|
გაიოზ მამალაძის ლექსი - ... გაიოზ (გია) მამალაძე
მე იმ ბედნიერ წუთს გეფიცები, რომ არ ყოფილა და არც იქნება. სიყვარულისთვის მე ავენთები, როგორც აინთო ვერტერის ვნება. სხვის სიყვარული გულთან არ მოვა, როგორც არ მოვალ შენთან - ქებული. იტყვიან ჩემზე: "სიკვდილში ჰპოვა თავის ძვირფასი შეყვარებული". გაივლის წლები - როგორც ზღაპარი, და თუ გადაშლი წიგნს ნაცნობ მგოსნის, თუნდაც, რომ ვიყო დიდი ხნის მკვდარი - ეს ჩემი ლექსი მაინც დაგკოცნის!
1983 წელი
|