საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მარკ ტვენის "თავგადასავალი"
გაიოზ მამალაძე
[გია მამალაძე]
1910 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა დიდი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი (Mark Twain). მისი ნამდვილი სახელია სამუელ კლემენსი (Samuel Langhorne Clemens).

ბავშვობაში მარკ ტვენის ნაწარმოებების წაკითხვა ყველა თაობისათვის აუცილებლად იქცა. მარკ ტვენის სიცოცხლიდან დაწყებული ასეა დღემდე, ალბათ, მთელს მსოფლიოში. თუ ბავშვობაში "ტომ სოიერისა" და "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი არ წაუკითხავს ადამიანს, ბევრი რამ დაკლებია. განათლებაში არა, შეიძლება ასეთმა ადამიანმა ენციკლოპედიური ერუდიციაც კი მიიღო, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ბავშვობა მაინც მთლიანად ვერ შეიგრძნო. მარკ ტვენის გმირების თავგადასავალი ხომ ყოველი ბავშვის თავგადასავლად და ცხოვრების რაღაც ნაწილად იქცა, რომლებმაც მარკ ტვენის წიგნები წაიკითხეს.

მარკ ტვენის "ტომ სოიერისა" და "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი არ არის მხოლოდ ბავშვებისათვის დაწერილი. უფროსი და ხშირად ხნიერი ადამიანებიც უბრუნდებიან ხოლმე ამერიკელი კეთილშობილი და ხუმარა მწერლის ნაწარმოებებს და თავისი ლიტერატურული მეგობრების თავგადასავალთან ერთად თავის ბავშვობასაც იხსენებენ. იხსენებენ ოცნებებს - დახმარებოდნენ მათ. და სურვილებს, რომ უცნაური, ძნელი, საშიში, მკაცრი და საამაყო თავგადასავლები ჰქონოდათ თვითონაც...

დიდი მწერალი დაიბადა ფლორიდაში: მე ქვეყანას 1835 წელს კომეტა გალეასთან ერთად მოვევლინე... ღმერთმა, ალბათ, გადაწყვიტა: აი ორი გასაოცარი ამოუცნობი მოვლენა" - წერდა ხუმრობით. მამა, ჯონ კლემენსი პროვინციელი იურისტი იყო, პირქუში, სერიოზული და პედანტი კაცი. იგი ადრე გარდაიცვალა. მომავალი მწერალი თორმეტი წლისა იყო მამა რომ დაკარგა. ეს მოხრა 1847 წელს. ძალიან უჭირდათ. სამუელი სკოლიდან გამოვიდა და მუშაობა დაიწყო. სიცოცხლით სავსე და თამაშისა და გართობის მოყვარული ბიჭუნასათვის ეს ადვილი არ იყო. თანაც, ვერ იშოვნა ისეთი სამუშაო, სადაც ადამიანური პირობები ექნებოდა.

მუშაობდა სტამბაში შეგირდად, ფულს არ უხდიდნენ, მხოლოდ საჭმელს, სასმელს და ნახმარ ტანსაცმელს აძლევდნენ, რომელიც დიდი ჰქონდა. ღამით სტამბის იატაკზე ეძინა. ბევრი სამუშაო გამოიცვალა. მაგრამ, ყველაზე მეტად მდინარე მისისიპის სამდინარო გემებზე ლოცმანად მუ
შაობა აღმოჩნდა მისთვის მნიშვნელოვანი. ამ სამუშაოს მეშვეობით ნახა ბუნების საოცარი სილამაზე და ადამიანების სხვადასხვანაირ ხასიათებს გაეცნო. მერე დედას სწერდა: "აღარც კი ვიცი, რა მოგწერო, ისე ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. ნეტა იმ დროს, როცა ლოცმანი ვიყავი და გემებს დავატარებდი მისისიპზე. მართლაც ყველაფერი ამაოებაა ამ ქვეყნად, გარდა ლოცმანობისა".

ლოცმანობის პერიოდში სწავლობდა სამყაროს, იწერდა სკეტჩებს, ანეგდოტებს, გამონათქვამებს. აკვირდებოდა ადამიანებს და ბუნებას. მერე, ცნობისმოყვარე ხასიათი და დაკვირვებულობა ძალიან გამოადგა. ამით აინაზღაურა ბავშვობაში განათლების გარეშე დაკარგული წლები. შეისწავლა ადამიანთა ტიპაჟები: "ლოცმანობის დროს პირადად გავეცანი და ახლო ურთიერთობა მქონდა ადამიანთა ტიპების ყოველ ნაირსახეობასთან, რასაც ჩვენ ლიტერატურასა, ცალკეულ ბიოგრაფიებსა თუ ისტორიაში ვხვდებით. როცა ლიტერატურასა თუ მემუარებში მკაფიოდ გამოკვეთილ მოქმედ პირსა ვხვდები, მის გაცოცხლებასა და აღქმაში მე თვითონ ცხოველ მონაწილეობას ვიღებ, რადგან ეს პიროვნება ჩემი ძველი ნაცნობია, მისისიპიზე მინახავს."

მისისიპიზე ნაოსნობიდან აიღო თავისი ლიტერატურული ფსევდონიმიც Mark
Twain, რაც სანაოსნო გემებისათვის საკმარის სიღრმეს ნიშნავს. დედისგან, ჯეინისგან გამოჰყვა იუმორის ნიჭი. 1861 წლიდან მუშაობდა ჯერ ვერცხლის მომპოვებლად. მერე გაზეთ Territorial Enterprise, ვირჯინიაში. აქ გამოიყენა თავისი ფსევდონიმი პირველად. მერე სან-ფრანცისკოში გადავიდა. 1865 წელს, ოცდაათი წლის იყო, როდესაც გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ჯიმ სმაილი და მხტუნავი ბაყაყი". ამ მოთხრობამ დიდი წარმატება მოუტანა, დასახელდა იმ დროის ყველაზე საუკეთესო იუმორისტულ ნაწარმოებად. ბევრმა გაზეთმა გადაბეჭდა მოთხრობა. თვითონ მარკ ტვენს ძალიან უკვირდა. როგორც მერე ამბობდა, მწერლობაზე არასდროს მიფიქრია, მხოლოდ შემთხვევით გავხდი მწერალიო.

1866 წელს გაზეთმა Sacramento Union გააგზავლა ჰავაიზე. შემდეგ გაზეთის Alta California გამომცემელმა, პოლკოვნიკმა ჯონ მაკ კომბმა შესთავაზა ამერიკის მასშტაბით ტურნე, რომლის დროსაც ლექციებს წაიკითხავდა. შემდეგ მაკ კომბმა გააგზავნა ევროპაში და აზიაში. იქიდან კორესპოდენციებს
აგზავნიდა, რომელიც საფუძვლად დაედა მის წიგნს.

1870 წელს იქორწინა ოლივია ლინგდონზე. შეეძინათ ვაჟი, რომელიც ორ წელიწადში გარდაიცვალა. შემდეგ სამი ქალიშვილი გაუჩნდათ. მერე ორი ქალიშვილიც დაეღუპათ. 1876 წელს გამოვიდა მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი". წიგნმა უმალ დაიპყრო მკითხველელები. შემდეგ ამას მოჰყვა "ჰელკბერი ფინის თავგადასავალი", "უფლისწული და მათხოვარი", "კაცი, რომელმაც აცდუნა ჰელდიბერგი" და სხვა.

მარკ ტვენი იყო საზოგადო მოღვაწე, არ უყვარდა პოლიტიკოსები, ვერ იტანდა ძალადობას, სხვა ქვეყნებზე შეტევას, სიცრუეს, ფარისევლობას, სიხარბეს, მდიდარ ადამიანებს არწმუნებდა ქველმოქმედებაში დაეხარჯათ ფული...

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე განაცხადა: "მე მოვედი 1835 წელს კომეტა გალეასთან ერთად. გაისად ის კვლავ ჩამოიფრენს. იმედი მაქვს თან გავყვები". მართლაც, მომავალ წელს დიდი მარკ ტვენი გარდაიცვალა. ეს მოხდა 1910 წლის 21 მარტს.

უილიამ ფოლკნერი მარკ ტვენზე წერდა: "ის იყო პირველი ნამდვილი ამერიკელი მწერალი, ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები ვართო". ხოლო ჰემინგუეიმ განაცხადა: "მთელი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა გამოდის მარკ ტვენის ერთი წიგნიდან, რომელსაც "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი ჰქვიაო".

მარკ ტვენის "ავტობიაოგაფია ასე იწყება: "ავტობიოგრაფიას რომ ვწერ, ერთი წუთითაც არ მავიწყდება, რომ სამარიდან გელაპარაკებით. ეს ნამდვილად სიმართლეა. ეს წიგნი რომ დაიბეჭდება, მე ცოცხალი აღარ ვიქნები. მირჩევნია მკვდარმა ვილაპარაკო, ვიდრე ცოცხალმა, მეტად სერიოზული მიზეზის გამო: სამარეში უფრო გულახდილი ვიქნები".

და ბოლოს, მარკ ტვენის შესახებ წერილის დაწერა ძალიან ძნელია. ადვილი არაა ჯერ მოკლედ ისაუბრო მასზე და მერე ძნელია გაჩერდე (ასე მემართება ყველა დიდი მწერლის შესახებ წერისას, რომელთაც ვიცნობ (მსოფლიოში უამრავი დიდი მწერალია, რომელთაგან ყველას მე კი არა, თავგადადებული მკითხელ-კრიტიკოსები არ იცნობენ). ამიტომ, დღევანდელი წერილი მარკ ტვენზე მისივე ერთი გამონათქვამით დავასრულოთ: "ჩემი წიგნები - წყალია, დიდი გენიოსებისა კი - ღვინო. წყალს ეტანება ყველა."

გადმობეჭდიალია  presa.ge-დან
2011 წელი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq