საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მიხეილ ჯაფარიძე (პიესა "ბუღარას" ავტორი)
მიხეილ ვიქტორის ძე ჯაფარიძე (დ. 3 თებერვალი, 1906, სოფელი ხრეითი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 6 მაისი, 1964, თბილისი) — ქართველი დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
სწავლა დაიწყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და დაამთავრა თბილისში 1925 წელს საშუალო სასწავლობელი. პარალელურად მეცადინეობდა „პროლეტკულტის“ თეატრალურ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა თბილისის მუშათა თეატრში. 1927 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. 1938 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში რეჟისორად და მსახიობად. პირველი ლექსები 1924 წელს გამოაქვეყნა. შემდეგ გაიტაცა დრამატურგიამ და მტელი სიცოცხლე ამ ჟანრს ემსახურებოდა. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის, მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქებსა და კულტურის სახლებში.
დრამატურგის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ჟამთაბერის ასული“, „მეზობლები“, „ჩვენებურები“, „ბუღარა“ და სხვები. მან თარგმნა აგრეთვე ვიშნევსკის, ტრენიოვის, პოპოვის პიესები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ევგენია პეტრეს ასული ბარბაქაძე (დ. 2 დეკემბერი, 1905, ხაშური — გ. 23 ნოემბერი, 1966, თბილისი).
ბუღარა მამალაძის ძეგლი სოფელ ხევში, გურიაში

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq