საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

10 აპრილი - ხსენება ღირსი ილარიონ ახლისა (+754)

ღირსი ილარიონ ახალი სიყრმითგან უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმიდისათვის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პელიკიტის მონასტრის იღუმენად. ღირსი ილარიონი უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით გვალვაში წვიმა მოდიოდა, ყანას საქონელი არ ეკარებოდა, მეთევზეთა ბადეები თევზით ივსებოდა. გარდა ამისა, იგი ავადმყოფებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.

 754 წელს დიდ ხუთშაბათს პელიკიტის მონასტერს თავს დაესხა ხატთმებრძოლი ლახანოდრაკონი, ლიტურღიისას შეიჭრა ტაძარში, შეაწყვეტინა მსახურება, წმიდა ძღვენი მიწაზე დაყარა, 42 ბერი შეიპყრო, ეფესოში გაგზავნა და დაახრჩობინა. დარჩენილი ბერ-მონაზვნები სასტიკად ცემეს, წვერები ცეცხლით შეუტრუსეს, ზოგიერთი კი ცხვირისა და ყურების მოჭრით დაასახიჩრეს. ამ თავდასხმის დროს ხატთა თაყვანისცემისათვის მოწამეობრივად აღესრულა ღირსი ილარიონი.

 ღირსმა ილარიონმა დაგვიტოვა თხზულებები, რომლებიც ძირითადად ზნეობრივ დარიგებებს შეიცავს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq