საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა კესარიოს მკურნალი - გრიგოლ ნაზიანზელის ძმა

9 (22) მარტი

წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანცის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



კესარიოს ნაზიანზელი (ბერძ. Καισάριος Ναζιανζηνός; დაახ. 331 — 368 წ. შემდგომ) — ქრისტიანი წმინდანი, მოიხსენიებენ მართლამიდედებელ ეკლესიაშიც (9 მარტს ძვ. სტ.) და კათოლიკურ ეკლესიაშიც. გრიგოლ ღვთისმეტყველის ძმა.კესარიოსი დაიბადა არიანზში, ნაზიანზის მახლობლად, კაპადოკიაში. მისი მშობლები იყვნენ ნაზიანზის ეპისკოპოსი გრიგოლი და მართალი ნონა. მიიღო სამედიცინო განათლება და მსახურობდა ექიმად იმპერატორ კონსტანციუს II-ს კარზე, შემდეგ კი კვესტორად ბითინიაში. 368 წელს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მიწისძვრის დროს, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ასკეტური ცხოვრებისთვის მიეყო ხელი. კესარიოსის თხზულებები გამოქვეყნებულია Patrologia Graeca–ს 38–ე ტომში.

ვიკიპედია


მკითხველს ვთავაზობთ გრიგოლ ნაზიანზელის წერილს. სადაც ის დიდი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ გარდაეცვალა ძმა, კესარიოსი და მათი დედის, მართალი ნონას ეპიტაფიას...

რიტორ ევდოქსიოსს[1](გაანდობს ბასილის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას)

იკითხავ, თუ როგორ მიდის ჩვენი საქმე - ძალზე ცუდად. აღარა მყავს ჩემი ბასილი, აღარც კესარიოსი - ძმა ჩემი სულიერი და ხორციელი. ”მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე”,[2] - ვღაღადებ დავითთან ერთად. მელმის ხორცი, კარს მომადგა სიბერე. ირგვლივ საზრუნავია, დამიმონეს საქმეებმა. მეგობარნი უნდონი, ეკლესია უმწყემსო. განქარდა მშვენიერი, დაშთა ბოროტი. მივცურავთ ბნელში და სხივიც არსითა ჩანს. ქრისტემ მიიძინა.[3] მოველოდე აწ რაღას? ბოროტებათაგან თავდაღწევის ერთადერთი გზა სიკვდილია, მაგრამ მაშინვე იმქვეყნიურიც, თუ გავიხსენებ ჩემს ამქვეყნიურ საქმეებსაც.

 

------------------------------------------

[1] - PG 37, Epist. 80, 375 წ. ხელნაწერთა უმრავლესობის მიხედვით წერილის ადრესატი ფილაგრიოსია.

[2] - ფსალმუნნი 26,10.

[3] - შდრ. მათე 8,24.


დედის - ნონნას ეპიტაფია[1]

ნონნა, ასული ფიტატესი. სად მიიცვალა? - ტაძარში ღმრთისა. 
როგორ? - ლოცვისას. რამდენი ხნისა? - ხანმოთეული.
აჰა, სიცოცხლე მშვენიერი და აღსასრულიც ღმრთივ სასურველი.

 

-----------------------------------------

[1] - PG 37, Carmen II, 2, n.99. 374 წ. 


ძველი ბერძნულიდან თარგმნა ქეთევან ბუზარაშვილმა

”ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, ტ. I, 1994 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq