საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ლეონიძე და საქართველოს თავისუფლების იდეა
გიორგი ქავთარაძე
ლეონიძე და საქართველოს თავისუფლების იდეა
 
გიორგი ლეონიძის მთელი არსი, გააზრებული ცხოვრების დასაწყისიდან სიკვდილის კარამდე, გამსჭვალული იყოსაქართველოს თავისუფლების იდეითა და დამპყრობელთაგან ერის გადარჩენის საჭიროებით. ვისაც ამის დანახვა არუჭირს, ადვილად შეამჩნევს, რომ ეს ძირითად ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას, ყოველდღიურსაქმიანობას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ასახულია თანამედროვეთა მოგონებებში. პოეზია ხომ მისთვისუპირველესად სამშობლოს სამსახურია:
 
    „ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,
    ადვილი არის მისთვის ლექსობა,                        
მე სიტყვა ცრემლში დამიფერია                     
ძველ წყლულში დანა ფხით გამესობა!..“                 
 
სხვა საქმეა, რომ ეს სულისკვეთება პოეტის შემოქმედებაში სხვადასხვა ხანაში განსხვავებული რელიეფურობით იყოგამოკვეთილი, თუმცა კი მისი არსი ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. ამიტომაც წერდა:
 
    „ხან სევდიანი
წარსულისაც თუ ვარ მხედარი,
    შორეულ ელვამ თუ კალამი დამისხიურა, -                   
მე გულს მესობა წინაპართა შემოხედვანი,                    
უწყალო მზერა მე მამოწმებს ყოველდღიურად!...                  
სამშობლოს კოშკის გამოვდექი უღონო მცველი!..                 
დღითა თუ ღამით, მაინც ნობათს არ დავცდენილვარ,
ვდგევარ,                                
    აჩრდილნი, სადაც ხმლებით გადაწვენილან...“                 
 
ლეონიძის ყოველი პწკარი, მათ შორის, უმძიმეს გარემოებათა გამო, იძულებით ნაწერი და მისი ყოველი ნაბიჯისაქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა. თვით 1936 წლის დასაწყისში ქვეყნის გასაბჭოების მეთხუთმეტეწლისთავთან დაკავშირებით სტალინისადმი ქართველი მწერლების სახელით ლექსად მიწერილი წერილსაც კიამისთვის იყენებდა:
 
    „...რუსის მეფემ, სისხლის მსმელმა,
ქრისტეს ჯვარზე ჰფიცა ჯერა,     
მერე ცეცხლით შემოვიდა, სიკვდილივით დაგვეძგერა, -            
ხიშტებით და ბორკილებით კავკასია მოამტვერა.                  
მას უნდოდა ოქრო, ვერცხლი, მიწა, მსხვერპლი ყველა მხრიდან, 
    ჰგვიდა, თხრიდა ყოველივეს, თავს რომელი არ უხრიდა.            
საქართველო წინ გაიდო აზიისკენ გზად და ხიდად...              
ამოგვართო მეფემ ენა, სიტყვის კარი ამოჰქოლა,                  
ათას წლოვან ჩვენს კულტურას მოეხვია ცეცხლის რგოლად...”          
 
ლექსის ზემომოყვანილი სტრიქონი, “საქართველო წინ გაიდო აზიისკენ გზად და ხიდად...” ავლენს პოეტის ინტერესსგეოპოლიტიკის მიმართ და ეს სავსებით ესადაგება მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის განწყობილებებს. თუმცაგეოპოლიტიკით პოეტის დაინტერესება არ იყო შემთხვევითი. ჯერ კიდევ 1920 წელს გამოქვეყნებულ წერილში“ვახტანგ მეექვსე”, ლეონიძე ადრეული XVIII საუკუნის შესახებ წერდა, რომ “ამ საუკუნის დრამაში მრავალი საშინელიაკტია. მაგრამ ყველაზე ის აკტია სისხლეური, რომელსაც ეწოდება: “საქართველოს პოლიტიკის დუელი საქართველოსგეოგრაფიასთან””.
 
წერილიდან ვიგებთ, რომ ავტორს მხედველობაში აქვს საქართველოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკურიმნიშვნელობის გამო, პეტრე პირველის დროინდელი რუსეთის სწრაფვა ჩვენი ქვეყნის დასაუფლებლად. გეოპოლიტიკური თვალთახედვით რუსეთისათვის დაუშვებელი იქნებოდა კავკასიონის ქედის გადაღმადამოუკიდებელი და, მით უფრო, ძლიერი სახელწიფოს არსებობა, თუნდაც იგი მისი ერთმორწმუნე და მოკავშირეყოფილიყო. ეს უნდა იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ყოველგვარი „მოკავშირეობა“ თუ „მეგობრობა“ რუსეთსა დასაქართველოს შორის უკანასკნელის ოკუპაციითა და ანექსიით თუ ინკორპორაციით მთავრდებოდა. საქართველოსმოსახლეობის სიმპატიები ერთმორწმუნე რუსეთის მიმართ, მხოლოდ ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა ამუკანასკნელისათვის საქართველოს „ასათვისებლად“ და თავისი შემდგომი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპანსიებისპლაცდარმად გადასაქცევად.
 
გიორგი ლეონიძის თქმით, აღმოსავლეთში თავისი ვრცელი პოლიტიკური გეგმის განსახორციელებლად რუსეთის“საშიშარ ქირურგს”, პეტრე იმპერატორს, “საშიშარი ოპერაცია” გაუკეთებია საქართველოსათვის, ქართული ისტორიის მარკუს ავრელიუსი და ქართული ლირიკის გოლგოთაზე ჯვარცმული უბედო მეფე – ვახტანგ მეექვსე პეტრეპირველმა სპარსეთის წინააღმდეგ მოკავშირედ მიიწვია და ამასთანავე მრავალი პოლიტიკური კომბინაციებისშედეგად მოტყუებული თბილისის სამეფო კარი მოჰქანცა ელჩების გაგზავნითა და უთავბოლო დაპირებებით. ავტორის სიტყვებით: “არა დროს არ ყოფილა საქართველო თავის დასასრულთან ასე ახლოს, როგორც ამ ბაგრატიონისდროს”. ვახტანგ VI-ის შეცდომაში შეყვანით, “ამ ქრისტეს საფლავზე მთებარე კანდელმა”, როგორც ვახტანგიუწოდებდა თავის მოკავშირეს, საქრისტიანო ქვეყანა იანიჩრებს მისცა სათარეშოდ. თვით მეფე კი, მთელი თავისიტაძრეულით და უმაღლეს არისტოკრატიის თანხლებით, რომელიც ორი ათასი თავად-აზნაურისაგან შესდგებოდა, რუსეთს გაიწვია, ე. წ. მოკავშირის “საფარველის” ქვეშ საცხოვრებლად. ავტორის თქმით, “ამ გადახვეწამ ქართულრასას საუკეთესო სისხლი დაუკარგა”.
 
იმავე საუკუნის დამლევს, ამ “სისხლმა” საბედისწერო როლი ითამაშა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს. რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებული ვახტანგის მემკვიდრეების ქართლის ტახტზეუფლებების გამოყენებამ, რუსეთს საშუალება მისცა, თავისი შანტაჟის ქვეშ მოექცია ერეკლე მეორე, იმავე ტახტზე მისიუფლებების ვითომდა არალეგიტიმურობის მომიზეზებით და ამ უფლებების ლეგიტიმაციისათვის შესძლო მისგანგეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერა გამოეძალა, რაც, როგორც ვიცით, გახდა ორიათასწლოვანზე მეტი ხნისქართული სამეფოს დასასრულის დასაწყისი.
 
მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ლეონიძისეული სიტყვები საქართველოს პოლიტიკის “დუელის” შესახებ საქართველოსგეოგრაფიასთან. თუ რა უნდა ყოფილიყო, ლეონიძის აზრით, იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკა, ნათელი ხდება იმავე წერილიდან. ავტორი გვამცნობს: “ამ დროს ჩვენი სარდლები ატაცებულნი იყვნენ ეკლესიურიშთაგონებით, ხოლო ვეზირები იამბიკოებს სწერდნენ. სამეფო პოლიტიკაში კი, როგორც იტყვის სოლომონ ლეონიძე: “ჯვარი იყო სკიპტრის საფუძველი”.
 
ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დიდი ერთმორწმუნე ქვეყნისაგან მომდინარე საფრთხე იმ დროინდელისაქართველოს პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ პირებს ვერ დაენახათ. თუ რას წარმადგენდა იმდროინდელისაქართველოს პოლიტიკური აზროვნების დონე, კარგად აქვს გადმოცემული გასული საუკუნის პირველი ნახევრისცნობილ ქართველ პოლიტიკოსს ზურაბ ავალიშვილს. იგი მართებულად შენიშნავს, რომ “XVIII საუკუნის ქართულიპოლიტიკა გასაოცარია თავისი აღმოსავალი პრინციპებისა და შეცდომების უცვლელობით – ვახტანგის კატასტროფამმათ ვერაფერი ვერ ასწავლა, ვინაიდან მათი ინტერესები და კულტურა იგივე დარჩა. ქართველების პოლიტიკურიმისწრაფებანი შეფერილი იყო რელიგიური წარმოდგენებით, ისინი სრული გულუბრყვილობით იყვნენდაფუძნებულნი მართლმადიდებლობისა და „ურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლის” იდეებზე; მათ არ მიეცათშესაძლებლობა ამაღლებულიყვნენ უფრო რთული პოლიტიკური იდეების აღსათქმელად, ვინაიდან არ გააჩნდათუფრო რთული ინტერესები – პრიმიტიული წყობა იწვევდა პრიმიტიულ აზროვნებას და პრიმიტიულ პოლიტიკას. ინგლისელი ისტორიკოსი დეივიდ ლენგიც შენიშნავს, რომ ქართველი მმართველები რუსეთის მიმართ ავლენდნენ“ბრმა და გულის ამაჩუყებელ ოპტიმიზმს”. ხოლო თუ რა უნდა ყოფილიყო ზემომოყვანილი წინადადების, მეორე“დუელანტი” მხარე – საქართველოს გეოგრაფია, ამაზე მინიშნებას იძლევა გიორგი ლეონიძის 1947 წელს დაწერილიისტორიული პოემის “სამგორის” სტრიქონები, მიძღვნილი გურამ ბივრიტიანისა და ვახტანგ გორგასლისგასაუბრებისადმი. პოემის მიხედვით, ბივრიტიანი მეფეს შემდეგნაირად ამცნობს, მისადმი რომის იმპერატორის მიერშეთავაზებულ წინადადებას:   
 
“ – რომ შევკრათ კავკასიონი,                          
ჰონნი, ძურძუკნი, სარაგურები,                          
არ გადმოუშვათ დასავლეთისკენ,                   
გავხადოთ ცეცხლით დადაგულები!”                 
 
საყურადღებოა ვახტანგ გორგასალისადმი მიწერილი სიტყვებიც:
 
    “მაგრამ რამდენჯერ დაგვიცავს სისხლით,
    ახსოვს დასავლეთს ჩვენი ამაგი?!
    რამდენ ნიაღვარს გადავარჩინეთ
    და ახლაც ჩვენი მკლავით და მკერდით                          
დარაჯად ვდგავართ კავკასიონზე,                           
ამდენ ველური ტომების გვერდით!”                 
 
აშკარაა, რომ პოეტის აზრით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ძირითადი, პოლიტიკურადგანმსაზღვრელი ნიშანი, კავკასიონის გადასასვლელების “შეკვრის” ანუ დაცვის საჭიროება ყოფილა ჩრდილოეთიდანშემოჭრილი ველური ტომებისაგან და ამ ფუნქციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკაწინააღმდეგობაში ანუ მისი თქმით, “დუელში” მოდიოდა საქართველოს გეოგრაფიასთან.
 
ამ დაკვირვების სისწორეს უნდა მოწმობდეს ლეონიძის მეორე წერილი, “ჩაბნელებული არმაზი”, დაწერილი 1917 წელს. ავტორის აზრით: “ყველაზედ მაზარალებელი ჩვენთვის ჩრდილოეთის წყვდიადი გამოდგა. ჩვენ გავაღეთდარიალი იმ ფიქრით, რომ იგი მზეს იჭერდა. მაგრამ მზის ნაცვლად სიცივე შემოიჭრა. მართალია, სული ჩვენი არემონა ციმბირის ღმერთებს, მაგრამ მოიშხამა და გაუწმინდურდა. ჩვენ წაგვართვეს მზე და ვეღარც ვიტყოდით მზისსიტყვას, ...რადგან... მთელი საუკუნე ჩვენში არ თქმულა ლამაზი სიმღერა, იგი ჩაჰკლა საქართველოს მონურმასულმა”.
 
ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის კავშირი კავკასიონის გადასასვლელების გაკონტროლების მოთხოვნასთანმართლაც მკაფიოდ იკვეთება მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენი აზრით, ძირითადად ქვეყნის ამ ფუნქციისარსებობით უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომელიც კავკასიის ისტორიის დიდმა მცოდნემ კირილთუმანოვმა შენიშნა, რომ, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფოს მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკურიხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე.
 
საქართველოს ხელისუფალნი ქმედითად იყენებდნენ ქვეყნის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით ბოძებულუპირატესობას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთიდან ძალთა გადმოყვანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა, რათა ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი არ მისცემოდა და არც არასოდეს, თითქმის XIX საუკუნემდე, საქართველოსხელისუფალთ არ გადაუციათ კავკასიის ზეკარისა და შემოსასვლელი გზების კონტროლის უფლება ჩრდილოეთისმხარისათვის, რაც, თავისთავად ცხადია, საკუთარი ქვეყნისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასიიქნებოდა, ვინაიდან სახელმწიფო დაკარგავდა თავის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. თუ რომის იმპერიისა დაპართიის, ბიზანტიისა და ირანის, ოსმალეთისა და სპარსეთის ურთიერთბრძოლისას კავკასიონის ზეკარებზეადგილობრივი ამიერკავკასიელი მოსახლეობის კონტროლი ძირითადად მისაღები იყო ორივე, როგორც სამხრეთ-დასავლეთით, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარისათვის, სრულიადსხვა მდგომარეობა იქმნება რუსეთის იმპერიის კავკასიაში ექსპანსიის დროს. რუსეთს ახლო აღმოსავლეთისა დახმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, სულაც არ ესაჭიროებოდა კავკასიონისგადასასვლელების დამცველი ძალა.
 
ჩრდილოეთიდან მომდგარი იმპერიის სულ უფრო მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიონის მთავარიქედის გადალახვას ისახავდნენ მიზნად; ამ ქვეყანას ესაჭიროებოდა კავკასიონის ზეკარებზე არა „ტიხრებისა“ თუ„რკინის კარების“ აგება-მოწყობა, არამედ მათი „მოშლა“ და „შემტვრევა“. ცხადია ეს საქართველოს საკუთარიისტორიული ფუნქციის, „არსებობის არსის“, დაკარგვით ემუქრებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღნიშნულიფუნქციის დაკარგვამ საქართველოს დამოუკიდებელ არსებობას აზრი დაუკარგა და თითქმის ორი საუკუნე ქვეყანააღარ ჩანდა მსოფლიოს რუკაზე. “კავკასიონის კარიბჭეთა მფლობელის” ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაარსებითად განაპირობებდა და მომავალშიც განაპირობებს საქართველოს სვე-ბედს. დღესაც ჩვენი მტერი ყველაფერსაკეთებს, რომ ქვეყანამ არ დაიბრუნოს თავისი ოდინდელი ფუნქცია, რაც მისი არსებობის მტკიცე გარანტია იქნებოდა.
 
პოემა “სამგორში” საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის პოლიტიკურ დანიშნულებას ქვეყნისთავისუფლებისათვის ბრძოლა რომ წარმოადგენს, მკაფიოდ არის გამოვლენილი თვით ამ პოემის მთელი პათოსით, რომელიც თუმცა მძაფრ წინააღმდეგობაში მოდიოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საქართველოშიგაბატონებულ საზოგადოებრივ მსოფლმხედველობასთან; ამის გამო ლეონიძემ პოემის დაწერიდან ერთი წლისშემდეგ, 1948 წელს, მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა გაზეთ “კომუნისტის” მიერ გამოქვეყნებულ წერილში“სიმბოლოზმის ნამსხვრევები”. პოეტი კი წერდა:
 
    “ჩვენ კი სხვა ქვეყნად არ ვეძებთ ოქროს,                    
არ გაგვიშლია მისთვის აფრები,                        
თავისუფლების ვართ მაძებარი,                         
ზედ მშობელ მიწას დავეკაფებით!”                          
 
ან კიდევ:
 
    “მაგრამ გულისთქმა საქართველოში                         
ყველასი ერთი იყო უკლებლად:                        
–      ნემსში გავძვრებით, ცეცხლში დავდნებით                  
და მოვიპოვებთ თავისუფლებას!...”
 
რა თქმა უნდა, გიორგი ლეონიძემ კარგად იცოდა, რომ სიცოცხლეში ვეღარ მოესწრებოდა თავის ოცნებას – დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს, ამიტომაც ნიშანდობლივია “ნატვრის ხის” ჩორეხზე გადატანილი მისისიტყვები: “ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისიქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...,” იგი ხომ თვითონ იყო “სამშობლოს დარდით მოავადე” ჩორეხისპროტოტიპი! ეს “ავადობა” არც მის პოეზიას დაკლებია და დღესაც ისევ ძირითად მაცოცხლებელ ძარღვად გასდევს:
 
    „გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,                        
მისი ნაღველი, მომებურება...                               
ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,                       
დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?                          
ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,                     
ვინ დამცა სევდა განუკურნელი?                        
                                               
    დამწვარ დროშების, დამწვარ იალქნის,                          
დამჭკნარ ვარდების მიყვარს სურნელი...”                     
 
 
გაზეთი: ლიტერატურული მესხეთი, # 10 (118), ოქტომბერი, 2008 წელი, გვ. 14.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდებულნი, ყოვლადქებულნი თავნი მოციქულნი პეტრე და პავლე
29 ივნისი (12 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა დიდებულთა, ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (+67)
gaq