საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

დღესასწაული ღვთისმშობლის ხატისა, ივერიისად წოდებულისა, რომელ არს მოსკოვს

დღესასწაული ღვთისმშობლის ხატისა, ივერიისად წოდებულისა, რომელ არს მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში (1650)

22 აგვისტო (4 სექტემბერი) 

ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული). 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში შესრულებული ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), რომელიც იაროსლაველი ვაჭრის, გიორგი ლიტკინის ერთ-ერთმა მსახურმა სტეფანემ შეისყიდა და თავის ბატონს მიართვა. გიორგი ლიტკინმა, ღვთის ჩაგონებით, სიწმინდე არხანგელსკის ეპარქიაში, დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორის (შემდგომ _ კრასნოგორის) მამათა მონასტერს შესწირა. ამ წმიდა ხატისგან უამრავი სასწაული აღესრულა და 1650 წელს დაწესდა მისი დღესასწაული. 1654 წელს ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), განსაახლებლად და პერანგის შესამკობად მოსკოვში ჩააბრძანეს და კიტაი-გოროდის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ამ დროს ხატიდან გადაწერეს ზუსტი ასლი და იმავე ტაძარში დააბრძანეს. მოსკოვში მაშინ შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. უამრავი შეჭირვებული მოაწყდა ტაძარს და ახალშექმნილი ხატიც სასწაულებით გაბრწყინდა. 1658 წელს მეფის ბრძანებითა და პატრიარქ ნიკონის კურთხევით გადაწყდა, ამ ხატის დღესასწაული 22 აგვისტოს დაეწესებინათ. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამებ

ის ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq