ერთი წელი მოგემატა პაწაწინა ქართველო - დაბადების დღეს გილოცავს სულ მთელი საქართველო! დაგფარფატებს ანგელოზი თეთრი, ლამაზფრთიანი, გაიზარდე დიდი-დიდი, კეთილი და ჭკვიანი. გაახარე კარგი სწავლით პაწაწინა ქართველო - დედიკო და მამიკო და სულ მთელი საქართველო! იყავ ლაღი, ბედნიერი, იყავ თავისუფალი, გაიხარე, გამრავლდი და გმფარველობდეს უფალი! ერთი წელი მოგემატა პაწაწინა ქართველო - დაბადების დღეს გილოცავს სულ მთელი საქართველო!
|