|
გაიოს იბერი - დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანი
საქართველოში (კოლხეთი/ლაზიკა, ქართლი/იბერია) ქრისტიანობის ქადაგებას უშუალოდ ქრისტეს მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს მიაწერენ, რომელიც ტრაპიზონიდან შემოსულა და ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი აწყურის მიდამოებში უქადაგია ქრისტიანობა.
რა შედეგი გამოიღო ანდრია პირველწოდებულის ქადაგებამ, ჩვენთვის უცნობია. არის მხოლოდ მოსაზრებები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრექრისტიანული თემები არსებობდა, რომელშიც, სავარაუდოდ, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული.
ერთი რამ ნათელია, საქართველოს ქრისტიანობას მეორედ მქადაგებელი დასჭირდა. ასეთ პიროვნებად ქვეყანას IV საუკუნეში წმინდა ნინო მოევლინა. IV საუკუნიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს ქრისტიანობასთან დაკავშირებული არქიტექტურული ძეგლები და სხვა არტეფაქტები.
ზუსტად კი ვიცით,რომ ადრეც იყვნენ ქართველი ქრისტიანები, მაგრამ ისინი ქვეყნის გარეთ ცხოვრობდნენ. ამის დამადასტურებელია ცენტრალურ საბერძნეთში, პლატეასთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ფილა, რომელზედაც მამაკაცის 40 სახელი წერია. სახელთა უმრავლესობა ბერძნულია, მცირე ნაწილი - ბერძნულ-რომაული. თანამდებობითი აღნიშვნები მხოლოდ ზოგიერთს ახლავს, და ყველა ქრისტიანობას უკავშირდება - ("წმინდა წიგნების წამკითხველი"). 11. 2,7,8,16. 2. - დიონისოდოროს პრესვიტერი. 7. - ევტროპიოს პრესვიტერი. 8. - ფილოკრატეს ანაგნოსტესი. 16. - ფილონ პრესვიტერი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლატეაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფილაზე ადრექრისტიანული თემია წარმოდგენილი. ფილა, რომელიც ახლა ათენის ეროვნულ მუზეუმში ინახება, II-III საუკუნეების მიჯნით თარიღდება. fb ფილაზე ორი პიროვნების სახელს სპეციალური ეთნიკური ინდიკატორი ახლავს თან - 11. 4 და 12: (გაიოს იბერი) და (ათენოდოროს არმენიელი). ესე იგი, გაიოს იბერი! აი, აქედან იწყება შეკითხვათა კასკადი: სად დაიბადა იგი, იბერიაში?! და მხოლოდ შემდგომ გადაინაცვლა სხვაგან?! თუ ასე ვივარაუდებთ, მაშინ გამოდის, რომ ის ორენოვანი ყოფილა. როგორ მოხვდა გაიოსი საბერძნეთში?! რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნოდა?! ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება.
გაიოსის "შემთხვევა" უფრო ბერძნულ-რომაული ჩანს, ვიდრე ქართული. მაგრამ მისი ეპითეტი – "იბერი" სიმპტომატურია, ის ბოლომდე ასიმილირებული არ არის და იბერად არის დარჩენილი. გამოდის, რომ გაიოსი დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანია.
თედო დუნდუა ჟურნალი "ისტორიანი",#12https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html |
 | https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html |
 | https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html |
 | https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html |
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|