საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული (II)

 29 ივლისს (11 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწულის (II) ხსენიბის დღეს. 

წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ რომში ცხოვრობდა დიდებულ ქალბატონ საბინასთან, რომელიც თავად მოაქცია ქრისტიანობაზე.

როცა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მმართველმა ბერილმა, სხვებთან ერთად, წმიდა სერაფიმასაც მოუხმო სამსჯავროზე. მოწამეობრივი გვირგვინის მაძიებელი ქალწული უშიშრად გამოცხადდა მტარვალებთან. მას ერთგული საბინაც გაჰყვა თან. იხილა რა დიდგვაროვანი ქალბატონი, ბერილმა ჯერ გაათავისუფლა სერაფიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ნეტარმა ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მარტვილი მაშინაც კი ურყევი დარჩა, როცა სანთლების ალით წვა და დაუნდობელი გვემა დაუწყეს. გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა.

წმიდა აღმსარებლის სულიერი ახოვნებით ძლეულმა მსაჯულმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. საბინამ კრძალვით მიაბარა მიწას ძვირფასი ცხედარი. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq