საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

სიმონ კანანელის საფლავი ნიკოფსიაში ანუ ძველ ლაზიკაში
გაიოზ გია მამალაძე

10 (ახალი სტილით 23) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულის სიმონ (სვიმონ) კანანელის ხსენების დღეს.

სიმონ კანანელი დაკავშირებულია ჩვენს სამშობლოსთან. მას აიგივებენ სვიმეონ მოშურნესთან. იგი კანას გალილეაში ცხოვრობდა. სვიმონი გახლდათ წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში, მის ქორწილში აღესრულა. შუა ქორწილში ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა ირწმუნა იესო ქრისტე - მესია, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა და მისი მოწაფე, თორმეტ მოციქულთაგანი გახდა.

მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში.

ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელს ვულოცავთ სიმონ კანანელის ხსენების დღეს.

არა ერთი ქართველი მეცნიერი, ძველი ბერძნული, ქართული წყაროებისა და ევროპული რუკების საფუძველზე ასკვნის და გამართული არგუმენტებით, რომ საქართველოს ძველი საზღვარი გადიოდა მდინარე ყუბანი სადაც უერთდება შავ ზღვას, ანუ ტამანის ნახევარკუნძულთან ახლოს, გასაგებად რომ ვთქვათ, დღევანდელი საქართველოს დე იურე საზღვრიდან საკმაოდ ჩრდილო დასავლეთით, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქალაქ ტუაფსედან საკმაოდ ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით ქალაქ ანაპასთან, ქალაქ ნოვოროსიისკის ჩრდილო დასავლეთით...

ძველი
ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების მიხედვით დღევანდელი ქალაქის, ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა უძველესი ქალაქი - ძველი ლაზიკა. შემდგომში ამ ქალაქს უწოდეს ნიკოფსია.

როდესაც დავით აღმაშენებელი გვიტოვებს საზღვრის მოხაზულობას „ნიკოფსიიდგან დარუბანდისა ზღვადმდე, ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“, ამ ფორმულაში ნიკოფსია, ოვსეთი და დარუბანდის ზღვა არა ერთი კონკრეტული წერტილი, არამედ, ვრცელი სასაზღვრო სივრცია, ვინაიდან ზღვა, ოვსეთი ერთი წერტილი არ არის ვრცელი ტერიტორიაა. ასევე უნდა იყოს ნიკოფსიის შემთხვევაში. ამ სასაზღვრო ფორმულაში ნიკოფსია უნდა იგულისხმებოდეს, როგორც ოლქი.

დავით აღმაშენებელი კონკრეტულად ქართულ ქვეყანაზე ამბობს, თორემ ჩრდილო კავკასიაში არსებული ოსეთის რამდენიმე სამთავრო რომ მისი გავლენის ქვეშ იყო, ყველასთვის ცნობილი ამბავია. არის არა ერთი არგუმენტი იმისა, რომ დავით აღმაშენებელი აკონტროლებდა ყუბანის გადაღმა მხარეებსაც, თუმცა ეს დღევანდელი წერილის თემა არ არის...

როდესაც პირველ საუკუნეში, ანდრია პირველწოდებული მესამედ მოვიდა საქართველოში, მას თან ახლდა მოციქული სიმონ კანანელი. საქართველოში სხვა მოციქულებსაც აქვთ ქრისტეს სჯული ნაქადაგები, თუმცა ამჯერად ჩვენ წმინდა სიმონ კანანელზე ვსაუბრობთ.

სიმონ კანანელი გარდაიცვალა ნიკოფსიაში და იქვე დაკრძალეს. „ანდრია მოციქულმა მოვლო ქვეყანა ჩვენი, ხოლო სიმონ კანანელი სრულიად დაემკვიდრა, რამეთუ ნიკოფსს არიან ნაწილნი მისნი წმინდანი" (გიორგი მცირე, „გიორგი მთაწმ
ინდელის ცხოვრება“).

მოციქულები: ანდრია პირველწოდებულის, სიმონ კანანელის, მატათას, ბართლომეს, ზოგი გადმოცემით, ასევე, თადეოზის, ფილიპესა და თომას დაარსებულია ქართული ეკლესია (თუნდაც ამ აზრს მთლიანად არ იზიარებდეს რომელიმე ისტორიკოსი, ზოგი მათგანის, მათ შორის სიმონ კაკანელის, საქართველოში მოსვლა ხომ უეჭველია.

ამგვარად, სიმონ კანანელი ქართული ეკლესიის დამაარსებელია. სულაც არ მინდა აფსუებს (დღევანდელი ტერმინოლოგიით აფხაზებს) ვაწყენინო, მაგრამ, ისტორიული სიმართლეა ასეთი და რა ვქნათ. დიახ, არავითარი აფხაზური ეკლესიის დამაარსებელი არ არის სიმონ კანანელი... თუნდაც იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე აფხაზური ეკლესია აუცილებლად ნიშნავდა ქართულ ეკლესიას, ქართული ეკლესიის დასავლურ ნაწილს, ქართულენოვან ეკლესიას, რაც მთავარია!.. არსად არ არის ცნობილი ისეთი ეკლესია, აფსუური, აფხაზური, რომელსაც ქართულისგან განსახვავებულ ენაზე ლიტურგია ჰქონოდა...

მართალია, დღევანდელი აფხაზების (აფსუების) ერთი, რუსი იმპერიალისტების მეცადინობით ქართველებისადმი გადამტერებული ნაწილი, - თავისი რუსი ვანდალი ბატონების დახმარებით, - ანადგურებს ქართული კულტურის დოკუმენტებს აფხაზეთში, ძველი ლაზეთის, ეგრისის, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მაგრამ წერილობით დოკუმენტებს, შექმნილთ უცხოელი თუ ქართული ავტორების მიერ, ვერაფერს მოუხერხებენ...

რაც მთავარია, ისტორიულ ძეგლებს ვერ შექმნიან, რომელიც ამ მიწა-წყლის არაქართულობას დაამტკიცებს... დროის მან
ქანას ხომ ვერ გამოიგონებენ?! ან გაყალბებულ წარწერებს ხომ ვერ შექმნიან ახალშექმნილი ანბანით?!

არის ვარაუდი, რადგან გვიან შუა საუკუნეებში, კერძოდ XVII საუკუნეში, ძველი ლაზიკის, ნიკოფსიის ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებდნენ ქართველები, უცხო, მთიელ ტომთა მოწოლის გამო, სიმონ კანანელის წმინდა ნაწილები გადმოაბრძანეს ანაკოფიაში, ახალ ათონში. შესაძლოა ეს მართალიც იყოს. ამ შემთხვევაშიც არაფერი იცვლება. სიმონ კანანელის საფლავი საქართველოს სასაზღვრო ოლქში, აფხაზეთშია.

საინტერესოა ისიც, რომ ახალი ათონის მონასტერი მდებარეობს მთაზე, რომელსაც ოდითგან იბერიის მთა ეწოდებოდა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი იდეოლოგიურ-საკრალური მინიშნებაა - ახალი ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“, რაც წმინდა მთას ნიშნავს) იბერიის მთაა ანუ იბერია ახალი ათონია, წმინდა ადგილი...

ამგვარად, წმინდა მოციქულის სიმონ კანანელის საფლავი საქართველოშია.

შეგვიძლია ვთქვათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, რომლის წილხვედრიცაა ჩვენი ქვეყანა, საქართველოს საზღვრებს სიმონ კანანელიც იცავს. სეპარატისტ-ტერორისტებსა და ანტიმართლმადიდებელ რუს იმპერიალისტებს ადვილად არ ჩაუვლით საქართველოს საზღვრების დარღვევა... ისევე, როგორც სისხლით ზღო რომანოვთა დინასტიამ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუქმებელი იმპერატორი პავლე I მოკლეს, მისი შვილიშვილი ალექსანდრე II მოკლეს. ალექსანდრე მეორის შვილიშვილი, ნიკოლოზ II მოკლეს...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq