საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ვასო აბაშიძე
ვასილ (ვასო) ალექსის ძე აბაშიძე (დ. 4 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1854, დუშეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1926, თბილისი) — ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922).
სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872–1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877–1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალექსანდრე სუმბათაშვილსა და ვლადიმერ ნემიროვიჩ–დანჩეკოსთან ერთად), შემდეგ — ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879-იდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა.
აბაშიძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და აგრეთვე ეზიარა რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების, მუშათა სახალხო თეატრების სცენაზე; მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზოგადოების იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და „განცდის ხელოვნების" გზით ევლო (იხილეთ მისი სტატია „მოკლე ცნობები დრამატული ხელოვნების შესახებ", გაზეთ „ივერია", 1894, NN 171,172).
აბაშიძე სცენიდან ამხელდა მის დროინდელ საზოგადოებას, მის გახრწნილებას და ფარისევლობას. შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გიორგი ერისთავის „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“), გეურქ
ა (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ავქსენტი ცაგარელის, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, „ხანუმა“, „ციმბირელი“, „ბაიყუში“, „მათიკო“, „ჭკუისა მჭირს“), საქო (იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ზიმზიმოვი, ისაია (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“), ბესო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“), გრზშნევსკი (რამიშვილის „მეზობლები“). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბელოგუბოვის, შმაგის (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), სკაპენისა და ორგონის ( მოლიერის „სკაპენის ოინები“, „ტარტიუფი“), ფიგაროს (ბომარშეს „სევილიელი დალაქი“) და სხვა როლები.
მონაწილეობდა ოპერეტებში: შარლ ლეკოკის „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ (ლარგი), უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალ-ალან“ (ასკარი) და სხვა. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაწერა რამდენიმე პოესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილები და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი „თეატრი“. შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები („ჩანგი“, თბილისი, 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900).
აბაშიძის სახელი მიკუთვნებული აქვს თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრს. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ფილმოგრაფია191
ვასო აბაშიძე აკოფას როლში (ხანუმა)
8: „ქრისტინე“ რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა1921: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (გენერალი) რეჟ. ივანე პერესტიანი1923: „არსენა ყაჩაღი“ (თავადი ბარათაშვილი) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი1926: „ხანუმა“ (პაპა) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
ვასო აბაშიძე კარაპეტას როლში (ძუნწი)
ვასო აბაშიძე დონ ჟუანის როლში

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq