საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ცოტნე დადიანი - მოძმეთადმი თავდადებისა და ერთგულების მაგალითი

წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში.  რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ  მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შერკინებოდნენ მტერს.

კოხტასთავს დათქვეს  შეკრების ადგილი და ცოტნე და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.

მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ.

როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით კოხტასთავს და შეიტყო მომხდარი, დაითხოვა ლაშქარი და ორი კაცის თანხლებით გაეშურა იქით, სადაც  სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები ეგულებოდა -   თვითონვე შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. მონღოლთა კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი, ცოტნემ უპასუხა, რომ ქართველ

დიდებულთა შეკრების მიზეზი მხოლოდ ხარკის გადახდის შესახებ ბჭობა იყო, ხოლო თუ ისინი ამის გულისთვის სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ, მასაც ეკუთვნოდა ეს  სიკვდილი: „უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, - დასძინა ცოტნემ.

ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს.

 წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანი წმინდანად იქნა შერაცხული.   

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq