საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! (ანუ, მიუხედავად ოიკოფობების სიმრავლისა, ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს რასისტობას)
გია მამალაძე

1865 წლის 15 აპრილს მოკლეს ამერიკის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი, ამერიკის გამაერთიანებელი პრეზიდენტი, მონობის გამაუქმებელი პოლიტიკოსი... 

რამდენიმე დღის წინ, ერთი ჩვეულებრივი ჩხუბის გამო, რომელიც მოხდა ქართველებსა და ზანგებს შორის (ზანგი სალიტერატურო სიტყვაა), სრულიად უსამართლოდ, საქმის გამოძიების გარეშე, ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ, აღნიშნულ კონფლიქტში მონაწილე ქართველებს, რომებიც ტავს იცავდნენ, და რაც ყველაზე საშინელია, მთელ ქართველ ერს დააბრალეს რასისტობა, ისე, რომ არც საქმე იყო გამოძიებული და არც კი ჰქონდათ ნანახი სრული სურათი მომხდარისა. რაც მათი მხრიდან ნამდვილად აგრესიაა, იოკოფობიით გამოვლინებაა, ვაიქართველებაა და ვაიმოქალაქეება. მსგავსია იმ ცილისწამებისა, როდესაც რუსეთის იმპერია გვაბრალებდა ოსებისა და აფსუების გენოციდს...

ამის პასუხად, დიდი ამერიკელ პრეზიდენტის, აბრამ ლინკოლნის გარდაცვალების დღეს, გავიხსენოთ დიდი ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის მიერ პრეზიდენტ ლინკოლნისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსის: "ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!", რამდენიმე ქართული თარგმანი (მათ შორისაა, დიდი ქართველი პრეზიდენტის, ეროვნული იდეოლოგის, ქართული საზოგადოებრივი აზრის კულტურტრეგერის, ზვიად გამსახურდიას თარგმანიც. უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ არაერთ ადამიანს აქვს აღნიშნული ლექსი თარგმნილი, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე).


 სანამ ქართველები უიტმენს (და ესენინს) ვთარგმნით, სანამ პატივს ვცემთ ადამიანთა თავისუფლებისთვის მებრძოლ აბრაამ ლინკოლნს, სანამ გვიყვარს სამშობლო და ხალხთა თავისუფლება, ვერც იოკოფობებისა და ვერც რუსეთის იმპერიის იდეოლოგია ვერ გაიმარჯვებს. 


ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!  


(თარგმნა ზვიად გამსახურდიამ)

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა ჩვენი მძიმე მგზავრობა,
გვეღისა ცის გასხივოსნება; ხომალდმა გაუძლო ღელვებს და გრიგალებს, ჩვენი სანუკვარი
ასრულდა ოცნება; ახლოა ნაპირი, მოისმის ზარები, ისმის 
მოზეიმო ხალხის
ჟრიამული, 
თვ
ალები მისდევენ ხომალდის მტკიცე ქიმს, ფრიალებს ალამი 
სისხლით დანამული.
მაგრამ გული! გული! გული! სისხლის გუბე შესაზარი!
გემბანზე ხომ კაპიტანი, ასვენია, ცივი, მკვდარი.
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! აღსდექ და ყური მიაპყარ ზარებს; აღსდექ - დღეს შენთვის ფრიალებს დროშა, შენთვის ვაქუხებთ
ძლევის ნაღარებს; 
ეს გვირგვინები, ბაფთიანი ყვავილწნულები შენია, შენი!
შენ გიხმობს ხალხი, ეს ზღვა ხალხი, შენა ხარ მისთვის 
შვების 
მომვლენი!
ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო! ჩვენთვის აღარ დარობს 
დარი, 
ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე გართხმულხარ ცივი და 
მკვდარი?
მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს, დადუმებულან
უსისხლო ბაგენი, მამა საყვარელი ვერ გრძნობს ჩემს
შეხებას, მის მაჯისცემასაც 
ვერარ მივაგენი, 
იზეიმეთ, ნაპირებო, მე კი მმართებს ჩუმი ზარი, გემბანზე 
ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი, მკვდარი.


ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!     

 

(თარგმანა ვასილ გულეურმა)

 

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;

მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს;

ნაპირს მივაღწიეთ, მშვიდობით დავბრუნდით. უკვე ახლოსაა, მოჩანს ნავსადგური;

ხედავ, ხალხი გველის, რეკავენ ზარები – ჩვენი გამარჯვების ჯილდო, საზღაური;

მაგრამ ო, ეგ გული! ეგ გული იცლება

სისხლისგან, გემბანზე წითელი ლაქა მოჩანს.

უკვე ვერაფერი ვეღარ შეიცვლება,

ჩემი კაპიტანი სიკვდილმა შემობოჭა.

 

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! წამოდექ, უსმინე, ზარი რომ გუგუნებს;

შენ გეგებებიან, მაღლა რომ ისვრიან ფერადი ლენტებით მორთულ თაიგულებს;

წამოდექ – ეს დროშა ხომ შენთვის ფრიალებს, შენთვის აჟღერებენ ბუკსა და ნაღარას,

შენ გესალმებიან, არ გესმის ძახილი? იქნება ხანგრძლივმა მგზავრობამ დაგღალა?

აქეთ, კაპიტანო! ო, მამავ ძვირფასო!

ეს ჩემი ხელია შენი სასთუმალი.

ალბათ, მ

ესიზმრება, რომ ჩემს წინ, გემბანზე

წევხარ სიკვდილისგან ცივი და მდუმარე.

 

ჩემი კაპიტანი პასუხს არ იძლევა, გაფითრდა ბაგე და თანდათან ცივდება,

ვეღარ გრძნობს შეხებას, გული აღარ უძგერს, სული და სხეული

ერთმანეთს სცილდება;

ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა;

მიზანს მივაღწიეთ. ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობა

დამთავრდა, დასრულდა;

ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები!

მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა,

გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება,

წევს გაციებული ჩემი კაპიტანი.


 ო, კაპიტანო!

(თარგმნა მედეა ზაალიშვილმა)

 

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! საშიში გზები დავძლიეთ უკვე, 
გემი გადურჩა მძაფრ ქარტეხილებს და ძვირფას განძსაც ჩვენ დავეუფლეთ,
პორტს მივადგებით საცაა მალე, რეკავენ ზარებს და ხალხი ღელავს
და პირქუში და უდრეკი გემის მოახლოებას მოელის ყველა. 

მაგრამ ო, გული! ო, გული! გული!
ო, სისხლის შხეფი ალისფრად ღვივის
გემბანზე, სადაც უხმოდ დაეცა
ჩემი კაპიტანი, – უსულო, ცივი. 

ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! აღსდექ, უსმინე გუგუნს ზარების,
აღსდექ, – ეს შენთვის ხმობენ საყვირნი და ფრიალებენ ბაირაღები,
შენთვის დაუწნავთ დღეს გვირგვინები და ბაბთიანი თაიგულები,
შენ მოგიხმობს და ზღვასავით იძვრის შენკენ მზირალი ხალხი ულევი. 

მოდი, კაპიტანო! ძვირფასო მამავ!
მკლავს ამოგიდებ თავქვეშ სასთუმლად!
სიზმარს უფრო ჰგავს, რომ ამ გემბანზე
გხედავ ძირს გართხმულს, ცივსა და მდუმარს. 

თუმც კაპიტანი არა მპასუხობს, ბაგეგამშრალი, ფერნამკრთალები,
ჩემს მკლავს ვეღარ გრძნობს, მაჯაც არ ფეთქავს და 
სამუდამოდ ჩაქრნენ თვალები,
მოგზაურობა გასრულდა ბოლოს, გემმა ჩაუშვა ღუზა უვნებლად, 
ყველა საფრთხე და ქარცეცხლი სძლია მძიმე ბრძოლებში გამარჯვებულმა. 

ო, სანაპიროს ზარებო, რეკეთ!
მე კი მწუხარე კვლავ უსასრულოდ
ვივლი გემბანზე, დაეცა სადაც
ჩემი კაპიტანი, – ცივი, უსულო.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq