საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

გიორგი პაპაშვილი – ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე
გიორგი პაპაშვილი (23 აგვისტო, 1898, კობიაანთკარი - 29 მარტი, 1978, კემბრია, კალიფორნია) - ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე. 1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მეუღლესთან თანაავტორობით დაწერილ წიგნს "Anything Can Happen" (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. 
 
ყველაფერი 1944 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა ამერიკის ორმა უდიდესმა გამომცემლობამ თავის მკითხველს შესთავაზა სრულიად ახლებური წიგნი, რომელიც მაღაზიის თაროებიდან თვალის დახამხამებაში ქრებოდა. იმავე წლის ნოემბერში იგივე განმეორდა. 1945 წელს ეს რომანი იანვრის თვეში 4–ჯერ გამოიცა. ერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ეს იყო ლიტერატურული ბუმი, იმიტომ, რომ 1945 წლის თებერვალში ამ ორმა გამომცემლობამ 3–ჯერ გაიმეორა იგივე. იმავე წელს წიგნი დაბეჭდეს მაისში, ივნისში და ოქტომბერში. ე.ი. ერთი წლის განმავლობაში რომანი 10–ჯერ გამოიცა. ნაწარმოები ერთბაშად აღმოჩნდა აღიარებული. გიორგი პაპაშვილის თითქმის ნახევარ მილიონზე მეტი წიგნის გაყიდვა სწორედ ამგვარად შეფასდა: "უმაგალითო მოვლენა". ეს არის წიგნი ქართველ ემიგრანტზე, მაგრამ არ არის მხოლოდ ქართველზე. რომანში საუბარია სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებზეც, თვითონ ამერიკაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნაწ
არმოებში მწერალი საუბრობს საქართველოზე, თბილისზე, კობიანთკარზე, ხევსურეთზე. ისე ბუნებრივად ახსენებს ამ ყველაფერს, რომ უხერხულობის განცდა არ რჩება, იცის თუ არა ამერიკელმა მკითხველმა ეს ყველაფერი. აგრეთვე საუბრობს ქართულ სამზარეულოზე და ქართველი ადამიანის ხასიათზე, მის ფასეულობებზე.
ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა ჰოლივუდს ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება შესთავაზა. ეს იმდენად გახმაურებული რომანი იყო ამერიკაში, რომ ჰოლივუდი შეთავაზებას დათანხმდა. ფილმის რეჟისორი თავად ჯორჯ სიტონი გახლდათ. ტექნიკური დირექტორი – ლადო ბაბიშვილი. მთავარ როლებში მოწვეულნი იყვნენ კინოვარსკვლავები: ხოსე ფარერი და კიმ ჰანტერი. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები. ფილმში გამოყენებული იყო ქართული ფანდურებიც, ეს ფანდურები დღესაც ინახება ალექსანდრე ფუტკარაძის სახლში. ამ კუთხით მიწვეულნი იყვნენ კომპოზიტორი იუნგი და ალექსანდრე ფუტკარაძე. ფილმი გადაიღეს, თუმცა იგი ოდნავადაც არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორც რომანი.
რომანი ითარგმნა 15 ევროპულ ენაზე. აგრეთვე იაპონურად და ჩინურადაც. პაპაშვილის რომანი საგანგებოდ ითარგმნა ურდუს ენაზეც. საუკუნის 50–იან წლებში ურდუ გავრცელებული ენა იყო პაკისტანში, ბანგლადეშში, შრი–ლანკაში, არაბეთის ქვეყნების უმეტესობებში და ინდოეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში. მასშტაბები უდავოდ შთამბეჭდავია. გამოდის, რომ ქართველი ემიგრანტის რომანს მთ
ელი მსოფლიო კითხულობდა. გიორგი პაპაშვილი 1950 წელს "ამერიკის რჩეული ბიბლიოთეკის" საპატიო ავტორადაც აღიარეს.
მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: "Dogs and People" (1954), "Home and Home Again" (1973) და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული "Yes and No Stories". გიორგი პაპაშვილი იყო შესანიშნავი, აღიარებული სკულპტორი. ძირითადად ქმნიდა ცხოველთა სკულპტურებს. ერთ-ერთი მათგანი, - "რაში" საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მისი ნამუშევრები ამშვენებს აშშ-ის არაერთი მუზეუმის ექსპოზიციას. ხელოვანი არჩეული იყო რამდენიმე პრესტიჟული საზოგადოების წევრად. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. მის შესახებ ტერმინ-სტატიები შეტანილია რამდენიმე მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ გამოცემაში. პაპაშვილი იხსენიება აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq