|
გრიგოლ ჩიქოვანი
გრიგოლ სამსონის ძე ჩიქოვანი (დ. 15 მარტი, 1910, ხობი — გ. 26 ნოემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი მწერალი.
დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ხეთაში, ხოლო საშუალო თბილისში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე. ახალგაზრდამ თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა და უმალ მიიქცია მკითხველი საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი „ოდიშური მოთხრობები“. დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ („თებერვალი დადგაო“, „მიწა“ და „რწმენა“), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი. ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: „სადაა შენი ბედნიერება, მზია?“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „პაპა გია“ და სხვა. გრიგოლ ჩიქოვანი წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, მედლებით და სხვა ჯილდოებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. |
 | | გრიგოლ ჩიქოვანი მეუღლესთან ნინო სამუკაშვილთან ერთად |
 | | მარცხნიდან: მწერალი ფუცუ დგებუაძე-ფულარია,აგული დადიანი, გვანჯი ჩიქოვანი, პაუსია დგებუაძე-დადიანი. მეორე რიგში: გრიგოლ (ჯერო) შარვაშიძე. ზუგდიდი, 1962 წ. |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|