საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

20 აპრილი - ხსენება ღირსი გიორგი აღმსარებლისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (IX)

ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატთმებრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.

კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატთმებრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq