საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ფერისცვალება უფლისა (მარკოზი)
georoyal.ge
6 (ახალი სტილით 19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს.

მაცხოვარმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია სამი: პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ იესო ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას იხილეს, რომ მაცხოვარი „იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე 17, 2). მაცხოვარს გვერდით ედგნენ ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი.

პეტრემ წამოიძახა: „რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი 9, 5-6). შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ და მოესმათ უფლის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე 17, 5).

მოწაფეები შიშით მიწაზე დაემხვნენ. მაცხოვარმა ისინი წამოაყენა და დაამშვიდა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე 17, 7), შემდეგ გააფრთხილა, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, მის მკვდრეთით აღდგომამდე.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დროს ადამიანებმა, მისმა სამმა მოწაფემ იხილეს მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი, ასევე მოესმათ უფლის ხმა...

ყოველ ქართველს და მართლმადიდებელს ვუ
ლოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის სიყვარული ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! წავიკითხოთ ტროპარი და კონდაკი ფერისცვალებისა და შემდეგ მარკოზის სახარებიდან ეპიზოდი ქრისტეს ფერისცვალების შესახებ.

ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

სახარება

მარკოზი 9

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.

3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს.

5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს
და ერთი ელიაჲსთჳს.

6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.

7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა.

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.

13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq