საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მოზდოკის ივერიის ღვთისმშობელი

ეს ხატი ეკუთვნოდა სახელგანთქმულ ქართველ მეფე თამარს, რომელიც განსაკუთრებულად იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდა. მრავალი ჩერქეზი წარმართის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე ხატი იმყოფებოდა მთებში, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა. ის უვნებლად გადაურჩა ორ ხანძარს, როდესაც მთლიანად დაიწვა ტაძარი, რომელშიც იგი იმყოფებოდა.

1768 წელს იმპერატრიცა ეკატერინე II განკარგულებით მთიანი ოსეთის მკვიდრი ჩრდილოელები მთებიდან თერგის გასწვრივ ჩამოსახლდნენ და თან ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოიტანეს. მოზდოკის ეპისკოპოსი ლიტანიით გამოვიდა ღვთისმშობლის ხატთან შესახვედრად და მის წინაშე პარაკლისი აღასრულა, სურდა, ხატი თან წაეღო და ტაძარში მოეთავსებინა, მაგრამ იმ ურემში შებმული ხარები, რომელზედაც ხატი იყო დაბრძანებული, ადგილიდან არ იძვროდნენ. ხალხი ბრბოებად მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ხატისთვის. ღვთის ამგვარი მოწყალებით გახარებული მოსახლეობა ისწრაფოდა, რომ სამლოცველო აეგო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მასში დაებრძანებინა.

გარკვეული დროის შემდეგ, 1798 წელს მოზდოკში, გამოჩინების ადგილას აიგო ეკლესია, სადაც ხატი იქნა დაბრძანებული. ზეციურ დედოფალს ავადმყოფობის და უბედურების დროს მიმართავს ყველა: მართლმადიდებლები, სომხები, კათოლიკები, ჩერქეზები და ოსები. უდიდესი სასწაულების გამო განადიდებენ მას, სანთლებს ანთებენ და სავედრებელ ლოცვას აღავლენენ. ხალხში არსებული გადმოცემის მიხედვით, 1840 წელს, როცა შამილი მოზდოკთან იყო მისული, მას და მის ჯარს თეთრად მოსილი ქალი გამოეცხადა და ქალაქზე თავდასხმა აუკრძალა.

წმინდა ხატის თაყვანისსაცემად მოზდოკისკენ ხალხის აურაცხელი ჯგუფები მიილტვის. მორწმუნეები თავს მოვალედ თვლიან, რომ იმარხულონ და ეზიარონ სწორედ მიძინების ეკლესიაში, სადაც სასწაულმოქმედი ხატი იმყოფება. ბევრი, დადებული აღთქმის გამო, აქ ღამის განმავლობაში ფეხშიშველი რამდენჯერმე უვლის გარს ტაძარს. ყველა ღვთისმშობლის ძლიერებისა და გულმოწყალების იმედით მოდის და შემწეობისა და ნუგეშის გარეშე არავინ რჩება.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq