საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

იოსებ ოცხელი – დიდი ქართველი პედაგოგი
აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1885 წელს. შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად. 1900 წლიდან იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წელს ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში. ოცხელის ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც არაერთი მოღვაწე (გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე წერეთელი, ვასილ წერეთელი, დიმიტრი უზნაძე და სხვანი) კითხულობდა ლექციებს. იოსებ ოცხელის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სახელი გაუთქვა ქუთაისის ქართულ გიმნაზიას.

იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq