ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივლისს ერთ–ერთი ასურელი მამის – მიქაელ ულუმბოელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მიქაელ ულუმბოელმა ზედაზნის მთის დატოვების შემდეგ ქართლი და ოსეთის მთა მოიარა, ორსავე მხარეში ქადაგებდა, შემდეგ ულუმბოს მხრიდან, ალის წყლის ზემოთ ააშენა მონასტერი. წმიდა მამა მიქაელი, ძმათა მსგავსად „კეთროვანთა განსწმენდდა, ეშმაკთა განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა.“ მადლიერმა ერმა მას „წმიდა სიმართლისა და ამ სიმართლის ცხოვრების ხატის“ ზედწოდება დაუმკვიდრა. მიქაელ ულუმბოელის მრავალმოღვაწე სხეული მისსავე დაარსებულ მონასტერში განისვენებს. |