საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III


მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) (დ. 27 მარტი, 1873, ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი — გ. 10 იანვარი, 1932, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927-1932 წლებში.

1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918-1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი (1921); ეპისკოპოსი (1922-იდან); აფხაზეთის მიტროპოლიტი (1925-1927). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.


მას ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. აი რას წერს მასზე არქიმანდრიტი რაფაელი:

“პატრიარქი ეფრემ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ი ყოველთვის ყოველთვის პატივისცემით იხსენიებდა პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), რომელსაც ზოგი ზედმეტად დამთმობათ თვლიდა ათეისტური მთავრობის მიმართ. პატრიარქი ეფრემი ამბობდა: მე ვიცნობ მას, ის მზადაა სიცოცხლე შესწიროს ქრისტეს, თუ ეს ეკლესიისთვის საჭირო იქნა, მაგრამ მას მძიმე ხვედრი ერგო – ის მხედართმთავარია, რომელმაც მტრის შემოტევისას უკან უნდა დაიხიოს, რატა მთელი ჯარი არ დაღუპოს. პირად ცხოვრებაში ის ასკეტი იყო, პრაგმატიკოსები ასკეტები არ არიან ხოლმე. გულში ის პატრიარქ ამბროსის დიდ პატივს სცემდა, მაგრამ გარეშე თვალისთვის ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ისინი ერთ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ სხვადასხვაგვარად”.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63)
მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.
gaq