|
გიორგი კაჭახიძე
გიორგი ვარლამის ძე კაჭახიძე (დ. 3 თებერვალი, 1907, დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 2 დეკემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. საზოგადოების ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები „ის უბანი და ის კარმიდამო“, რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როგორც საბავშვო მწერლისა და ჟურნალების „ოქტომბრელისა“ და „პიონერის“ რედაქტორის ღვაწლი. მან არა ერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: „ალუბლები ჰყვავიან“, „სწავლასა და სიხარულში“, „მალხაზებისათვის არც მიმღერია“ და სხვა. გიორგი კაჭახიძეს ეკუთვნის დიდი სიყვარულით დაწერილი მონოგრაფია შიო მღვიმელზე. პოეტს მინიჭებული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის მედალი; დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 210, თბ., 1994 |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|