|
ღირსი ზენონი – ბასილი დიდის მოწაფე (V)
მართლმადიდებელი ეკლესია 30 იანვარს, ახალი სტილით 12 თებერვალს აღნიშნავს ღირსი ზენონის ხსენების დღეს.
წმინდანი ბასილი დიდის მოწაფე, მდიდარი პონტოელების შვილი იყო. იგი იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მსახურობდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა. მას კელიაში არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური, ძველი ფლასები ეცვა, ღებულობდა მხოლოდ პურსა და წყალს, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. წმინდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V საუკუნის დასაწყისში. |
|