საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დავით კეზელი
დავით ივანეს ძე კეზელი (დ. 25 ივლისი, 1854 ― გ. 1907), ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი.
70-იანი წლების I ნახევარში ხელმძღვანელობდა თბილისის სემინარიის მოსწავლეთა ფარულ წრეს. აღმოაჩნდა ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის წერილი და პროკლამაცია "საქართველოს ახალ თაობას". რევოლუციურ საკითხში ხალხოსნურ პოზიციაზე იდგა: გადამწყვეტ როლს ანიჭებდა რჩეულ ადამიანებს, ტალანტებს, გმირებს. დააპატიმრეს 1873 წლის დეკემბერში. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ არასრულწლოვანების გამო 8 თვის პატიმრობა მიესაჯა. 70-90-იან წლებში და XX საუკუნის დამდეგს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. თანამშრომლობდა "დროებაში", "ივერიაში", "შრომაში", "ცნობის ფურცელისა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში. 1905-07 რევოლუციის პერიოდში აქვეყნებდა წერილებს გორის მაზრის გლეხთა მოძრაობაზე. აღსანიშნავია კეზელის დრამატული საქმიანობა: მისი პიესები ("ორცოლიანი", "ბიძიასთან გამოხმაურება", "დედა და შვილი" და სხვა) წარმატებით იდგმებოდა თბილისის, თელავის, გორისა და სხვა ქალაქების სახალხო თეატრების სცენებზე. კეზელმა ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები და 1886 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში". აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. ამ თემაზე მრავალი წერილი დაბეჭდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. პრესაში თანამშრომლობდა "ზოილის", "დავით სოსლანის", "არაგველის" ფსევდონიმებით. კეზელ
მა სახალხო გმირის, არსენა ოძელაშვილის უკვდავსაყოფად მის საფლავზე ქვა დადო.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq