საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი კოზმა - მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი (+დაახლ. 787)

 

12 (25) ოქტომბერს აღინიშნება ღირსი კოზმას - მაიუმელი ეპისკოპოსის, კანონმთქმელის (+დაახლ. 787) ხსენების დღე. 

ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა.

წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq