საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

საქართველოს პირველქრისტიანენი
გიორგი ერიშვილი
სხალთა

სულიწმინდის მადლის მოფენის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა უფლის სიტყვა. მარიამ ღვთისმშობელს ივერიის მკვიდრთა მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ ანგელოზმა აუწყა მას ღვთის ნება, რომ წილხვდომილი ქვეყანა მისი საბოლოოდ და მთლიანად განათლდებოდა მომავალში, ხოლო აწ თავის მაგივრად იქ ანდრია პირველწოდებული მიევლინებინა ჭეშმარიტი სარწმუნოების მარცვალთა დასათესად.

მართლაც, დედას ღვთისას საქართველოში წარმოუგზავნია მოციქული ანდრია; თან გამოუტანებია ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახება იყო გადატანილი და დაუბარებია ქართველთათვის: ”მე მარად ვიქნები ქართველთა ცხოვრების განმგებელი; მარად შევეწევი, არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს მათ”...

”ქართლის ცხოვრება” გვამცნობს, რომ ღვთისმშობლის მითითების თანახმად, ანდრია მოციქული ”...შევიდა ქვეყანას ქართლისა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების... ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად, რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასუენა ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი  -  იგი ვიდრე დღესაცა დაუწყუედევნად აღმოდის. და შემოკრბეს ყოველნივე ყოვლით კერძო მკვიდრნი მის ქვეყანისანი და ნათელსცა ყოველთა სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმინდისათა. და დაადგინნა მღდუელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა”...

ანდრია მოციქულის გარდა, ქრისტეს კიდევ ერთ მოციქულს, მატათას უქადაგნია აჭარაში, რომელიც აქვე, გონიოშია დაკრძალული.

ამ დიდ, ღვთივმომადლებულ წყალობას ღვთისას გულისხმობდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც აჭარის შესახებ წერდა: ”ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აღყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს აქ უჩქეფნია, ჩვენი სულის ძლიერებას აქ აღუმართავს თავის სახელგანთქმული დროშა. თითქმის იგია ჩვენის სულის აღმატებულების აკვანი და იგივეა სამარეც ჩვენი ყოფილის ადამიანობისა”.

ეს სიტყვები ამოღებულია ილიას ცნობილი პუბლიცისტური წერილიდან: ”ოსმალოს საქართველო”, სადაც ავტორი მიმოიხილავს საქართველოს ადრეული ისტორიის ცალკეულ პერიოდებს და აჭარის განსაკუთრებულ ღვაწლს აღნიშნავს, სამშობლოს საკურთხეველზე მიტანილს; ილია საგანგებოდ შეახსენებს ქართველობას, რომ სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ქართული სახელმწიფოს სამეფო დიდებას ბაგრატიონების მეთაურობით და წინამძღოლობით; რომ სწორედ ამ კუთხის შვილი იყო ჩვენი სასიქადულო შოთა რუსთაველი, ამ მიწა-წყლიდან იწყებდნენ ქვეყნის აღორძინებას და განმტკიცებას ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და იმისდა მიუხედავად, რომ უკანასკნელ საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოში ჩამოვარდნილი შინაგამცემლობისა და შუღლის შედეგად ეს მხარე უწინამძღვროდ დარჩა, იქ შემორჩენილი ქართველური ზნე, ადათი და ტრადიციები არ აკარგვინებდნენ ქართველს ერთობის იმედს: ”ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დრო, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ”...

უნდა ითქვას, რომ ის მძიმე დროება, რომელსაც ილია ჭავჭავაძე უკანასკნელი ათაბაგის, მანუჩარის ცხოვრებას უკავშირებდა, აჭარისთვის გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მისდა დაუკითხავად გადაწყდებოდა მისი

თამარის ხიდი
ვე ბედი.

1453 წლიდან, როცა ოსმალებმა კონსტანინოპოლი დაიპყრეს და შუა აზიიდან დაძრულმა თურქ-ოსმალთა ურდოებმა ბოლო მოუღეს ბიზანტიის იმპერიას, საფუძველი შეერყა საქართველოს ძლიერებასაც, რომელსაც უდიდესი ქრისტიანული ბურჯი გამოეცალა გვერდიდან და თანდათანობით დაიშალა, დაკნინდა და დაქუცმაცდა. გავიდა ერთი საუკუნე და ამ დანაწევრებას იურიდიული საფუძველიც დაედო  - 1555 წელს, ირან-ოსმალეთის ომისა და დაზავების შემდგომ, ამ ორმა მაჰმადიანურმა სახელმწიფომ გაიყო საქართველო გავლენის სფეროებად, ხოლო 1587 წელს განახლებულ საომარ მოქმედებათა შედეგად გამარჯვებულმა ოსმალებმა მტკიცედ იპყრეს ხელთ სამცხე-საათაბაგო, რის შედეგადაც აჭარა 300 წლით ოსმალთა უღლის ქვეშ მოექცა.

 

ოსმალო დამპყრობელი, რომელიც მუსულმანური სარწმუნოების აღმსარებლობას მისდევდა, არ სჯერდებოდა ოდენ ტერიტორიის დაპყრობას და ხალხის ფიზიკურ დამონებას. მის მიზანს შეადგენდა აჭარელთა მეხსიერებიდან ქრისტიანობის სრულად ამოშლა, რის მისაღწევადაც არანაირ ხერხსა და საშუალებას არ ზოგავდა.

მესხი გვარამაძის ცნობები გვაძლევენ წარმოდგენას, თუ რა ძალადობისა და წამების ფასად ამუსულმანებდნენ თურქები აჭარლებს: ”რომელ ხორციელ ენას შუძლია, რომ წარმოსთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზედ გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ ჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზედ სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ”...

ოსმალო-თურქებს თავსაკვეთები და სახრჩობელები ჰქონდათ სოფლებში: აჭარისწყალში, ქედში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, მაჭახელაში, გონიოსა და სხვა საცხოვრებელ სამკვიდრო ადგილებში. არ ინდობნენ თვით მათაც, ვინც საღვთო და საერო ქართულ წიგნებს კითხულობდა და ინახავდა: ’ხერთვისსა და კაპნისთავში ყველა წიგნი დაწვესო”  -  უთქვამს სააკოღლი-სააკაძეს მოგზაურისთვის.

მაგრამ ამ უმკაცრესი ზომების მიუხედავად, აჭარის არცერთი კუთხე არ გამაჰმადიანებულა საკუთარი ნებით. ამ ფაქტებს ხოჯებიც ვერ მალავდნენ. ”ძველად ხოჯა ხერხეულიძე ასე იტყოდაო, - იგონებდნენ მისი საუბრის მომსწრენი,  - ნახევარი ზეგანი, ფოცხოვისა და ქვაბლიანისკენ გაწყდა ბრძოლაში, რადგანაც არ თანხმდებოდნენო. დანდალოს აჭარამ მიბაძა და აჭარაშიც დიდი სისხლი დაიღვარაო”. ქედელი დერვიშ-ბეგ ბეჟანიძის მოგონებით: ”პირველ ხანებში, ვინც არ თათრდებოდა, იჭერდნენ და ქედაში მოიყვანდნენ; პარასკევ დღეს, ლოცვის დროს, ჯამეში შეიყვანდნენ; ვინც თათრობას მიიღებდა, ის ცოცხალი რჩებოდა, ვინც არა და იმას კარში გაიყვანდნენ და ლოცვის შემდეგ ხეზე ჰკიდებდნენ”.

გათათრების წინააღმდეგ აჭარელთა თავგანწირვაზე წერდა ქართული ისტორიის მემატიანე ზაქარია ჭიჭინაძე: ”იმდენი სისხლი არავის დაუღვრია ქვეყნისა და რჯულისათვის, რამდენიც აჭარლებს... ერთ აღდგომის მეორე დღეს მარადიდიდამ ასორმოცი კაცი ჩაცვივდა ჭოროხში და დაი

სამების ტაძარი
ღუპა სამუდამუდ... ოსმალებმა აჭარაში ისე დააქციეს და დაარბიეს ეკლესიები, მთელს აჭარაში ერთი ეკლესიაც აღარ გაუშვეს დაუქცეველი და დაუნგრეველი” (დღეს წმინდანებად ჰყავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას შერაცხული ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედანი და მამანი და მათ ხსოვნას სულთმოფენობის დღეს აღნიშნავს).

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი უნდა ენგრიათ ურჯულო დამპყრობლებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ერთის მხრივ, ეკლესია-მონასტრების რაოდენობით აჭარა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს ბევრ კუთხეს და, მეორე მხრივ, საკულტო დანიშნულების ნაგებობები, აქ, როგორც წესი, მიუვალი ციხე-სიმაგრეების და კოშკების მახლობლად შენდებოდა!

ოსმალები არბევდნენ ქრისტიანულ ტაძრებს და მათ ადგილზე ტოვებდნენ საძირკვლებამდე დაყვანილ ნანგრევებს, ლიბოგამოცლილ კედლებს, დამტვრეულ და დატეხილ მოჩუქურთმებულ ქვებს; საეკლესიო საგანძურის ნაშთებს: ბრინჯაოსა და რკინის ჯვრებს, მოჭიქული კერამიკის ნამსხვრევებს... ასე განადგურდა და გაპარტახდა ულამაზესი და უნატიფესი ტაძრები: თხილვანაში, ხიხანში, ვერნებში, თიკანაურში, საციხურში, ხინოში, ხუცუბანში, სამებაში... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?!

მაგრამ ვერ გატეხეს აჭარელი კაცის მედგარი ბუნება და ხასიათი: ვერც მისი ეროვნული თვითშეგნება, ვერც ენა და ვერც ქრისტიანული ზნეობა. იოლად, რწმენაც ვერ დაათმობინეს ძალმომრეობით! აჭარლებს საიდუმლო სამლოცველოებში ჰქონდათ გადამალული ჯვარ-ხატები და ჩუმად ლოცულობდნენ. ხშირად, გარეგნულად გამუსულმანებული აჭარლები გურიაში გადადიოდნენ და ქრისტიანული რწმენის აღმსარებლობას იბრუნებდნენ; მიცვალებულ ნათესავებს მალულად გადაასვენებდნენ გურიაში და იქ უგებდნენ წესს ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით; იმავე გურიაში მიჰქონდათ და მალავდნენ საეკლესიო ნივთებს: ქობულეთის გამუსულმანების დროს, მაგალითად, თეთრონის ეკლესიიდან წაიღეს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და ჯერ შემოქმედის, ხოლო შემდეგ აკეთის მაცხოვრის ტაძარში დაასვენეს.

ძალით რომ ვერას გახდნენ ოსმალონი, მზაკვრული ფანდი იხმარეს, ცბიერებით და ლიქნიანი სიტყვით შეაპარეს უბრალო ხალხს თავიანთი სარწმუნოება. პირველ ხანებში ეკლესიებში დაიწყეს თავიანთი რჯულის სწავლება და გლეხებს ატყუებდნენ - ისევ ეკლესიები გექნებათ სამლოცველო სახლებადო; მერე ის ეკლესიები ჯამეებად აქციეს და ახლა იმას აჯერებდნენ  -  რა სხვაობაა, ესეც ღვთის სახლიაო; მერე თანდათან ახლადაშენებული ჯამეები და მეჩეთები ჩაუდგეს სოფლებში და თავიანთი რელიგიის გავრცელებასთან ერთად ფარული ბრძოლა გამოუცხადეს ყოველივე ეროვნულს: ენას, კულტურასა და ტრადიციებს, რომელთა სანაცვლოდაც საკუთარი ზნე-ჩვეულებებისა და ადათ-წესების დანერგვას ცდილობდნენ.

მაგრამ, როგორც სამართლიანად აღნიშნავს აჭარის საეკლესიო ისტორიის თანამედროვე მემატიანე, თეიმურაზ კომახიძე: ”ჩვენს კუთხეში ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ბატონობამ ვერანაირად ვერ შეარყია აქაურ მცხოვრებთა - აჭარელთა სიყვარული დედასაქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ დამპყრობლები ყოველნაირად, ათასნაირი ხრიკებით, მეთოდებითა და საშუალებებით ცდილობდ

ზვარის წმიდა გიორგის ეკლესია
ნენ რამენაირად შუღლი და მტრობა ჩამოეგდოთ ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს შორის. ამ მიზნის განხორციელებას მთელი ძალითა და მეთოდებით ცდილობდნენ ოსმალთა აგენტები, ასევე ხოჯები და მოლები, რომლებიც მოსახლეობაში პროპაგანდას ეწეოდნენ, რომ ქრისტიანი ქართველები ურწმუნონი, ანუ გიაურები არიან და მათთან რაიმე კავშირურთიერთობა დიდ, გამოუსყიდველ ცოდვად ითვლება”. ბევრად უფრო მყარი აღმოჩნდა ხალხის საუკუნეობრივი სულისკვეთება თვისტომთან ერთიანობისაკენ. ამიტომაც იყო, რომ, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა თავისი დედის - საქართველოს კალთას დაუბრუნდა, უმალ შეეთვისა მას უცვალებელი გულითა და ზნეობით. პეტრე უმიკაშვილი 1878 წელს წერდა: ”აჭარაში ყველამ იცის, რომ ქართველია და მამა-პაპა ქრისტიანები ჰყოლიათ. კარგად ახსოვთ, რომ ჩვენი ძმანი არიან, მხოლოდ სარწმუნოებით განვსხვავდებითო. ციხეებისა და ეკლესიების პატივისცემა აქვთ და იციან, რომ ისინი საქართველოს მეფეების აშენებულია...”

ამ მხრივ ნიშანდობლივია გასულ საუკუნეში მუსულმანი ქართველის, შეიხ ულ-ისლამის გულახდილი განდობა, რომლითაც ოფიაციალურ მიღებაზე გაუმხილა დიდი სამხრეთიდან ჩამოსულ თვისტომთ: ”მე, მუსულმანს, ქრისტიანი ქართველის დანახვა უფრო მიხარია, ვიდრე უცხო ტომის მუსულმანისა...დიდი წარსული გვაქვს და ამით ვამაყობთ, როგორც თქვენ, საქართველოში მყოფი ქართველები, ისევე ჩვენ, უცხოეთს გახიზნული მუსულმანი ქართველობა”.

და თუ ოსმალებმა ვერ შეძლეს აჭარაში ეროვნული ფესვების ამოძირკვა, კიდევ იმიტომ, რომ მყარად ჰქონდა გადგმული ძარღვი ეროვნულ თვითშეგნებას, რისი დასტურიცაა იმ დროს თითქმის საანდაზოდ ქცეული აჭარელის ნატვრა: ”გამჩენო, როდის იქნება, რომ მაღირსებ თათრის მონობისაგან განთავისუფლებასო” და აჭარელი გლეხკაცის ნაამბობი სერგეი მესხისათვის: ”მართალია ჩვენ სარწმუნოება გამოგვიცვალეს, მაგრამ არც ისე უგუნური ვართ, არ გვესმოდეს, რომ სარწმუნოების გამოცვლა ნათესაურ სისხლს ვერ დაგვიკარგავდა. ხედავთ, ძიავ, დღესაც ჩვენი მამაპაპური სალოცავები კიდევ გვწამს, მივდივართ აღდგომასა და შობას სხალთას, ზარზმას, ოპიზას, კვირიკეს და მიგვაქვს იქ სანთელი, საკმეველი, წითელი კვერცხები, ვლოცულობთ, როცა ავად გაგვიხდება ვინმე, საწირავი მიგვაქვს იქ და ჩვენი მამა-პაპის ღმერთს ვევედრებით. არა ძიავ, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქართველობა, ჩვენც თქვენსავით გვიხარია ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთთან ისევ შეერთება”.

მაგრამ ასე როდი ფიქრობდა რუსეთის ცარიზმი. თავისი კოლონიზატორული პოლიტიკით ის შეგნებულად აბრკოლებდა აჭარლებისა და მათი თანამოძმე დანარჩენი ქართველების ერთობას და ეკლესიების ნაცვლად აქ მეჩეთებსა და მედრესეებს აშენებდა. იმის მაგივრად, რომ ქრისტიანად სახელდებულ იმპერიალისტურ რუსეთს აჭარლების გაქრისტიანებისათვის ეზრუნა, პირიქით, ცდას არ აკლებდა, რათა თავისი რჯულით ისინი კიდევ უფრო დაეშორებინა ქრისტიანი ქართველებისაგან.

და თუ ოსმალები ქრისტიანობის ნაცვლად მუსულმანობას უნერგავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თვისტომებთან დასაცილებლად, რითაც თიშავდნენ მათ სარწმუნოებით, რუსეთის მმართველობა ცნობდა სწორედ ამ მუსულმანობას, მაგრამ ა

ხიხანის ციხე
რა მათ ეროვნებას  - ქართველობას, რითაც აგრეთვე ცდილობდა აჭარლების მოწყვეტას დედასაქართველოსაგან. რა სხვაობა იყო ურჯულო ოსმალოსა და მართლმადიდებლურ რუსეთს შორის? აჭარისა და მთლიანად საქართველოსათვის ორივე მიმართავდა კარგად ცნობილ იმპერიულ პოლიტიკას: ”გათიშე და იბატონე!”

მაგრამ თვით მსგავს წინააღმდეგობებსაც მზად უხვდებოდნენ ღირსეული მამულიშვილები. ასეთი პატრიოტები კი მრავლად იყვნენ აჭარაში, რომლებიც თვით სიცოცხლის რისკის ფასად არ ერიდებოდნენ სამშობლოს ინტერესების დაცვას: თუ, ერთის მხრივ, ქრისტიანულ საქართველოსთან აჭარის გაერთიანებისთვის თავდაუზოგავად მებრძოლმა გულო-აღა კაიკაციშვილმა მრავალი ოჯახი გადაარჩინა მუჰაჯირობას და საკუთარ კერას დაუბრუნა, მეორეს მხრივ, შერიფ ბეგ ხიმშიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა გაღებული აჭარის საქართველოსთან შემოერთების საქმეში, მთელი თავისი ოჯახით მოინათლა, თანაც სწორედ იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში, რითაც საგანგებოდ უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ მისი ძალისხმევა საომარ ასპარეზზე, საქართველოს ეროვნულ გამთლიანებასთან ერთად, წართმეული რწმენის დაბრუნებასაც ისახავდა მიზნად!

მაგრამ საწუთროს ჟამი არ ასვენებდა მშვიდობიანად აჭარას. როცა ისევ უკუღმა დატრიალდა მისი ბედის ბორბალი, როცა კვლავ მოუბრუნდა ოსმალო დამპყრობი საქართველოს, აჭარელი მამულიშვილების თავგანწირვამ კიდევ ერთხელ იხსნა მათი მიწა: 1917 წელს, ბათუმის დაკავების შემდეგ, თურქთა სარდალმა ვეხიბ-ფაშამ ბათუმი თურქეთის იმპერიის კუთვნილებად გამოაცხადა და მიიღო კიდევაც საკადრისი პასუხი აჭარელთა თავკაცისა და წინამძღოლის, მემედ აბაშიძისაგან: ”აჭარა, ქალაქი ბათუმი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კუთვნილება გახლდათ და მომავალშიც მისი განუყოფელ-განუყრელი ნაწილი იქნება!”

და ეს არ იყო ერთეული ეპიზოდი. იმავე პერიოდის მრავალი პატრიოტული ქმედებებიდან სამაგალითოდ თუნდაც ორი შემთხვევა გამოდგება: 1915 წელს, იმის გამო, რომ სახლში მაცხოვრის ხატს ინახავდა, ხულოელ რეჯებ ეფენდი მეხეშიძეს ოსმალებმა დახვრეტა დაუპირეს, მაგრამ ის შვილებმა გადამალეს; ხოლო 1918 წელს, როცა თურქებმა აჭარაში სცადეს რეფერენდუმის ჩატარება, რათა გადაეწყვიტათ, თუ ვის დარჩებოდა ეს კუთხე,  საქართველოს თუ თურქეთს, ხასან თხილაიშვილმა გულუშიშრად, საჯაროდ მისცა ხმა საქართველოს, რის გამოც უზომოდ განრისხებულმა გუბერნატორმა ზარბაზნის ლულაზე მიაკრა ბაწრით და ხალხის ერთსულოვნებამ იხსნა ის უეჭველი სიკვდილისაგან.

ასეთი იყო ნება მთელი აჭარისა, რომლის ჭეშმარიტ ზრახვებს ყველა - სამხრეთელი თუ ჩრდილოეთელი მტერ-მაოხარის მიმართ - ჰაიდარ აბაშიძე აცხადებდა: ”ჩვენ გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ჩვენ ვართ გურჯები - ქართველები. ჩვენ შევადგენთ ნაწილს საქართველოსას და ამიტომ ჩვენ გვწამს ჩვენი მომავალი, რომელიც გამოიხატება სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს ეროვნულად და ტერიტორიულად შეკავშირებაში და შედუღაბებაში. მაშ, შორს ოსმალეთისა და ზოგიერთი მოღალატის ახალი ქსელები და გაუმარჯოს ჩვენს დიდებულ მომავალს, მთლიანად საქართველოს!”

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)
31 აგვისტოს (13 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (+471) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი
gaq