საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

სამშობლოსთვის წამებული პატრიარქი

 

23 აპრილს არის წმიდა მოწამე გრიგოლ V-ის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხსენების დღე. მას სამგზის ეკავა კათედრა (1797 - 1799, 1806 - 1808, 1819 - 1821). ამ პერიოდში საბერძნეთი იმყოფებოდა თურქეთის მძიმე უღელქვეშ. ბევრი პატრიოტი ბერძენი  იმედოვნებდა სახელმწიფოებრივი  დამოუკიდებლობის აღდგენას. ისინი ჰპოვებდნენ ქმედითსა და ავტორიტეტულ თანადგომას საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიარქის სახით. მისი კავშირი ბერძენ პატრიოტებთან გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სულთან მაჰმუდის წინააღმდეგ ამხედრებულმა ალექსანდრე იფსილანტმა თავისი ლაშქრით გადალახა მდინარე პრუტი.  მეგობარი ურჩევდა მას, დაეტოვებინა კონსტანტინოპოლი და გაქცეულიყო   მორეაში. წმინდანი პასუხობდა: „მე გული მიგრძნობს,  რომ ბოსფორის თევზები შეჭამენ ჩემს სხეულს, მაგრამ მე მშვიდად მოვკვდები ჩემი ხალხის გადარჩენის სამსხვერპლოზე!“

მართლაც,  1821 წლის 10 (23) აპრილს წმიდა პატრიარქი  შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს საპატრიარქოს ჭიშკარზე, ხოლო მისი სხეული ზღვაში გადააგდეს. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq