საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ლექსი "ქრისტეშობა"
ბადრი დანელია

 აღნიშნული თვალსაზრისი გახლავთ წერილის ავტორის თვალსაზრისი, რომელსაც რედაქცია შეიძლება არ იზიარებდეს

georoyal.ge

ლექსი "ქრისტეშობა"

 

აზრთა სხვადასხვაობაა ლექს „ქრისტეშობა“–ის ირგვლივ. ზოგი მას ზვიადს მიაკუთვნებს, მე მათ რიცხვს ვეკუთვნი, ხოლო ზოგი მიიჩნევს, რომ ამ ლექსს ზვიადი არ დაწერდა და არგუმენტად მოჰყავთ ორი რამ:

1.ლექსის სტილი და

2.მისი, თითქოსდა, სიმარტივე.

            ვაპირებდი ვრცლად და დაწვრილებით შემედარებინა ეს ლექსი ზვიადის პოეზიის სხვა ნიმუშებთან, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ამის დასამტკიცებლად  ისედაც არსებობს რამოდენიმე საკმაოდ ძლიერი არგუმენტი

დავიწყოთ ლექსის სტილით.

გთავაზობთ ერთ ლექსად წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი ორი ლექსი, პირველი სადაო „ქრისტეშობაა“ და მეორე ზვიადის ლექსების კრებულიდან – „აღდგომა“. მხოლოდ თვალსაჩინოების გამოკვეთის მიზნით მეორე ლექსიდან გამოვტოვე რამოდენიმე განსხვავებული ზომის და განსხვავებული რიტმის სტროფი, რომლებიც ისეთივე ბრწყინვალეა, როგორც დანარჩენი.

 

                                  ქრისტეშობა

ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს,

 უცნაური რამეა,

ქრისტეშობა თითქმის მუდამ

საოცარი ღამეა.

დეკემბერი დააჭენებს

ყინვით ნაქარგ ეტლებსა,

ამ ღამით ხომ წამებული

ქრისტე იშვა ბეთლემსა.

მერე ზეცად აღევლინე,

არ გიგუეს მიწაზე,

ნუთუ აღარ დაბრუნდები

ცოდვილ დედამიწაზე?

                        ზეცად წასულს უკან მოგყვა

ლოცვა, – ცრემლის დამდენი,

                        ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი

და იუდა რამდენი.

ალბათ მისთვის გაიაფდა

ღალატი და გაცემა,

ფეხზე დგომა არის ძნელი,

ადვილია დაცემა.

მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა

ქვეყნად შური და მტრობა,

მეც მომიწევს ლეონარდოს

საიდუმლო სერობა.

და წარსული სიზმრად მექცა,

მომავალი – ოცნებად.

მეგობარი ვეღარ მიცნობს,

მნახავს და გაოცდება.

                        ქრისტეშობას სხვა ჩემს მეტი

სევდას ვინ დაიბედებს,

                        ძველი წელი ხსოვნას მართმევს,

ახალი კი – იმედებს.

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა!

ჩემი სული ცას უხმობს.

ჭეშმარიტად! კვლავ იუდა

ნიშნისგებით მპასუხობს,

თუმცა შუბლზე სამარცხვინო

მინდა დაღი დავაკრა,

ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე,

ზედ იუდა გავაკრა.

შერცხვენილი, წარწყმედილი

ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,

ხოლო შენზე მრავალ მლოცველს

კვლავაც ღამე ეთიოს.

                        რწმენა ძნელად გადარჩება,

ხატი – უფრო ადვილად,

                        ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად,

ქრისტე აღსდგა ნამდვილად!

ღიმილი და მილოცვები

თუმცა ბევრი გავეცით,

ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად,

ხოლო ჩვენ კი დავეცით.

 

                         აღდგომა

........................................

რა შვებაა, რა ზარია,

აღსდგა ღმერთი სულმნათი,

დედამიწა ტაძარია,

ზეცა – მისი გუმბათი.

რა ზამთარი იდგა ქვეყნად,

ან რა სიმწრის გოდება,

აწ კი ზეცა გარდაგვეხსნა,

ედემი გველოდება.

ზეიმით და ზარით მოდის

წელიწადი წლეული,

აღარ გვმართებს გლოვა ლოდის,

წარწყმდა გველი წყეული.

                        შვება სუფევს კიდით კიდე,

ქვესკნელით ცის თაღამდი

                        მზემ დახია ბნელის რიდე,

ისმის ლოცვა ღაღადი.

რა შვებაა, რა ზარია,

აღსდგა ღმერთი სულმნათი,

დედამიწა ტაძარია,

ზეცა – მისი გუმბათი.

                        ........................................

დაივიწყეს აჩრდილთ მოთქმა

და სიკვდილის ჭალაკი,

განახლებულ კაცთა მოდგმას

ერგო საღვთო ქალაქი.

ვის წყალობა ზეცის თან სდევს

მსხვერპლის არდარიდებით,

ის აღდგომის შარავანდედს

შეიმოსავს დიდებით!

რა შვებაა, რა ზარია,

აღსდგა ღმერთი სულმნათი,

დედამიწა ტაძარია,

ზეცა – მისი გუმბათი.

 

            ვფიქრობ, ვისაც აქამდე ეს ლექსები არ წაუკითხავს, ის შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ორ სხვადასხვა ლექსს კითხულობს, ან ჩათვალოს, რომ ესაა ნაწყვეტი ლექსების ციკლიდან, რადგან ორივე მათგანი ერთი ზომისაა და ერთ რიტმშია დაწერილი. რამოდენიმე რითმაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგ: იმედებს – დაიბედებს და გოდება – გველოდება. რითმის თვალსაზრისით აქ მხოლოდ ის სხვაობაა, რომ „ქრისტეშობა“–ში სრული ჯვარედინი რითმა არ გვხვდება, მაგრამ ეს სულაც არ იგრძნობა მეორე ლექსზე გადასვლისას.

            ეხლა გადავიდეთ მეორე არგუმენტზე – ლექსის, თითქოსდა სიმარტივე.

            ეს ორი ლექსი განსხვავდება განწყობით, ეს გასაგებიცაა, რადგან „ქრისტეშობა“ დაიწერა 1992 წლის შობის დღეებში, – მაშინ გავრცელდა ხელნაწერის სახით ჩვენს, ე.წ. „ზვიადისტებს“, შორის. დევნილობაში, მთაში, იჯევანში, დეკემბრის ყინვაში, უმძიმეს პირობებში გატარებულმა შობის ღამემ და, რაღა თქმა უნდა, იმ დროს საქართველოში დატრიალებულმა ცოდვის კალომ განაპირობა ლექსის პესიმისტური ხასიათი. არსად არავის დაუწერია ამ განწყობის საშობაო ლექსი. სევდითაა პირთამდე სავსე თითოეული ბწკარი. ზუსტად ეს განწყობა და ცაიტნოტური სიტუაცია მგონია იმ მცირე პოეტური ნაკლის მიზეზიც, რასაც ამ ლექსის მოწინააღმდეგეები გულისხმობენ და გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

            და რომ მართლაც გადაჭარბებულია, ამას ცხადჰყოფს ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები.

            „მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.“ – აქ „მეგობარ“– ში, რა თქმა უნდა მერაბი იგულისხმება და განა ვინმეს შეეძლო ასეთი პოეტური ხატების დაწერა, ზვიადის გარდა? ეს თითქოს, ერთგვარი მინიშნებაა ზვიადის ტანჯვით სიკვდილზე. მარტო ეს ხატება გადაწონის იმ მცირე ნაკლს, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ.

 „მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა.“ – ან აქ შეეპარება ვინმეს ეჭვი მოვლენის ზვიადისეულ გააზრებაში?

ლექსის და ზოგადად, მხატვრული ნაწარმოების არა მარტივობაზე და სიღრმეზე მეტყველებს მასში არსებული სიმბოლიზმი და მოვლენების წინასწარ ხედვა. ეხლა მოვიყვან ამის მაგალითებს:

„ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს.

ჭეშმარიტად! კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.“

1992 წლის აღდგომა საქართველოს შევარდნაძემ „მიულოცა“, თანაც უკვე „მონათლულმა“.

სიმბოლურია და ამავდროულად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ისიც, რომ ამ ზომის და ამ რიტმის ლექსი ზვიადის შემოქმედებაში მხოლოდ  „ქრისტეშობა“ და „აღდგომა“–ა.  

ზვიადმა და მერაბმა საკუთარი ცხოვრების წესით და თავდადებით მოაქციეს საქართველო ათეიზმიდან ქრისტიანობაზე და თუ არა ზვიადმა, აბა ვინ იცოდა, რომ:

 „რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი – უფრო ადვილად“.

            დასაწყისშივე იგრძნობა უმძიმესი განწყობა: ქრისტეს წამება თითქოს შობის წინაა წამძღვარებული, რაც განსაკუთრებულ განცდას აღძრავს.

                        „...წამებული ქრისტე იშვა...“

           „და ბოლოს: ეს ლექსი, დაწერის თარიღიდან გამომდინარე, განწყობიდან გამომდინარე,  იმ დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენის სულის უტყუარი შეფასებიდან  გამომდინარე, უკვე შესულია ისტორიაში, მიუსედავად იმისა, გაგრძელდება, თუ არა დავა მისი ავტორის შესახებ.“

ვფიქრობ, საკმარისია. ასევე ვფიქრობ, რომ ამ არგუმენტების შემდეგ, ბატონი თემურ ქორიძე დამეთანხმებოდა, ამ თემაზე მასთან საუბარი რომ მომესწრო.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თომა მალეელი
7 (20) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი თომა მალეელის (X) ხსენების დღეს.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq