საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ფრიდონ ხალვაში
ფრიდონ იშილის ძე ხალვაში (დ. 17 მაისი, 1925, გეგელიძეები, ქედის მუნიციპალიტეტი — გ. 8 ივლისი, 2010, გეგელიძეები, ქედის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979).
ფრიდონ ხალვაში დაიბადა 1925 წლის 17 მაისს იშილ ხალვაშისა და აიშე გოგიტიძის ოჯახში.

1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები, ხოლო 1959 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი. 1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.

მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტური კრებულ „გზის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: „ჭოროხის ხვაშიადი“, „საყვედური“, „გენაცვალე“, „ეს დღე“, „დარდი“, „ასი მზე დედის გულისა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8
სამეფო კლუბი
ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში. მეუღლე: თუნთულ მამუჭაძე-ხალვაშისა (1925). შვილები: მერი (1945), მზია (1947), ზაზა ხალვაში (1957).

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq