საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

"ამ ისტორიულ ადგილას დედათა მონასტრის დაარსების დიდი სურვილი ჰქონდა ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი)"

გვესაუბრება ყინწვისის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სიდონია ( ვანიშვილი )

 

- დედაო, დაგვლოცეთ!

ღმერთმა დაგლოცოთ!

- თუ შეიძლება მოუთხროთ ჩვენს მკითხველს, როდის გადაწყვიტეთ, სოფელ ყინწვისში მე–5 საუკუნით დათარიღებულ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან ახალი სამონასტრო კომპლექსი აგეშენებინათ?

 - ამ ისტორიულ ადგილას დედათა მონასტრის დაარსების დიდი სურვილი ჰქონდა ჩემს აწ გარდაცვლილ მოძღვარს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი), რაც მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა  მისი  ადრეულ ასაკში  ტრაგიკულად  გარდაცვალების გამო. (ის 2006 წლის 19 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა).

  2014 წელს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის,  იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ ქარელის რ-ნის სოფელ ყინწვისში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მე-5 საუკუნის ტაძართან უნდა დაარსებულიყო დედათა მონასტერი. 2014 წლის 11 ივლისს ამავე ტაძარში მეუფე იობმა  მონაზვნად აღმკვეცა, ამავე დღეს აქ  დაარსდა დედათა მონასტერი.

- როდის დაიწყეთ დედათა მონასტრის მშენებლობა და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით?

- მონასტრის მშენებლობა დაახლოებით ერთი  წლის წინ დაიწყო. დასრულებულია შენობის საძირკველი. პარალელურად მიმდინარეობდა სამრეკლოს მშენებლობა. ორივე მშენებლობა დროებით შეჩერებულია საჭირო თანხის არქონის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ მონასტერი მშენებარეა და არ არის საცხოვრებელი სენაკები, დროებით ვარ მარტო და ვცხოვრობ ტაძრიდან მოშორებით ერთ-ერთი მოსახლის სახლში და იქიდან მიწევს ტაძარში წირვა-ლოცვაზე სიარული.

- რამდენად გაქვთ იმის პირობები, რომ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა გაგრძელდეს და დასრულებული სახე მიიღოს?

 – მოგეხსენებათ, რომ ეკლესია-მონასტრები შენდება შემოწირულობებით და კეთილი ადამიანების დახმარებით. ჩვენც, როგორც ყველა, ვიტოვებთ იმედს, რომ დედა ღვთისა გამოარჩევს და გამოაჩენს ადამიანს, თუ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, წყალიც კი არა გაქვთ, რომ მშენებლობა წარიმართოს და შორი მანძილიდან სულ რამდენიმე ლიტრით ამარაგებთ მშენებლებს, რა არის საჭირო, რომ მონასტრის ტერიტორიაზე გაიყვანონ წყალი?

– წყლის პრობლემა მართლაც რომ ურთულესი პრობლემაა  მონასტერში. მოგეხსენებათ,  როგორ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული მოზიდული წყლით მშენებლობის წარმართვა, იქნება ეს ხელით, თუ ტრანსპორტით. ტაძართან მისასვლელი გზა ისეთია, რომ თუ იწვიმა, მანქანა ვერ ადის, ამ დროს უკვე ხელით გვიწევს წყლის ატანა.

მონასტრის ახლო-მახლო წყლის საჭირო მარაგი ვერ აღმოვაჩინეთ. საჭიროა სპეციალისტის დახმარება, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი გაიგებს წყლის ადგილმდებარეობას. წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში უკვე საჭირო გახდება მისი მონასტრამდე მიყვანა.

- ვინ შეადგინა სამონასტრო კომპლექსის პროექტი და განსაზღვრულია თუ არა ის რელიეფი და გარემო, სადაც უნდა აშენდეს უფლის სადიდებელი კომპლექსი?

– მეუფე იობთან შეთანხმებით და მისი ლოცვა-კურთხევით შევარჩიეთ ადგილი, შევადგინეთ მონასტრის პროექტი, რომელიც ხუთ წევრზეა გათვლილი. გარდა ამისა პროექტში გათვალისწინებულია სასტუმრო ოთახიც მონასტერში მოსული ერის ადამიანებისთვის.

 

 

ინტერვიუ მოამზადა რუსუდან ტაბატაძემ

http://karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/7443-qam-istoriul-adgilas-dedatha-monastris-daarsebis-didi-survili-hqonda-chems-ats-gardacvlil-modzghvars-yintsvisis-tsm-nikolozis-sakhelobis-mamatha-monastris-tsinamdzghvars-arqimandrit-shios-khardzeishviliq.html

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq