საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

"ჰეი, ჯულიან ნუ შეშინდები, შენ ყველაფრი გამოგივა!"
გაიოზ გია მამალაძე

გადმობეჭდილია https://www.presa.ge/new/?m=&AID=3334 

 გამოქვეყნებული იყო ფსევდონიმით - დაჩი სანიკიძე.

 18:24 24.02.2011


"ჰეი, ჯულიან ნუ შეშინდები, შენ ყველაფრი გამოგივა!"


დიდი კომპოზიტორის ნაწარმოები, არა მხოლოდ მუსიკალური შედევრია, არამედ ფსიქოლოგიური თუ სულიერი დახმარების საშუალება, როგორც მილიონობით მსმენელისათვის, ისე შესაძლოა კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებისადმიც არის მიძღვნილი.

1963 წლის 8 აპრილს ჯონ ლენონს და მის პირველ ცოლს, სინტია პაუელს შეეძინათ ვაჟი - ჯულიანი. 1968 წელს ჯონ ლენონს შეუყვარდა სხვა ქალი, იოკო ონო და მას დაუკავშირა თავისი ცხოვრება...

ხუთი წლის ჯულიანი ძალიან განიცდიდა მამის წასვლას ოჯახიდან. ადამიანებს ცხოვრება ბევრ არასასიამოვნი სიურპრიზს სთავაზობს, მაგრამ პატარა ბავშვები ყველაზე ცოდონი არიან ამგვარ შემთხვევაში, მათთვის ბევრი რამე გაუგებარია და ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ მშობელთან დაშორებას და მერე ეს ტკივილი მთელი ცხოვრება მოჰყვებათ.

ჯულიან ლენონს სახელი დაარქვეს მისი ბებიის, ჯონის დედის, ჯულიას საპატივცემულოდ. მისი სრული სახელია ჯონ ჩარლზ ჯულიან ლენონი. დედამისი სინტია ძალიან კარგი და მოყვარული ცოლი იყო. ის ჯონის გამზრდელ დეიდას, მკაცრ მიმისაც კი მოსწონდა. სინტია კარგი მეგობარიც იყო ბითლზის წევრები

სათვის, საერთოდ ჯონის მეგობრებისათვის.

იოკო ონომ ჩაიფიქრა ჯონ ლენონისთვის თავის მოწონება და ამ მიზნით ჩასაფრებული იყო ხოლმე ჯონისა და სინტიას სახლთან, სინტიას ეცოდებოდა, ფიქრობდა ალბათ, ფანიაო. ერთხელ სახლშიც შეიყვანა და ტელეფონით ტაქსი გამოაძახებინა...

მერე ჯონი იოკოს გაჰყვა და ოჯახიდან წავიდა.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორისა და მუსიკოსისათვის ეს, ალბათ, ძნელად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა. თვითონაც, დაშორებული წყვილის შვილი იყო და ალბათ ძალიან განიცდიდა ამას. თუმცა სხვების ცხოვრებას ნუ განვსჯით.

ბითლზის წევრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი მეგობრის გადაწყვეტილება. თუმცა, სინტიაცა და განსაკუთრებით პატარა ჯულიანიც მათ მეგობრად დარჩნენ, რა თქმა უნდა. ბიჭებს განსკუთრებით ეცოდებოდათ პატარა ჯულიანი, რომელსაც უცბად წაართვეს მამა, რომელზეც არა მარტო ის, არამედ მთელი მსოფლიო გიჟდებოდა.

პოლი ხშირად ეთამაშებოდა პატარა ჯულიანს და ძალიან უყვარდა ის.

პოლ მაკარტნის ძალიან უნდოდა ნუგეში ეცა პატარა ჯულიანისთვის, რომელიც მამამ მიატოვა. გადაწყვიტა დაეწერა სიმღერა, რომელსაც ჯულიანს მიუძღვნიდა. მოიფიქრა მოტივი და შინაარსი. შემდეგ სიმღერა მან და ჯონიმ ერთად დაწერეს, როგორც ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე. მათ ნაწარმოებებს ხომ ეწერა: ჯონ ლენონი-პოლ მაკარტნი.

ავიდან სიმღერას ერქვა კიდეც "ჰეი, ჯულს". მერე ჯონი თვლიდა, რომ სიმღერა მასზეა დაწერილი. მაგრამ პოლის იდეის თავდაპირველი ვარიანტი და მიძღვნა, ნუგეშისცემა პატარა ჯულიანისადმი იყო. შემდგომში ჯულის მაგივრად ტექსტში გაჩნდა სახელი ჯუდ. ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილი სამღერი იყო. შინაარსი დაახლოებით ასეთია: "ჰეი, ჯუდ, ნუ მოიწყენ, გააუმჯობესე სევდიანი სიმღერა. იგრძენი გულით და დაიწყე. ჰეი ჯუდ, ნუ შეშინდები... როცა იგრძნობ ტკივილს, დაივიწყე ის. ნუ დაიტვირთავ მხრებს სამყაროთი... შენ ყველაფერი გამოგივა".

ეს სიმღერა სტუდიაში ჩაიწერეს 1968 წელს. იმ წელსვე გამოქვეყნდა. მღერის პოლი. ეხმარებიან ჯორჯი და ჯონი. როიალზე უკრავს პოლი. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ორკესტრმა 36 მუსიკოსის შემადგენლობით. ორკესტრის წევრებს სთხოვეს, რა თქმა უნდა ასევე საფასურის სანაცვლოდ, სიმღერის ფინალში, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, ემღერათ გუნდად ოთხეულთან ერთად. ყველა დათანხმდა, მხოლოდ ერთმა თქვა უარი.

გავიდა წლები, ჯულიანმა დაუფასა პოლს. ის ინტერვიუში ამბობდა: "ალბომში, რომელიც გააკეთა მამამ პოლისთვის, სურათების კოლაჟია. პოლმა ამ ალბომის ასლი მაჩუქა. ძალიან მესიამოვნა. ასევე, მან სიმღერა Hey Jude ჩემთვის დაწერა, ასე, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს პოლთან"...

 კრიტიკოსები ხშირად კამათობენ, ბითლზების ყველაზე

პოპულარულ სიმღერებს შორის Hey Jude უფრო მეტად პოპულარულია, თუ Yesrterday.

ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით, Hey Jude მერვე ადგილზეა მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესი სიმღერას შორის. ჟურნალ Q გამოკითხვით 23 ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო 100 სიმღერებს შორის. არ არსებობს თითქმის არც ერთი სერიოზული გამოკითხვა, სადაც ეს სიმღერა საუკეთესოთა შორის არ მოხვედრილიყოს. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოკითხვებში მონაწილეობას იღებენ მოყვარულები თუ კრიტიკოსები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულების მუსიკა მოსწონთ, დაწყებული როკ-ენ-როლიდან, დამთავრებული გრანჟით და სხვა.  

ჯულიანს გამოჰყვა მუსიკისა და ხელოვნების სიყვარული მამისგან. შესანიშნავად უკრავს გიტარაზე, დასარტყმელ ინსტრუმენტზე, როიალზე, ჰარმონზე. თვითონაც გატაცებული იყო როკ-მუსიკით და საკმაოდ კარგადაც მღერის.

როცა ჯულიან ლენონი სცენაზე გამოჩნდა, მთელ მსოფლიოში გავრცელდა ხმები, რომ აღდგებოდა The Beatles, ჯონ ლენონის მაგივრად ჯულიანი იმღერებდა. მაშინ, მუსიკის მოყვარულები აღტაცებული ვიყავით ამ ინფორმაციით.

მისი ზოგიერთი სიმღერა სხვადასხვა ქვეყნის როკ-ათეულშიც მოხვდა, გამოვეყნების დროს. საინტერესოა მისი შესრულებით When I’m Sixty Four, ბითლზების რეპერტუარიდან. გამოცემული აქვს რამდენიმე დისკი. წარდგენილი იყო გრემის ფესტივალზეც 1985 წელს. გატაცებულია

ზღვით, ფოტოგრაფიით, დოკუმენტური კინოთი.

2011 წლის 14 იანვარს ფოტო-საიტიც გამოაქვეყნა, სახელწოდებით Timeless (მარადიული).

გარდა ზემოთხსენებული სიმღერისა Hey Jude, ბითლზების სხვა სიმღერის შთაგონების წყაროც გამხდარა პატარა ჯულიანი (ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ).

2010 წელს, ლივერპულში, ჯონ ლენონის ტრაგიკული დაღუპვიდან 30 წლისთავზე გაიხსნა ჯონ ლენონის მემორიალი, რომელიც სინტიამ და ჯულიანმა გახსნეს.

 მემორიალის გახსნაზე ბავრი რამ ითქვა, მათ შორის სინტიაც გამოვიდა სიტყვით და დაახლოებით ასეთი რამ თქვა:

"ნუ ვიქნებით დამწუხრებული ჯონის სიკვდილით, მთავარია გვიხაროდეს, რომ ჯონ ლენონმა საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და მსოფლიოს მშვენიერი მუსიკა აჩუქა". მერე, გულაჩუყებულმა დაამატა: "მადლობა ჯონს რომ მე ჯულიანი მაჩუქაო".

როგორც ამბობენ, ჯულიან ლენონი კარგი ადამიანია. პატარაობისას მონაწილეობას იღებდა ბითლზების ფილმის გადაღებაში. როცა წამოიზარდა, მამასთან კარგი ურთიერთობაც ჰქონდა. "მე სულ ვეუბნებოდი თავს: დიახ, მე ვპატიობ მამას..."

მაგრამ, დიდხანს ვერ გასტანა ამ ურთიერთობამ, 17 წლის იყო მამა რომ მოუკლეს.

ჯულიანმა აპატია იოკოსაც. კარგი ურთიერთობა აქვს ნახევარძმა შონ ლენონთან: "ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მედია-საშუალებები აცხადებდნენ, რომ ჩვენს შორის წლების განმავლობაში გრძე

ლდებოდა შუღლი. ვცდილობ წარსული შეცდომები გამოვასწორო, რადგან ეს გულს სტკენს შონსა და მის დედას. ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით. ის ჩემი სისხლი და ხორცია".

ალბათ ძალიან უჭირდა ჯულიანს ბავშვობაში, ძალიან სტკიოდა გული. მაგრამ, პოლ მაკარტნის სიმღერის შეგონებამ გაჭრა და არ შეშინებულა. თავისი საქმის კარგი მცოდნეა, კარგი შვილია და კარგი მეგობრობაც იცის. დიდი ხანია დაძლია ადამიანური ტკივილი და მეტიც, გამოვიდა მამის შემოქმედებითი ჩრდილიდან. ამის დასტურად იხილეთ მისი ფოტოხელოვნება: www.julianlennon.com

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq