საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

სომხური ეკლესია და ბედისწერა ივერთა
ზურაბ ქართველაძე

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს - “armenian-community.ge”-ს საიტზე დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ თვითმმართველობის მოსალოდნელი  რეფორმის კრიტიკასთან დაკავშირებული განცხადების განმაქიქებელი წერილი, სადაც პატრიარქს მკაცრად ეპასუხებიან და საყვედურობენ, რადგან თურმე ”ეკლესია თავისი განცხადებებით და სხვა ქმედებებით ისევ ცდილობს საქართველო ბნელ 90-იანებში დააბრუნოს”.

ამასაც მოვესწარით - სომხური ეკლესიის მრევლი, იმ ეკლესიისა,  რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ექიშპებოდა ქართულ ეკლესიას და ლომის წვლილი შეიტანა საქართველოს რუსეთის წიაღში ორსაუკუნოვან განსვენებაში, დღეს ზვიად გამსახურდიას პერიოდს ”ბნელ დროს” უწოდებს და გვკარნახობს, როგორ არ უნდა მოვიქცეთ, რათა ღმერთი არ გაგვიწყრეს და სეპარატიზმს ფრთები არ შევაკვეცოთ!

სომხურმა გამოწვევამ აფიქრებინა ამ წერილის ავტორს, დავიწყების თაროდან გადმოეღო  ორი ათეული წლის წინანდელი ძველი ხელნაწერი და სამზეოზე გამოეტანა. საქმე ის გახლავთ, რომ თავის დროზე მასალა ჩაფიქრებული იყო ცნობილი  ქართველი პუბლიცისტის საპასუხოდ.  საგაზეთო სტატიად დაწყებული, ის ნელ-ნელა ფართოვდებოდა და  რამდენიმე წლის მანძილზე გაიწელა, ხოლო, როდესაც დასრულდა, პუბლიცისტი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ავტორმა უხერხულად ჩათვალა კამათი გარდაცვლილ ადამიანთან. ამიტომ მოხდა, რომ წერილი არქივს ჩაბარდა, მაგრამ დღეს, როგორც სომხური სათვისტომოს დემარშიდან ჩანს, დასავიწყებლად არ უნდა იქნას გასამეტებელი -  მით უფრო, რომ წერილში მხოლოდ პოსტულატს ედავება ავტორი ამ პუბლიცისტს, ხოლო კონცეპტუალური დავა წარსულის კარგად ცნობილ სომეხ ისტორიკოსთან აქვს.

დღეიდან ჩვენს საიტზე დროდადრო შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს ამ საისტორიო ნარკვევიდან. ხოლო დღეს გთავაზობთ წინასიტყვაობას. მაშ ასე:

 

სომხური ეკლესია და საქართველოს ბედისწერა

წინასიტყვაობა

თითქმის ოცი წლის წინანდელ ერთ-ერთ ინტერვიუში (იხ. გაზ. ,,მსგეფსი’’ 20-28, VIII, 1994 წ.) ცნობილი ლიტერატორი და  პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე ვრცლად მიმოიხილავდა სარწმუნოებისადმი სახელმწიფოებრივსა და ეროვნული დამოკიდებულების საკითხებს, სადაც იგი გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს სარწმუნოებრივი ორიენტაციის შესახებ წარსულში და სამომავლოდ.

ინტერვიუში იგი, სხვებთან ერთად, სომეხთა დამოკიდებულებასაც ეხებოდა ხსენებული პრობლემების მიმართ, რასაც რაცხდა ქართველთათვის მისაბაძად და სამაგალითოდ. კიდევაც მეტი, სომხური კონფესიური იზოლაციონიზმი მას პოლიტიკური ავბედობისაგან ხსნის გზად დაესახა. აი, რას წერდა აკაკი ბაქრაძე ამის შესახებ:

,,...მართლმადიდებლური ეკლესია ფრიად პრაგმატული იარაღი იყო რუსეთის იმპერიის ხელში და სწორედ ერთმორწმუნეობის დოგმა გახდა ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ლოზუნგი.

არის ერთი ძალიან საინტერესო წიგნი, რომელიც ეხება ქართული და სომხური ეკლესიის განხეთქილებას მე-7 საუკუნეში. მისი ავტორია სომეხთა კათალიკოსი მალაქია ორმანიანი.

მისი აზრით, სომხებისათვის მონოფიზიტობა გახლდათ იარაღი ბიზანტიური და რუსული ეკლესიის გავლენის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამას უსვამს ხაზს მალაქია ორმანიანი და ამბობს, რომ ,,თითქმის 1300 წლიანი ბრძოლა ქართული და სომხური ეკლესიისა,  სომხების გამარჯვებით დამთავრდა’’ - იმიტომ, რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა მართლმადიდებლური ქართული ეკლესია გააუქმა - ხოლო სომხურ ეკლესიას მან ვერაფერიც ვერ დააკლო. იგი ხომ განსხვავებული აღმსარებლობის ეკლესია იყო! მ. ორმანიანის ეს საინტერესო დაკვირვება სერიოზული განსჯის საგნად უნდა იქცეს, რადგან ჩვენ არა მხოლოდ დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარება გვჭირდება, არამედ რელიგიური კურსის ჩამოყალიბებაც... ეს ჩვენ დღესაც გვესაჭიროება’’.

საგულვებელია, რომ ბატონ აკაკის მხედველობაში ჰქონოდა გასული საუკუნის დასაწყისში მალაქია ორმანიანის რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი სომხური ეკლესიის შესახებ (Малахия Орманян, ”Армянская церковь”, м. 1913 г.) და ჩვენ აქ იმის განსჯაში არ შევალთ, თუ რამდენად ზუსტად არის მოხმობილი ზემოთმოყვანილი ფრაზა სომეხი ავტორის წიგნიდან; მხოლოდ აქედანვე გვსურს ვაუწყოთ მკითხველს, რომ მალაქია ორმანიანი მთელი თავისი ღირსებით ეკუთვნის ,,იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქება-დიდებას სომხებისას საყვირით გაჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან’’.

ეს განსაზღვრება ილია ჭავჭავაძის ,,ქვათა ღაღადიდან’’ გახლავთ და, რომ ზუსტად მიესადაგება ამ მოღვაწის პიროვნებას, თავად მისი მსჯელობანიც დაგვარწმუნებენ, თუკი არ შემოვიფარგლებით აკაკი ბაქრაძის მიერ მოხმობილი ამონარიდით და განვავრცობთ ციტირებას ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ორმანიანის შრომიდან.

თავის წიგნში ავტორი ,,გულახდილი’’ აღიარებებით ცდილობს მკითხველთა ნდობის მოპოვებას, როდესაც აუწყებს მათ, რომ იგი არ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან და რომ ,,ისტორიულ ცნობებში არსებული ხარვეზები ეხება თვით [სომხური] ეკლესიის ისტორიასაც’’ (ხსენებული წიგნიდან. გვ. 177). მაგრამ ეს ხაზგასმული თავმდაბლობა არამც და არამც არ უნდა გავიგოთ ავტორისაგან თვით სომხური ეკლესიის მიერ საღვთო ჭეშმარიტების ფლობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობად. უფრო სავარაუდოა, რომ მათში ავტორი გულისხმობს ისტორიის უცნობ, ჯერაც აღმოუჩენელ იმ ფურცლებს, რომლებიც დღემდე დაჰკლებია სომხური ეკლესიის დამსახურებათა ნუსხას, რაკიღა ცნობების ამგვარი ნაკლებობა სრულებით არ უშლის ხელს ორმანიანს დაბეჯითებით ამტკიცოს, რომ: ,,საქართველო და კავკასიის ალბანეთი, რომლებიც ქრისტიანობის გარიჟრაჟზე სომხეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ, შევიდნენ სომხური საპატრიარქოს გამგებლობის საზღვრებში’’ (ibid. 115). ამავე დროს, სომხეთის პატრიარქი, თურმე ,,ოდესღაც ფლობდა ორ მეორეხარისხოვან წოდებასაც - საქართველოს და კასპიის ალბანეთის კათალიკოსის, საიდანაც საქართველოს საკათალიკოსო გამოეყო VII საუკუნეში’’ (ibid, 118). წყაროების სიმცირე არც იმაში უშლის ხელს ავტორს, გამოარკვიოს მიზეზი, თუ რატომ გაემიჯნა საქართველოს ეკლესია სომხეთისას: ,,მათმა პატრიარქმა კირიონმა, თუმცაღა აღზრდილი და ხელდასხმული იყო სომხურ საპატრიარქოში, გადაწყვიტა გამოყოფოდა ამ საპატრიარქოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეერთებოდა, იმპერატორის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად’’ (ibid. 41).

ადრეულ საუკუნეებში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, საბოლო ჯამში, იმდენად უარყოფითად უმოქმედნია ქართულ ეკლესიაზე, რომ მრავალი ასეული წლის შემდეგ ავბედითად დაბოლოებულა მისი ყოფა: ,,ერთიანი საფუძვლის არსებობის გამო ქართული ეკლესია შეერწყა რუსულს და ყოველივე გარუსდა საქართველოში: იერარქია და სამღვდელოება, ლიტურღია და ენა’’ (ibid. 42).

ერთი სიტყვით, დასაბამითგან ხომ სომხების გავლენის სფეროში ყოფილან ქართველები და მერე, მე-7 საუკუნიდან რომ დაუტოვებიათ თავიანთი მფარველები, ისინი კი წასულან, მაგრამ ამათ არ ეთმობათ მაინც, ეტყობა - ენანებათ ქართველების ხელიდან გაშვება... ორმანიანსაც უეცრად ავიწყდება, თავად რომ განუტევა სულგრძელად ისინი სომხური საპატრიარქოს გავლენის სფეროდან და თავმოწონებით წერს, რომ XV საუკუნის შუა წლებში კონსტანტინოპოლში თანაბარი უფლებით მსხდომი ,,ორი პატრიარქი, ბერძენი და სომეხი, იყვნენ აღიარებულნი ქრისტიანული აღმოსავლეთის ორ დიდ მართლმადიდებლურ ფრაქციის ბელადებად’’ და აღმსარებლობის მიხედვით: ,,ყველა მართლმადიდებელი დიოფიზიტი... მორჩილებდა ბერძენ პატრიარქს, ხოლო მართლმადიდებელი მონოფიზიტები - სომხები, სირიელები, ქალდეველები, კოპტები, ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი, (ხაზი ჩემია - ზ.ქ.) და აბისინიელები, თავიანთ მეთაურებიანად - სომეხ პატრიარქს’’ (ibid. 74).

როგორც დავინახეთ, როდესაც ქართველების რუსულ ეკლესიასთან შერწყმაზე საუბრობს ორმანიანი, მაშინ ისინი დიოფიზიტები არიან და, როცა სურს სომხურ ეკლესიაზე დაქვემდებარებულად წარმოადგინოს, მაშინვე ,,ქრისტიანული აღმოსავლეთის ფრაქციის სომეხი ბელადის’’ სამწყსოში მიითვლის და გაუთვითცნობიერებელ მკითხველს თავგზას უბნევს - ვინ არიან ბოლოს და ბოლოს ეს ქართველები - რომელი სარწმუნოების მიმდევრები და რომელი სარწმუნოებიდან განდგომილები: მე-7 საუკუნეში ბერძნებს რომ ეპირფერებიან, მე-19 საუკუნეში რუსებს რომ დამოყვრებიან და ამ პერიოდებს შორის, მე-15 საუკუნეში სომხების დაქვემდებარებაში რომ იმყოფებიან?

თუმცა ჩვენ, ძვირფასო მკითხველო, დამატებით ახსნა-განმარტებას არ ვსაჭიროებთ - ისიც კარგად ვიცით, ეს ქართველები ვინ არიან და ისიც, რომ (ისევ ილიას დავესესხებით): ,,სომეხთა მწიგნობარნი ამისთანა საქციელს არ ჰთაკილობენ და წაშლა, გაბათილება, ან გადაკეთება საბუთებისა იმათი ხელობაა’’. მაგრამ ჩვენთვის  ის იყო სამწუხარო, თანამემამულე მეცნიერი რომ თვლიდა მართლმადიდებლობას საბედისწერო რელიგიად ქართველთათვის, რადგან, ”მან თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა დაუკარგა ჩვენს ეკლესიას” და რომ ”საზოგადოებრივი განვითარების წინსვლისათვის თუ სულიერების სფეროში სრულყოფის მიღწევისათვის დღეს გვესაჭიროება ახალი რელიგიური კურსის ჩამოყალიბება”. იმ მიზნი,  რათა ამ ცნობილი მოღვაწის დიდ ავტორიტეტს არ ჩაეზიარებინა რიგი მალემრწმენ თაყვანისმცემლებისა, დებულებით: ,,ეს საინტერესო დაკვირვება სერიოზული განსჯის საგნად უნდა იქცეს’’, ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობის ფარგლებში უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია ეს მოწოდება და ვცადეთ დასმულ საკითხებზე (გზადაგზა, ორმანიანის წიგნიდან უკვე ნახსენებ სხვა დებულებებზეც) პასუხების გაცემა! 

(გაგრძელება იქნება)

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq