საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამე ანასტასი ბულგარელი (+1794)
 29 აგვისტოს (11 მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ანასტასი ბულგარელის (+1794) ხსენების დღეს.  წმიდა მოწამე ანასტასი ბულგარელი დაიბადა 1774 წელს სტრუმნიცის ეპარქიის სოფელ როდოვიჩებში. მშობლებმა იგი მკერავს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. ერთხელ, როცა ჭაბუკი ოცი წლისა იყო, მას თავის ოსტატთან ერთად თესალონიკში მოუხდა გამგზავრება. ხელოსანს სურდა, რამდენიმე ხელ თურქულ ტანსაცმელში მაინც არ გადაეხადა ბაჟი, ამიტომ ანასტასი დაიყოლია, თურქივით ჩაეცვა. მეზვერეებმა შეაჩერეს იგი და ბაჟის გადახდის მოწმობა მოსთხოვეს. ყმაწვილმა უპასუხა, რომ ის თურქი იყო. მაშინ მოხელეებმა სალავათის, მაჰმადიანთა ლოცვის წარმოთქმა მოსთხოვეს. ანასტასი დაიბნა და დადუმდა. ამის შემდეგ იგი მმართველთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა დაკითხა უფლის რჩეული და გათურქება მოსთხოვა. ჭაბუკი უარზე დადგა. მაშინ იგი მეზვერეთმთავარს მიჰგვარეს. მოხელე ჯერ ლიქნით, შემდეგ დაჟინებით ცდილობდა მარტვილის მოდრეკას. 
ანასტასიმ სამოქალაქო დანაშაული აღიარა, ქრისტეს უარყოფაზე კი არ თანხმდებოდა. ქრისტეს ტარიგი აწამეს და ბოლოს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. თურქები ყმაწვილს გზაშიც შეაგონებდნენ, უარეყო თავისი სარწმუნოება, მას კი, გატანჯულს და გაწამებულს, ძალ-ღონე გამოეცალა, ჩაიკეცა და 1794 წლის 29 აგვისტოს სული უფალს შეჰვედრა. 
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq