საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

16 აპრილი - მოწამე თეოდოსია ქალწულის ხსენება (+307-308)

 წმიდა მოწამე თეოდოსია ქალწული მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს.

 ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმიდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმიდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანს მიჰგვარეს. ურბანმა თეოდოსიას უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსია მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმიდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

 მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმიდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq