეგება სიკვდილს. და ალბათ, როდესაც წმიდა ქეთევანი სიცოცხლეს თმობდა რწმენისათვის, მას წინ ედგა ცოცხალი მაგალითი ნაკუწ-ნაკუწ აჩეხილი თავისი მოძღვრისა!

დღეისათვის თანამემამულეებისათვის ნაკლებადაა ცნობილი წამებული ქართველი მღვდლის სახელი, მაშინ, როდესაც მრავალ საისტორიო ქრონიკასა და მხატვრულ კინოსურათში არ ავიწყდებათ დედოფლის გარემომცველი წრიდან ერთ-ერთი მღვდლის ხსენება, ვინც ვერ შეეწინააღმდეგა სატანჯველთ და გაათათრეს. ამით ალბათ უფრო მკაფიოდ სურთ წარმოაჩინონ დედოფლის მიერ გამოვლენილი უდრეკი ნებისყოფა და სულის სიმტკიცე. შესაძლოა, მაშინ მართლაც მოხდა ასეთი ფაქტი, ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ხორცის სიმძიმილს სულის ცხონების ფასად. მაგრამ, თუკი გავიხსენებთ მის საპირისპირო, მოძღვრისგან რწმენისთვის თავდადების მაგალითს, ამით არაფერი დააკლდება ჩვენი სასიქადულო დედოფლის ღვთაებრივ სახელს; მასთან ერთად მისი მოძღვრის, მოსე მღვდლის მოხსენებით, ნაგვიანევ, მაგრამ ჯეროვან პატივს მივაგებთ იმ დიდებულ მართლმადიდებელ მოღვაწესა და მამულიშვილს, ვინც თავისი მოწამებრივი აღსასრულით უკვალავდა თავის სულიერ შვილს მარადიული ნათლისაკენ მიმავალ გზას!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq