ცნობილი ქართველი პოეტი მამია გურიელი გარდაიცვალა 1891 წლის 25 ივლისს, ქუთაისში. იონა მეუნარგია წერდა: „მამია გარდაიცვალა ქ. ქუთაისს 25 ივლისს 1891 წელს. ის მოკვდა ერთს ბნელ ფიცრულში, რიონის პირად, ბალახვანის ქუჩაზე ვიღაც ბაბალე დედაკაცისას, რომელიც ოდესმე ნამსახური ყოფილა დადიან-გურიელებისა, როგორც ეს ზემოთაც მოვიხსენიეთ. იმ ინგლისელის არ იყოს, რომელმაც ნაპოლეონ მეორის საფლავი ნახა, მეც პირველასვე ჩემს ჩასვლაზე ქუთაისში შემდეგ მამიას გარდაცვალებისა, ვნახე ის ადგილი, საცა მამიამ განუტევა სული. სახლის პატრონმა აი რა მიამბო მამიას უკანასკნელ დღეზე: „სიკვდილის დღეს მამია სახლიდან არ გასულა. საღამო ხანს შემოვიდა მასთან ჯაბა და ორივემ ერთად დიდხანს ილაპარაკეს. მამია კარგ გუნებაზე იყო. მეათე საათზე ჯაბა გამოეთხოვა მამიას და წავიდა. ეზოს რომ გასცილდა, მამიამ დაუძახა: - ჯაბა! - ბატონო! - ხვალ დილას შვინდი მიშოვე სადმე და გამომიგზავნე, ფულს მე მივცემ. - კი, ბატონო მე თვითონ ვიყიდი და მოგართმევო. ამ ლაპარაკის შემდეგ ჯაბას ასი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადაგმული, რომ მამიამ ერთი ძალზედ დაახველა და იმას ყელიდან სისხლი ნაკადულივით გადმოედინა. მე ყვირილი მოვრთე, ჩემს ხმაზე ჯაბა დაბრუნდა, ექიმთან კაცი ვარბენინეთ მაგრამ, სანამ ხეჩინოვი მოვიდოდა, მამია სულ დაიწრიტა სისხლისაგან. ის ერთ საათში გათავდა“.
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მამია დავითის ძე გურიელი დაიბადა 1836 წლის 16 იანვარს სოფელ ლესაში, გურიაში. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851 - 1853 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1853 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853 – 1856 წწ.). სამხადრო სამსახურდ თავი დაანება 1861 წელს. ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მასვე ეკუთვნის რომანტიული პოემა “რაშიდ ვარდანოღლი” (1872 – 1879 წწ.); თარგმნილი აქვს ჯორჯ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის თხზულებანი. მისი ფსევდონიმი იყო „ფაზელი”. სხვათა შორის, მიხაი ზიჩისეული ილუსტრაციების გმირთა პროტიპებია: მამია გურიელი – შოთა, ჯამბაკურ გურიელი – ფარსადანი, ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი – თინათინი, ქაიხოსრო გურიელი – როსტევანი... გავიხსენოთ მამია გურიელის შესანიშნავი ლექსი „ადამიანი“. ადამიანი იყავი ტურფა, იყავ უებრო, მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი, მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი! შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება, ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულ სვიანი? მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი. ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი, მოგიკლა გული, გყო სევდიანი? ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი, გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი! ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული - მოძმეთ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ა ვალად; სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუკი გსურს გახდე ადამიანად! |