|
მინადორა ორჯონიკიძე
მინადორა ორჯონიკიძე (დ. 14 მარტი, 1879, ღორეშა — გ. 19 ოქტომბერი, 1967) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. მინადორა ორჯონიკიძე 1879 წლის 14 მარტს, სოფელ ღორეშაში აზნაურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. ამ დროიდან მარქსისტული წრეების მუშაობაში ერთვება. 1901 წელს ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ქალაქის სოციალისტურ წრეებში და "ისკრის" დამხმარე ჯგუფში აქტიურად მუშაობდა. ჟენევაში მალაქია ტოროშელიძესთან იქორწინა. 1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მინადორა წითელ ჯვარში და „არა-ში“ (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) მუშაობდა. პარალელურად ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახებს ეხმარებოდა. 1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. მას შემდეგ, რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თბილისში დაბრუნდა. 1936 წელს მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე დააპატიმრეს. მან ბრალდებები უარყო და თავი დამნაშავედ არ ცნო. მინადორა ორჯონიკიძის თითქმის მთელი ოჯახი შეეწირა რეპრესიებს, თვითონ მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ სამედიცინო განათლება ჰქონდა და ის სჭირდებოდათ შორეულ აღმოსავლეთში საავადმყოფოში სამუშაოდ. 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. 1937 წლის 5 ივნისს დააპატიმრეს და 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნა მიუსაჯეს. მისი სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა. რებილიტირებულია 1956 წელს.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. |
|
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|