საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ჰურიანი ძველ იბერიაში, საყოველთაო მოლოდინი მესიისა, განთესილ ებრაელთა გავლენა ჩვენს წინაპართა სარწმუნოებაზე და მათ მიერ უფლის კვართის ჩამოტანა მცხეთაში
კირიონ საძაგლიშვილი (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

კირიონ საძაგლიშვილი (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი) რუსულიდან თარგმნა ქეთევან ჯერვალიძემ

ჰურიანი ძველ იბერიაში, საყოველთაო მოლოდინი მესიისა, განთესილ ებრაელთა გავლენა ჩვენს წინაპართა სარწმუნოებაზე და მათ მიერ უფლის კვართის ჩამოტანა მცხეთაში

ისტორიული კავშირი ერებს შორის, ერთი ხალხის გავლენა მეორე ხალხის რელიგიურ და ზოგადად ინტელექტუალურ განვითარებაზე – საკმაოდ ბუნდოვანი საკითხია და ჯერ კიდევ არასაკმარისად ახსნილი ფილოსოსფიის ისტორიის მიერ. მაგრამ უეჭველია, რომ ეს კავშირი არსებობდა უხსოვარი წარსულიდან ხალხთა განუწყვეტელი გადასახლებებისა და ძველი სამყაროს უდიდეს გმირთა მიერ მსოფლიო დაპყრობათა წყალობით. ასევე არსებობდა საკმაოდ მჭიდრო რელიგიურ-პოლიტიკური კავშირი, კერძოდ პალესტინასა და იბერიას შორისაც. როგორც ქართული მატიანე3 ქართლის ცხოვრება4 გადმოგვცემს, ამ კავშირის მესაძირკვლენი საქართველოსა და აღთქმულ ქვეყანას შორის ის ებრაელები1, იყვნენ, რომელნიც ასურეთისა და ბაბილონის მეფეებმა დაატყვევეს და გაფანტეს კლასიკური იბერიის  სხვადსხვა პროვინციაში. დასამოწმებლად მოტანილი ქართლის ცხოვრების სანდოობას ადასტურებს წინასწარმეტყველ აბდიას2 სიტყვებიც, რომელმაც, მოვლენებთან როგორ უფრო ახლოსმდგომმა პირმა, უეჭველია, უფრო ზუსტად იცოდა თანამემამულეთა განთესვის საზღვრები. იგი განსახლების უკიდურეს პუნქტად მიგვითითებს “საპარად”-ზე (სპრდ). ამ ტოპონიმში კი ლასენის, ვივეენ-დე-ს, მარტენისა და სხვათა ერთობლივი განმარტებით, არ შეიძლება არ ვიგულისხმოთ სპერ-ისპირი, ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა მდინარე ჭოროხის გაყოლებაზე, ბათუმის ოლქში. ისტორიული და არქეოლოგიური თვალსაზრისით მთავარი ებრაული წარწერა, რომელიც გ. ბაიერნმა 1871-72 წლებში ქ. მცხეთაში ძველი ებრაული სასაფლაოს გათხრისას აღმოაჩინა, განეკუთვნება ებრაელთა სამარიიდან განთესვის (-589წ.) შემდგომ 131წ-ს ქრისტემდე. ეს წარწერა ნათლად გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ადრე, ჩვენს ერამდე ჰურიანი ცხოვრობდნენ ჩვენს იბერიაში. 


თუკი ზემორე ნათქვამს დავურთავთ ისტორიკოს აბიდენის ცნობას, რომელიც შემონახული და ჩვენამდე მოღწეულია IVს-ის საეკლესიო ისტორიკოს ევსევის3. შრომებში – ტყვე ებრაელთა ევქსინის პონტოს მარჯვენა სანაპიროზე განსახლების შესახებ, უკვე საეჭვო აღარ იქნება ებრაელთა მნიშვნელოვანი ელემენტის არსებობა დასავლეთ იბერიაში ქრისტემდე რამდენიმე საუკუნის წინ. 


უნდა ვიფიქროთ, რომ ისრაელის ძენი გაიფანტნენ მთელ საქართველოში, დაიკავეს სამეფოს სავაჭრო და დასახლებული პუნქტები, რის გამოც ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებას განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა. ორი ამოცანის წინაშე იდგა ღვთის რჩეული ერი: ის უნდა გამხდარიყო ქრისტიანული ეკლესიის საფუძველი და გზა გაეკაფა მისთვის წარმართობაში. როგორც ჩანს, სწორედ ამ ორ ურთიერთსაპირისპირო  ამოცანას მოიცავს თავისთავში იუდაიზმი. არც ერთ ერს არ ახასიათებს ასეთი პარტიკულარიზმი და ასეთივე უნივერსალიზმი, არც ერთი ერი არ იცავს თავის ეროვნულობას ასე მტკიცედ და არ რჩება სხვა ხალხებისაგან განცალკევებული. 


ამავდროულად, ებრაელი  ალღოს უღებს ურთიერთობებს, ეგუება ყოველივეს, ყველგან ხდება მოქალაქე, ახერხებს იპოვოს თავისი ადგილი ყველგან და მაინც იუდეველად დარჩეს. უმთავრესი საშუალება, რისი შემწეობითაც გადარჩა ისრაელის რელიგია, იყო ღვთის პატივისცემა, ცენტრალიზებული  და ლოკალიზებული იერუსალიმში. წარმართი, სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან შეეძლო თავისი ღმერთების წაღება. სამშობლოს საზღვრებს გარეთაც შეეძლო მას ენახა თავისი მიწაწყლისათვის დამახასიათებელი წესჩვეულებანი. მაგრამ ასე არ იყო ებრაელისთვის. ჰაინეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ებრაელი გრძნობდა, რომ ისეთი მასალისაგან იყო ნაძერწი, როგორისგანაც ღმერთებს ქმნიან, რომ მას მხოლოდ ერთი ტაძარი უნდა ჰქონოდა, ისიც იერუსალიმში, 4. მხოლოდ ერთი ღმერთი ჰყოლოდა, ისიც სიონის თავზე. განთესვილ ჰურიათა ურთიერთობა პალესტინასთან იმდენად მჭიდრო იყო, რომ შეიძლება ითქვას  შეუწყვეტელი.  ებრაელები, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ინარჩუნებდნენ ახლო კავშირს პალესტინის რაბინულ იერარქიასთან. ყოველი იუდეველი დღენიადაგ ამას კითხულობდა: “დასძარ ხმა შენი მჭექარი და განახლება ჩვენი განაცხადე საყოველთაოდ და აღმართე ალამი შენი თავმოსაყრელად ჩვენთა, განთესვილთა და შეგვკრიბე დედამიწის ოთხივ

ე კუთხით და იქნები შენ კურთხეული, უფალო ჩვენო, შენ, რომელიც შეჰკრებ ამონაყარს ისრაელის, შენი ერისას.” 


მოლოდინი მესიისა ყოველთვის შეადგენდა და ახლაც შეადგენს იუდაური მრწამსის მთავარ დოგმატს და არასოდეს ჩამქრალა იგი მოსედან დაწყებული. მოსე ხომ აღაფრთოვანებდა ისრაელს იმ რწმენით, რომ მის შემდეგ მოვიდოდა დიდი წინასწარმეტყველი. აზრი მომავალი მხსენლის შესახებ იყო ებრაელთა საუკეთესო ხელისუფალთა და რჩეულ შვილთა სასოებისა და მოლოდინის საგანი. მაგრამ ეს რწმენა რჩეული ხალხისა არასოდეს ყოფილა ისე აღორძინებული, ისე ატაცებული, როგორც ჰეროდე დიდის მმართველობის ბოლო წლებში. წინასწარმეტყველთა ნაქადაგევნი, განსაკუთრებით კი დანიელის LXX შვიდეულისა, მესიის მოვლინების დროის საზღვრების შესახებ, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდებოდა: სკიპტრა ხელთ ეპყრა უცხოელს, მღვდელთმთავრობაში ჩარევა დაიწყეს იდუმეელმა ტირანებმა და რომაელმა პროკურატორებმა. ჩაჩუმდნენ წინასწარმეტყველნი, შეწყდნენ ხილვანი, შეიბღალა საკურთხეველი იაჰვესი. ყოველივე ეს ღვთის შემწეობის მსწრაფლ გარდუვალობაზე მიანიშნებდა. მესიის მოვლინების შესახებ ლოცულობდნენ ტაძარშიც და სახლებშიც. ამ საკითხზე მსჯელობდნენ სინედრიონსა თუ სინაგოგებში. ცდილობდნენ დაენახათ ის წინასწარმეტყველთა ყოველ სიტყვაში. თვით სამარიელთაც, ერესის გამო იუდეველთაგან შეძაგებულთ, მტკიცედ სწამდათ, რომ მალე მოვიდოდა უდიდესი წინასწარმეტყველი, რომელიც ნათელს მოჰფენდა ყოველგვარ გაურკვევლობას რწმენის საკითხებზე, ასე რომ თიშავდა ისრაელის ხალხს (იოანე 4, 25). იმედი მესიის მოახლოებული მოვლინებისა (თეოკრატიის დაბრუნება)5. ებრაელთა გულებს იდუმალი გრძნობით ათრთოლებდა. მათ კი ბევრნი თანაუგრძნობდნენ წარმართთაგან. მაგრამ ეს თანაგრძნობა იყო მეტად ბუნდოვანი და გაურკვევლი. სასოება უკეთესი მომავლისა, არაჩვეულებრივი კაცის მოვლინებისა, რომელიც შეძლებდა სამყაროს მჭვუნვარე მდგომარეობიდან გამოყვანას, მხოლოდ იუდეველთა ცნობიერებას როდი ასაზრდოებდა, წარმართნიც, იუდაური აღმსარებლობის თანახმად, იზიარებდნენ ამ რწმენას. იბერიელნიც (ქართველებიც) მოელოდნენ არაჩვეულებრივ ყრმას, თავისი შობით კერპთაყვანისცემის ნათელი რომ უნდა დაეჩრდილა. ჩვენს წარმართ წინაპრებს ხშირად ესმოდათ შემდეგი სიტყვა, მთავარი ეროვნული კერპის, არმაზის თქმულად რომ მიიჩნეოდა: “დავბადებულავრ უბრწყინვალეს ნათელისაგან, ახალშობილს კი წილად ხვდება დაჩრდილვა ჩემი”6.  


სპარსელებიც მოელოდნენ ვიღაც ოშადენბერგს (მშვიდობის კაცს), რომელიც ცის ქვეშეთს რელიგიითა და სამართლიანობით გაამშვენიერებდა. ინდური მოძღვრების თანახმად კი, ღმერთმა ვიშნუმ უნდა შეისხას ხორცი და გაანადგუროს დიდი გველი კალი თუ კალიგა, დაარსოს დიდი სამეფო, ბოლოს კი დაუბრუნდეს თვალშეუდგამ ზეციურ სამყაროს. ჩინელმა ბრძენკაცმა კონფუციმ საზეიმოდ აღუთქვა თავის მოწაფეთ, რომ ციდან ჩამოვა წმიდათა წმიდა, ყოვლის მხილველი და მოიპოვებს ხელმწიფებასა ცისა და ქვეყნის. ეგვიპტელთა იმედებს კი აცოცხლებდა და კვებავდა ძველი,  წარმართული ფრინველის, ფენიქსის, გამოჩენა, რომელიც განსაზღვრული დროის შემდეგ სასწაულებრივ აღდგებოდა ხოლმე. ისინიც მოელოდნენ ძველებური ცხოვრების წესის დასრულებას და ახალი ერის დასაწყისს. მთელი ეგვიპტის წარმართობაში საყოველთაოდ გავრცელებული იყო აზრი, რომ მათი რელიგია მხოლოდ მაშინ დასრულდებოდა, როდესაც წარმოიშობოდა რელიგია ჯვრისა. საბერძნეთში, ისევე როგორც რომში, ნათელმხილველნი, ჯადოქარნი, მკითხავნი და ქადაგნი საკუთარ თავს ადამიანურ უძლურებათა მკურნალად წარმოაჩენდნენ. მათ გულითადად ხვდებოდნენ განათლებული, მაღალი ფენის წარმომადგენლები. პოეტნი თავიანთ ლექსებში, ორატორნი რომის სენატისადმი მიმართულ სიტყვებში, ისტორიკოსები თავიანთ ანალებში ცნობილ პირთა შესახებ, პატივმოყვარე მაძიებელნი საკუთარი ჩანაფიქრის აღსრულებისა-თითოეული თავისებურად სარგებლობდა ხალხში დამკვიდრებული საერთო მოლოდინით ამქვეყნიური მეუფისა, მხსნელისა რომელსაც უნდა დაებრუნებინა ქვეყნიერებისათვის პირველყოფილი უცოდველობის ოქროს საუკუნე. მესიის მოლოდინს განსაკუთრებით იცავდა და აძლიერებდა იმდროინდელი საზოგადოების რელიგიურ-სამართლებრივი მდგომარეობა. ეგერთწოდებული “სიბილას წიგნი”, ან წარმართ წინასწარმეტყველთა ნაქადაგევნი, ხალხს სამყაროს შემოქმედის მოვლინების შემდგომ მოახლოებული ბედნიერი ხანის დადგომას რომ აუწყებდნენ, იმპერატორ აუგუსტუსის ზეობის პ

ერიოდში, რჩეულ ადამიანთა სამაგიდო წიგნები ხდებოდნენ. ხალხთა ასეთი სულიერი მდგომარეობა გაითვალისწინა იმპერატოერმა ოქტავიანე ავგუსტუსმა და ნება დართო გამოეხატათ იგი მონეტაზე ღმერთ აპოლონის სახით, რადგან წარმართული წინასწარმეტყველბით სწორედ აპოლონი უნდა გამხდარიყო განახლებული სამყაროს მპყრობელი. მაგრამ, რადგან წარმართნი თავიანთ თავიანთ წიაღში ვერ ხედავდნენ მხსნელსა და ამაღორძინებელს, მზერას თავისას იუდეას მიაპყრობდნენ. ამ დროს დამკვიდრებული გადმოცემით, აქედან ელოდნენ ისინიც მხსნელს. არც იბერიის მიწაზე მცხოვრებ ჰურიათ გაჰქრობიათ იმედი ისრაელისა, არ დაუკარგავთ რწმენა წინასწარმეტყველთა ნაქადაგევის აღსრულებისა. ებრაელებს კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთ მდგომარეობა უცხო მიწაზე და იძულებულნი იყვნენ, საკუთარი მოხერხება და უნარი იქითკენ წარემართათ, რომ როგორღაც გაეძლოთ ადგილობრივი ზოროასტრული რელიგიის მიმდევართა შორის. განთესვილი ებრაელობა ჯერ კიდევ ბაბილონში გაეცნო მას. ნათელ ზოროასტრულ მოძღვრებასთან დაახლოების შედეგად კი წარმოიშვა ფარისეველთა (განდგომილთა, წმინდათა) სექტა. მათ ბევრი დებულება მიიღეს ბაქტრიელი სჯულმდებლის მოძღვრებისაგან. ქართულ მიწაზე წარმართობა და იუდაიზმი გვერდიგვერდ იდგა, ჰურიანი აქ მნიშვნელოვან ფენას წარმოადგენდნენ და მათ რწმენას და მოლოდინს თავისდაუნებურად უნდა მიექცია ჩვენი წინაპრების ყურადღება, მით უმეტეს, რომ ნაციონალური ღვთაებები სანუგეშოს მათ ვერაფერს აძლევდნენ. ზოგირთ ქართველათა (მთიულთა) მიერ ღორის უჭმელობა 7. შაბათის დაცვა, ცხადად გვიდასტურებს, რომ ქართველები ებრაელთა მონოთეისტური რელიგიის მძლავრ გავლენას განიცდიდნენ. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყველგან, სადაც ებრაელები იყვნენ გაფანტულნი, ბევრი მოიძებნებოდა პროზელიტი სიმართლისა. ისინი ღებულობდნენ წინადაცვეთას და მთელ საწესჩვეულებო კანონს. და პროზელიტნი (კართან მსხდომნი), რომელნიც იზიარებდნენ მოძღვრებას მესიის მოვლინების შესახებ, იცავდნენ ნოეს შვიდ მცნებას, მაგრამ უარყოფდნენ წინადაცვეთას. რა თქმა უნდა, ებრაელთა მისიონერულ მოღვაწეობას არ შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენში ისეთი უხვი სამკალი, როგორც ეს იყო ხაზარეთში8, უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველთა შორისაც იქნებოდნენ პროზელიტნი. ქართველი მემატიანე გადმოგვცემს, რომ მცხეთელ ებრაელთა შორისაც იყვნენ წმინდა წერილის თარგმანისა და თარგმანების ოსტატნი. რომ ჰურიანი აქ ადრე შეერივნენ ქართველებს და ჩვენს წარმართ წინაპრებს არ ერიდებოდათ თანაგრძნობა გაეწიათ მათთვის. ცნობილია, რომ როცა ქართველებმა შეიტყვეს ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა განთავსუფლებისა და უდაბნოში მანანით გამოკვების ამბავი, ქება აღუვლინეს ისრაელის ღმერთის. მემატიანის ეს სიტყვები უფრო მეტად იმიტომ არიან სანდონი, რომ მაშინდელ წარმართ იბერებში შემოინახა მონოთეისტური იდეები, ბიბლიურ პატრიოტთაგან ნამემკვიდრალი9.   რელიგიის მოთხოვნილებანი ქართველ ებრაელებს უღვიძებდა მისწრაფებას ჩამოყალიბებულიყვნენ ისეთ საზოგადოებად, რომელსაც ექნებოდა განსაკუთრებული მმართველობა. როგორც ისტორია გვიდასტურებს, განთესვილ ებრაელებს ყველგან ჰყავდათ თავიანთი წინამძღოლები და ჰქონდათ სინაგოგები. სადაც სინაგოგა არ იყო, იქ ჰქონდათ Pრეცეუცჰე (სამოციქულო 16, 13), ან ღია ცის ქვეშ შესაკრებელი ადგილი, მოწყობილი თეატრის მსგავსად. სინაგოგა მთელი მსოფლიოს ჰურიათათვის ყოველთვის ასრულებდა შემაერთებელი რგოლის ფუნქციას. ერთი ებრაული წარწერა ვერნიკეში, ქრისტემდე 13 წლით დათარიღებული, გადმოგვცემს, რომ კირინელმა იუდეველებმა ჩამოაყალიბეს ცალკე თემი, რომელსაც მათი წიაღიდან გამოსული ცხრა ხელისუფალი მართავდა. სხვა წარწერა გვიჩვენებს რომ განთესვის ძველ ადგილებში ებრალებს ჰყავდათ საკუთარი არქონტები და მთავარი საჭეთმპყრობელნი სინაგოგისა, ალექსანდრიაში ებრაელებს წინამძღოლობდა ეთნარქი, რომლის ხელისუფლებაც არქონტის ხელისუფლებას უთანაბრდებოდა. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართველ ჰურიათ ჰყოლიათ საკუთარი მეთაური, ჰქონიათ საკუთარი საეკლესიო იერარქია მღვდელმთვრის მეთაურობით, თავისი მოძღვრება თალმუდის გამოკლებით, თავის მთარგმნელნი და განმმარტებელნი საღმრთო წერილისა. თანამდებობა მღვდელმთავრისა ქართველ ებრაელებში, როგორც ქართველი წყაროები გვემოწმებიან, მემკვიდრეობითი იყო. ქართველ ჰურიათ, სათაყვანებელ მამულსა და მის სიწმინდეთაგან მოწყვეტილთ, უცხო მიწაზე, ბუნებრივია, უღვიოდათ იმედი, რომ მომავალში თანამემამულეებთან ერთად, კვლავ წარმოქმ
ნიდნენ პოლიტიკურ მთლიანობას. ცხადია, ასეთი აზრი მათ პალესტინაში დარჩენილ ებრაელებთან აკავშირებდა. ებრაელებს მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა: პატრიოტიზმი, ისტორია, საერთო რწმენა, საერთო სალოცავი ცენტრი და ასევე, საერთო იმედი. “იერუსალიმო, თუ დაგივიწყო, გამიხმეს მარჯვენა ჩემი, ენა ჩემი კი სასას მიეკრას თუ არ გაგიხსენო იერუსალიმ!” (ფსალ, 136, 5, 5). ეს კავშირი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა საეკლესიო-რელიგიურ დაქვემდებარებაში პალესტინის საკურთხეველთან. ყოველ წელს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში ქართველი ჰურიანი იერუსალიმში გზავნიდნენ თავიანთ წარმომადგენლებს ძვირფასი ძღვენით. ამ განუწყვეტელ ურთიერთობებს განსაკუთრებით უწყობდა ხელს მაშინდელი პოლიტიკური მღელვარებანი აზიის დასავლეთ ნაწილში. მითრიდატე დიდ ევპატორს, უდიდეს მხედართმთავარს ძველი მსოფლიოსი, ფარსმან პირველს, მეფეს იბერიისას, ტიგრან სომეხს და არშაკ პერთეველს (პართიელს?) შეჰყავდათ თავიანთი ლაშქარი სირიაში, ანატოლიასა და თვით მატერიკულ საბერძნეთშიც კი. მღელვარე ეპოქა იყო, მაგრამ ცნობილია, რომ ხალხთა დაახლოებას განსაკუთრებით ასეთი ეპოქები უწყობდა ხელს. ქართველები ჯერ კიდევ 600წ-ს ქრისტემდე მონაწილეობდნენ ნაბუქოდონოსორის ლაშქრობებში ფინიკიასა და პალესტინაში. როდესაც კიროსმა დაიპყრო საქართველო, ქართველები პალესტინელ ებრაელებთან ერთად, ერთი სახელმწიფოს მოქალაქენი აღმოჩნდნენ. ამის შედეგად, ურთიერთობა აღთქმულ ქვეყანასა და იბერიას შორის გაიოლდა. მაგრამ იგი უფრო გაძლიერდა მაცხოვრის მოვლინების პერიოდში. ყოველი მაჯისცემა იერუსალიმისა მცხეთას გადმოეცემოდა. აბიათარი, მცხეთელ ჰურიათა მღვდელმთავარი, იბერიის ებრაელთა იერუსალიმთან ურთიერთობაზე შემდეგს მოგვითხრობს: “მშობელთაგან ჩემთა მომისმენია, მათ კი თავიანთ მშობელთა და მამა-პაპათაგან, რომ ჰეროდეს მეფობის წლებში მცხეთასა და ყოველ ქართლში მოვიდა ცნობა, რომ იერუსალიმს ჩამოვიდნენ სპარსელთ მეფენი, და ეძიებდნენ ახალშობილ ყრმას, დავითის ტომის, უმამოდ შობილს ქალწულისაგან და უწოდებენ მას მეუფეს იუდეველთა. მეფე დავითისეულ ბეთლემ ქალაქში იპოვეს იგი სპარსელებმა ღარიბულ ქოხში და ძღვნად მიართვეს: სამეფო ოქრო და გუნდრუკ-მური. თაყვანი სცეს და მიაშურეს კვლავ თავის მამულს”.10 საღვთო მოძვრებამ მხსნელისა, მისმა ცხოვრების წესმა და სასწაულებმა, საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლისთანავე დიდი დარტყმა მიაყენა გარეგნულ ღვთისმოსაობასა და მაშინდელი იუდაიზმის წვრილმან წესჩვეულებებს. კვლავ გაამახვილეს მასზე ყურადღება და აუმხედრეს თავგამოდებულნი დამცველნი მოსეს კანონებისა. ებრაელთა გადასახლებანი, რომელთაც ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით უწყობდა ხელს წარმართებში ხმის გავრცელებას გალილეაში დიდი წინასწარმეტყველის გამოჩენის შესახებ. მღვდელთმთავრებს კარგად ესმოდათ, რომ დროთა ვითარებაში ქრისტეს მოძღვრება რელიგიური კავშირით ყველა ხალხებსა და სამეფოებს გააერთიანებდა და მათ ისედაც სუსტ ავტორიტეტს საბოლოოდ დაამხობდა, ამიტომ ისინი ფხიზლად დარაჯობდნენ გალილეველის ყოველ სიტყვას და საქმეს.  იგივე, აბიათარი მოგვითხრობს: “წინაპარმა ჩემმა ელიოზმა იერუსალიმიდან მღვდელმთავარ ანნსაგან მიიღო ცნობა: “ის ვის თავყვანისცემად სპარსთა მეფენი ძღვენით მოვიდნენ, აწ გაიზარდა და ახალ სჯულს უკვე ქადაგებს, საკუთარ თავს კი ცხებულს, ღვთის ძეს და მხსნელს უწოდებს. მაშ, მოაშურეთ იერუსალიმს, რათა იხილოთ სიკვდილი მისი, მოსეს კანონით დამტკიცებული “. როდესაც ელიოზმა სხვა მცხეთელებთან ერთად გადაწყვიტა იერუსალიმში წასვლა, მაშინ დედამისმა მღვდელმთავარ ელის (სამოელ წინასწარმეტყველის მოძღვარი და მასწავლებელი იყო) შთამომავალმა, უთხრა თავის ძეს: “წადი, შვილო ჩემო, დაემორჩილე მიწვევას სამეუფოს, მაგრამ გევედრები, ნუ შეერთვები მათ ბოროტ ზრახვათ. ის, ვისი მოკვლაც მათ გადაწყვიტეს, მართლაც სიტყვაა წინასწარმეტყველთ, იგავი ბრძენთა და საიდუმლო, დაფარული დასაბამითგან, წარმართ ნათელი  და ცხოვრება მარადიული:” ელიოზი ლონგინოზ ქარსნელთან ერთად გაემგზავრა იერუსალიმს და ესწრებოდა ქრისტეს ჯვრაცმის განაჩენს. იმავდროულად, იერუსალიმს პასექის მოახლოებასთან დაკავშირებით, მაშინდელი მსოფლიოს ყოევლი კუთხიდან მოედინებოდა ხალხი უწყვეტ ნაკადად. მორწმუნეთა ადრე ჩამოსვლის მიზეზი ღვთისმოშიშება და სარგებელი იყო. კანონის თანახმად (რომ11,1) პასექში მონაწილების მსურველს სჭირდებოდა განსაკუთრებული მომ
ზადება, რომელიც სხვადასხვაგვარ  განწმენდას, მარხვასა და ქველმოქმედებას მოიცავდა (იოანე 1,19), უფრო მეტად მორწმუნეთ სწამდათ, რომ ყოველივე ამის აღსრულება არსად ისე კარგად არ იყო შესაძლებელი, როგორც იერუსალიმში, ღვთის სახლის წინ, ფარისეველთა დახმარებითა და თანადგომით. ამიტომაც ჩამოდიოდნენ დღესასწაულამდე ერთი კვირითა თუ უფრო მეტი ხნით  ადრე. შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ ებრაელთა ნაწილს, როგორც ვთქვით, სალოცავად ჩამოსვლის გარდა, გააჩნდათ კმომერციული ინტერესებიც. მათ ჩამოჰქონდათ სხვასხვა ნაკეთოაბნი თუ ხელოვნების ნიმუშები იმ ქვეყნებიდან, სადაც ცხოვრობდნენ. ამ საქონლის გაყიდვა, გაცვლა აიძულებდა მათ ნაადრევად ჩამოსულიყვნენ, დატოვებით კი ჩვეულებრივზე გვიან დაეტოვებინათ ქალაქი. ცნობილია, რომ აღსავლის კარიბჭიდან ორივე მხარეს თვით სოლომონის სტოამდე ჩამწკრივებული იყო სავაჭრო დუქნები და მაგიდები ფულის გადამცვლელ მეზვერეთათვის. მღვდლები პასექამდე ოცი დღით ადრე იწყებდნენ ძველი დროიდან დამკვიდრებული  საღმრთო გადასახადის-სულზე ნახევარი შეკელის აკრეფას. ამ გადასახადს ყოველ წელს იხდიდა იუდეველი  მდიდარი თუ ღარიბი, სულის გამოსასყიდად. იგი განკუთვნილი იყო აგრეთვე კარვების მომსახურებისათვის (გამოსვ. 30, 12, 16). ამ გამოსაღების გადახდა სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ვერცხლის ან სპილენძის ფულით, რომელზეც წარმართული სიმბოლოები, ან წარწერები იყო ამოტვიფრული, უკანონოდ ითვლებოდა, ამიტომ მორწმუნენი გადამცვლელებთან ახურდავებდნენ ფულს. ებრაელთა გარდა, იერუსალიმს ხშირად ესტუმრებოდნენ წარმართნიც. იერუსალიმის ტაძართან ხომ ეზო იყო (ადგილი, სადაც კერპთაყვანისმცემელთაც შეეძლოთ ლოცვა აღევლინათ ღმერთისადმი), მშვენიერი, ორნამენტებით შემკული მარმარილოს კედლით. ამ კედელზე მიკრული პატარა დაფები კი, ბერძნული და რომაული  წარწერით, მკითხველს აუწყებდა, რომ აღარ შეიძლებოდა მეტი წინსვლა. ყოველივე ეს გვიჩვენებს, რომ იაჰვეს სამლოცველოს ხშირი სტუმრები იყვნენ არაიუდველნიც, რომ როგორც იოსებ ფლავიუსი გვეუბნება, იაჰვეს ტაძარი სარგებლობდა დიდი პატივიცემით ხალხთა შორის დედამიწის ოთხივე კუთხით. წმინდა ქალაქი მორწმუნეთა და კომერსანტთა ასეთი დიდი ნაკადის გამო, პასექის მთელი თვის განმავლობაში, ემსგავსებოდა მაშინდელი სამყაროს, სახელდობრ, მთელი აღმოსავლეთის შესაკრებ ადგილს. ჩვენ ზემოთ ვახსენეთ ელიოზისა და ლონგინოზ ქარსნელის გამგზავრება იერუსალიმს, ისინი ქართული მატიანეს სიტყვებით, დაესწრნენ ღმერთკაცის ჯვარცმას. მცხეთაში მყოფ ელიოზის დედას კი მოულოდნელად გულში ჩაესმა . როგორ ასობდნენ სამსჭვალთ იესოს და ხმამაღლა წამოიძახა: “ახლა კი ნამდვილად დაეცა მეუფება ძეთა ისრაელთა, რადგან სიკვდილს მისცეს მაცხოვარი და მხსნელი ხალხთა. და იქნებიან იგინი ამიერითგან შემცოდენი შემოქმედის და გულის წინაშე თვისთა.11. ვაი მე, ნეტავ მოვმკვდარიყავი და არ მომესმინა ეს ხმა საშინელი, ვაი, რომ ვეღარ ვიხილავ ამ სოფლად დიდებას ისრაელისას” – და ამ სიტყვებს სულიც ამოატანა. ელიოზი ამ დროს გოლგოთაზე იმყოფებოდა. ჯვარცმულთა ცხედრის გატაცება რომ აღეკვეთათ, დასჯის ადგილზე ტოვებდნენ კვატერნიონს, თავისი ასეულით. მსხვერპლის სამოსი მათ ხვდებოდა ხოლმე წილად, ვინც ამ მძიმე და არასასიამოვნო მოვალეობას აღასრულებდა (ფსალ.21, 19). დამსჯელებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც ძველ იუდეველ წინასწარმეტყველთაგან იყო ნაქადაგევი (იოანე 19, 23, 24) და ახლაც, ჯარისკაცები მყისვე შეუდგნენ იესოს სამოსის განყოფას, ოთხად გაანაწილეს იგი. მთლიანი მატერიისაგან შეკერილ კვართზე კი, რადგან გაყოფა მხოლოდ წაახდენდა მას, წილი ყარეს. ელიოზმა წილხვდომილ ჯარისკაცისაგან გამოისყიდა იგი და მცხეთას ჩამოიტანა. და სიდონიამ მშვიდობით დაბრუნება მიულოცა ძმას, შეატყობინა დედის უცაბედი გარდაცვალება და სიკვდილის წინ სიტყვანი მისნი. ელიოზმა დაადასტურა რომ დედამისის წინათგრძნობა ქრისტეს ჯვარცმის შესახებ სწორი იყო და უჩვენა დას კვართი უფლისა. სიდონიამ აიღო იგი, ცრემლით დაალტო, გულში ჩაიკრა და განუტევა სული წამსვე. ვერავინ შეძლო მიცვალბულისათვის წმინდა სამოსი გამოეტაცა, ვერც თვით მეფე ადერკიმ, თავისი მხლებლებით ქალწულის უჩვეულო სიკვდილის სახილველად და მაცხოვრის კვართის ხელში ჩასაგდებად რომ მოსულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ დამარხა ელიოზმა სიდონია პერანგთან ერთად.12. კვართი ღმერთკაცისა, ქართველ ებრაელთა წინამძღოლის, ელიოზის მიერ იბერიის
დედაქალაქ მცხეთაში ჩამოტანილი – აი, პირველი ღვთის კურთხევა წამებული საქართველოსი. აი, უეჭველი ნიშანი იმისა, რომ ქრისტე ყოველთვის დაიფარავს და დაეხმარება იმ სანატრელ ქვეყანას, წილად რომ ერგო დედათაგან უწმინდესს. როგორ უნდა შევხედოთ ჩვენ მიერ მატიანე “ქართლის ცხოვრებიდან” გამოხმობილ ფაქტს-ქართველ ჰურიათა იერუსალიმში მოგზაურობისა და მათ მიერ საქართველოს დედაქალაქ მცხეთაში უფლის კვართის ჩამოტანსი შესახებ? შეძლება მართლაც ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ იგი? არა გვაქვს საფუძველი უარვყოთ ქარული ეკლესიის გადმოცემა, რომ ქართველი ებრალები ძალიან ხშირად ჩადიოდნენ პალესტინასა და ამიტომ, მართლაც შეძლება დასწრებოდნენ პასექს იერუსალმში სწორედ იმ დროს, ებრაელებმა ჯვარზე სიკვდილი რომ განუჩინეს თავის ღვთაებრივ მოძღვარსა და მხსნელს. ქართველ ჰურიათა ჩასვლა არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ სრულიად შესაძლებელიც არა იმიტომ, რომ არსებობს საქმე თავისთავად შესაძლებელი, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული გადმოცემა ამის შესახებ, დედამიწის ყოველი კუთხით რომ ჩადიოდნენ ებრაელები იერუსალიმში პასექზე. იოსებ ფლავიუსი, სანდო ავტორიტეტზე დაყრდნობით, გადმოგვცემს, რომ ზოგიერთ დღესასწაულზე იერუსალიმის მოსახლეობა მისი ეკლესიის საზღვრებს შიგნით 3 მილიონს აღწევდა. მოგზაური გაცილებით ბევრი იყო ვიდრე ქალაქს შეეძლო მისი დატევა, ამიტომ მწირნი თავად იდგამდნენ ფიცრულებს და მწვანე ტოტებით მოწნულ ტალავარ-ქოხებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მწირთა შორის მართლაც იქნებოდნენ ქართველი ებრაელები. ამიტომ ქართული ეკლესიის საღვთო გადმოცემა, ჰურიათა მიერ უფლის კვართის მცხეთაში ჩამოტანის შესახებ, უფრო მეტ ისტორიულ საფუძველს და ისტორიულ ღირებულებას იძენს. წერილი რუსულიდან თარგმა და შესნიშვნები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემშენიშვნები 1. იხ. ქართ. ცხოვ. ნაწ. პირვ.გვ. 25; ვახუშტი საქ. ისტ. ნაწ. პირვ. გვ. 342. წინასწარმეტყველი აბდია 1, 20.3. ვახუშტი. საქ. ისტ. ნაწ. პირვ. გვ. 34.4. იერუსალიმის ტაძარს, როგორც უმაღლესი სიწმინდის ადგილს,  აქვს თავისი ზეციური არქეტიპი. სინას მთაზე უფალმა უჩვენა მოსეს “ნიმუში” სამლოცველოსი, როემლიც მას ღვთისთვისიუნდა აეგო (გამოსვ. 25, 8, 9, 40). როდესაც მეფე დავითი თავის ძეს სოლომონს აძლევს გეგმას ტაძრისა, კარვისა, და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთების შესახებ, არწმუნებს შვილს, რომ ეს ყოველივე ღვთისგან აქვს ნაჩვენები, რომ ღმერთმა შთააგონა მშენებლობის საქმე (პირველი ნეშტთა 28, 19). ღმერთმა შექმნა ზეციური იერუსალიმი მანმადე, სანამ კაცის ხელი ააშენებდა მას. ამის შესახებ ლაპარაკობს წინასწარმეტყველ ბარუქის წიგნში (2;42, 2-7), ზეციური იერუსალიმი აღაგზნებდა ძველ ებრაელ წინასწარმეტყველთა წარმოსახვას (ტობითი 13, 16, ეზეკილი 15, ესაია 49, 11). ზეციური იერუსალიმის ყველზე უკეთეს აღწერას მაინც აპოკალიფსში ვხვდებით (გამოცხ. 21, 2). არქეტიპი არამარტო უსწრებს ტაძრის ხილულ სახეს, არამედ იმყოფება მარადიულობის იდეალურ (ციურ) სივრცეში.5. ებრაელი ერი მოწოდებით თეოკრატიული ერი იყო და არა მონარქიული. არასოდეს ჰქონია ებრაელ ხალხში მონარქის ის მნიშვნელობა, როგორიც მას გააჩნდა ეგვიპტესა და ბაბილონში. ბილიაში წარმოჩენილია კონფლიქტი ტეოკრატიული და მონარქიულ იდეებს შორის, ხოლო მონარქიის დაარსება აღწერილია როგორც ებრაელი ერის თეოკრატიული მოწოდებისადმი ღალატი (პირვ. მეფეთა 8, 7-18). მაგრამ ებრაელმა ხალხმა ისურვა დასგავსებოდა სხვა ერებს, ესე იგი არ უნდოდა ყოფილიყო, თეოკრატიული ერი. მათ ესმოდათ, რომ ამით სცოდავდნენ, რადგანაც სამეფო ხელისუფლება ცოდვის პირმშოა, შედეგია ხალხის მიერ ღმერთთან უშუალო, თეოკრატიული ცხოვრების უარყოფისა (პირვ. მეფეთა 12, 19).6. იხ. საქ. ისტ. თეიმურაზ ბატონიშვილისა გვ. 135.7. იხ. საქ. ისტ. თეიმურაზ ბატონიშვილისა გვ. 548. დაახლოებით მე-8 ს-ის შუა წლებში ხაზარეთის ნაწილმა აღიარა იუდეველობა. მე-12 ს-ის პირველ ნახევარში ესპანელმა ებრაელმა იეჰუდა ჰალევმა დაწერა თხზულება, რომელიც მიეძღვნა ხაზართა ამ მოქცევას. დღემდე ამ ნაწარმოებს ებრაელები “უკვდავ მნილებად” მიიჩნევენ.9. იხ. ქართ. ცხ. გვ. 26; საქ. ისტ. თეიმურაზ ბატონიშვილისა გვ. 47-49.10. იხ. ქართ. ცხ. ნაწ. I, გვ. 39; საქ. სამოთხე საბინინის გვ. 133-134.11. ამ სიტყვებს გადმოცემა მიაწერს ღვთისმშობელ მარიამს. ქართ. ცხ. გვ. 195.12. იხ. ქართ. ცხ. ნაწ. I, გვ. 41, 78-80; საქ. სამოთხე საბინინის გვ. 134-135.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq