საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: "მაღალდასაჯდომელი საკურთხევლის განუყოფელი, ლიტურგიკული ნაწილია
georoyal.ge
სოციალურ ქსელში გავრცელდა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მაღალდასაჯდომელზე მჯდომი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ფოტო, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია და მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა ზოგიერთი ადამიანის მხრიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე:

"მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხევლის ერთ-ერთი განუყოფელი, ატრიბუტული ადგილი გახლავთ უკიდურეს აღმოსავლეთით განლაგებული მაღალდასაჯდომელი, რომელიც ამაღლებულია (რამდენიმე საფეხურით, რომელთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული) და ზედ დაბრძანებულია სამღვდელმთავრო ტახტი. მაღალდასჯდომელი სიმბოლურად განასახიერებს ორ წმიდა ადგილს ქრისტეს წმიდათა წმიდა ამსოფლიური ცხოვრებიდან: გოლგოთის მთას (სადაც უფალი ჯვარს აცვეს) და ელეონის მთას (საიდანაც უფალი ზეცად ამაღლდა). მართლმადიდებლური ღმრთისმსახურების ტიპიკონის ცალსახად გაწერილი წეს-განგების თანახმად, საღმრთო ლიტურგიისას (წირვისას), სამოციქულოს კითხვის ჟამს, მღვდელმთავარი აბრძანდება მაღალდასაჯდომელზე, სადაც დაბრძანდება და ამგვარად, დამჯდარ პოზიციაში ისმენს სამოციქულოს. მაღალდასაჯდომელი უნდა იყოს განლაგებული ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, თუმცა აუცილებელი და სავალდებულოა მისი არსებობა ს
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
აკათედრო ტაძარში, სადაც ღმრთისმსახურებას აღავლენს მღვდელმთავარი.

რაც შეეხება ბაგრატის საკათედრო ტაძრის მაღალდასაჯდომელს, იგი გახლავთ ტაძრის რეკონსტრუქცია-რესტავრაციამდე აგებული, ანუ ხსენებულმა მაღალდასაჯდომელმა ჩვენამდე მოაღწია ტაძრის აღდგენამდე არსებული სახით და იგი არ არის თანამედროვე ეპოქაში შექმნილი. ბაგრატის საკათედრო ტაძრის მაღალდასაჯდომელი წარმოადგენს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ერთ-ერთ კათედრას, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ასვლა და დაბრძანება სამოციქულოს კითხვის ჟამს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლიტურგიკული, სავალდებულო და აუცილებელი წესია. ასევე, შევნიშნავ, რომ თითქმის იგივე სიმაღლის მაღალდასაჯდომელია გელათის მონასტრის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო, ცენტრალური ტაძრის საკურთხეველში, რომელიც ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ერთ-ერთი კათედრა გახლავთ. 

რაც შეეხება, ბაგრატის ტაძრის მაღალდასაჯდომლის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებული წმიდა ხატებით აპელირებას, ცალსახად ვაცხადებ, რომ მაღალდასაჯდომელსა და ხატებს არავითარი ურთიერთმიმართება გააჩნიათ და ისინი არანაირად არიან ერთმანეთთან შემხებლობაში. 

სამწუხარო და დასანანია, რომ ვითარების არმცოდნე და ხშირად, ცილისწამებისა და ჭორაობის ჟინით შეპყრობილი ადამიანებისგან საკითხი იქნა განხილული მკვეთრად არასწორ და კურიოზულ ჭრილში. უფალს შევთხოვ, მიანიჭოს მათ საკუთარი ცოდვებისა და უღირსების განცდა და საკითხის რეალურ არსში ჩაწვდომა."

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq