საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე და მასთან 40 მოწამე (IV)

 12 (25) სექტემბერსაღინიშნება  წმიდა მღვდელმოწამე იულიანეს და მასთან 40 მოწამის (IV) ხსენების დღე.

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად.

დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა.

მმართველის შეკითხვაზე, თუ ვინ იყო იგი და როგორ დაშრიტა ცეცხლი, ნეტარმა მიუგო: „მე ღვთისმსახური ვარ!“ ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მიუგო, თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამეობრივ ღვაწლად ჩამეთვლებაო. უსჯულოებმა გაათავისუფლეს ნეტარი დედა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. 

უკანასკნელ ლოცვაში წმიდანმა მხურვალე მადლობა შესწირა უფალს, ევედრა, სატანჯველთა დათმენის ძალი მიემადლებინა მისთვის და მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა გამოქვაბულში გახიზნულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ნებით გამოცხადდნენ წმიდა იულიანეს წამების ადგილას და თვითონაც ახოვნად აღიარეს ქრისტე. წმიდანები მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოკვეთა ბრძანა (წმიდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება). 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq