საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე)
პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1913 წელს სწვლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის სპეციალობით. მისი მასწავლებლები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, გრიგოლ წერეთელი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა ძველი ქართული ხელნაწერების განყოფილებაში, ისტორიას ასწავლიდა სკოლაში. 1929 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულ იქნა ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრაზე ასპირანტად, რომელიც დაამთავრა 1933 წელს, 1930 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად, ამავე დროს იგი კითხულობდა ისტორიის სწავლების მეთოდიკის კურსს. 1935 წლიდან იგი გადაყვანილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ანტიკური და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კურსებს. 1936 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ, 1939–1942 წლებში შეთავსებით მუშაობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ.
1942 წლის 20 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის." ოფიციალურმა ოპონენტებმა პროფესორებმა მათე ალექსიშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა მაღალი შეფასება მისცეს დისერტანტის შრომას, საბჭომ ერთხმად მიანიჭა მას ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ორი წლის შემდეგ გაბრიელ ჩაჩანიძეს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საქმეში გაწეული წვლილისათვის გაბრიელ ჩაჩანიძე დაჯილდოებული იყო მედლით "შრომითი მამაცობისათვის 1941–1945 წლებში." მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც მსოფლიო ისტორიის გამოჩენილ მკვლევარს, საერო ცხოვრების ასპარეზზე კიდევ უფრო წინსვლა ელოდა. 1948 წლის აგვისტოში გაბრიელ ჩაჩანიძემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს და ითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში მიღება.
1948 წლის 15 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაბრიელ ჩაჩანიძე აკურთხა დიაკვნად. 19 აგვისტოს — მღვდლად სიონის საკათედრო ტაძარში და დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1949 წლის 7 იანვარს იგი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და გადმოყვანილ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში, ამავე დროს ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თანაშემწის მოვალეობას. 1949 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გაბრიელი ბერად აღკვეცეს. 1951 წლის 15 თებერვალს იგი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1953 წლის დასაწყისში ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსია, 1953 წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთათელ-გაენათელად, მიენიჭა მიტროპოლიტობა. ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი ლექტორი დაბრუნდა როგორც ეპარქიის მღვდელმთავარი. მიტროპოლიტმა გაბრიელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოწამეთას მონასტერს, რომელიც იავარქმნილ იყო. წმიდა დავითისა და კონასტანტინეს ნეშტები 1925 წელს, აგრესიული ათეიზმის ხანაში, ქუთაისის მაზრის იმდროინდელი ხელმძღვანელის ვალია ბახტაძის განკარგულებით გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმინდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებისა და მოსთხოვეს თავის მართლება. ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყდა წმიდა ნაწილების ადიდებულ რიონში გადაყრა, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკ III, მორწმუნე მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე უარს აცხადებდნენ.
1954 წელს მიტროპოლიტ გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივანს გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება. ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. იმავე წლის 4 ივლისს მოწამეთაში საზეიმო პარაკლისი დაიწყო, 11 საათზე მონასტერში დაბრუნდა წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები. მიტროპოლიტმა გაბრიელმა მოაწესრიგა მონასტრის შესასვლელი. მიტროპოლიტ გაბრიელს რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I სთავაზობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის კურსის ხელმძღვანელობას. მას, როგორც განათლებულ და დახვეწილ სასულიერო მაღალ იერარქს, ჰქონდა დიდი მომავალი, მაგრამ იგი 1956 წლის 3 ივლისს უეცრად გარდაიცვალა. მეუფე გაბრიელს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq