საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

 1 (14) ოქტომბერი 

საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ეს დღესასწაული ღვთისმშობლის ერთი სასწაულებრივი გამოცხადების მოსაგონებლად დაწესდა: X საუკუნის შუა წლებში, კვირადღეს, 1 ოქტომბერს, ანდრია სალოსი (ხს. 2 ოქტომბერს) ღამისთევის ლოცვებს ესწრებოდა კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ინახებოდა ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყლის ნაწილი. ღამის ოთხ საათზე მან თვალები ზეცად აღაპყრო და იხილა ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით. მას კრძალვით მოაბრძანებდნენ იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და დიდხანს ცრემლებით ავედრებდა უფალს საქრისტიანოს; შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და აქ განაგრძო ლოცვა, ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა. ათრთოლებულმა ანდრიამ გვერდით მდგომ მოწაფეს, ეპიფანეს ჰკითხა: „ხედავ, ძმაო, მთელი სამყაროსთვის მლოცველ დედუფალსა და უფალს?“ „ვხედავ, წმიდაო მამაო, და ვძრწი“, - უპასუხა ეპიფანემ. ნეტარი ანდრია და ეპიფანე დიდხანს შესცქეროდნენ საკვირველ სახილველს.

ერთი ვარაუდით, ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული რუსეთში დაწესდა, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი ბერძნულ

ი წარმოშობისაა. საბერძნეთის ეკლესიაში XII საუკუნის I ნახევარში უნდა დაეწყოთ მისი აღნიშვნა. სავარაუდოა, რომ აქედან შევიდა იგი რუსეთშიც. შემდგომ ბერძნებს ეს დღესასწაული დავიწყებისთვის მიუციათ, დაკარგულა საღვთისმსახურო წიგნებიც, რომლებშიც ის იხსენიებოდა. დღეისთვის შემორჩენილი უძველესი წყაროები, სადაც ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულია ნახსენები, რუსულია და XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
gaq