საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დავით გივიშვილი
დავით გივიშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1850, თბილისი — გ. 1 ივნისი, 1916, იქვე) — ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი. XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „დროებაში“. გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.

მასზე საუბრობს იოსებ გრიშაშვილი, თავის ცნობილ კვლევაში „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“:


„ დავით სოლომონის ძე გივიშვილი დაიბადა 1850 წელს, სამ ნოემბერს. გარდაიცვალა 1916 წლის პირველ ივლისს.

გივიშვილი იყო ტფილისის მკვიდრი,ძველი მოქალაქის შვილი. ( დ. გივიშვილს ეცვა ყოშებიანი ქართული კაბა), წერა-კითხვა დედამ ასწავლა. მამამ  პატარა დავითი, სასწავლებლის ნაცვლად, შეგირდათ ბაზაზ შახნაზაროვს მიაბარა.

აქ დაჰყო ჭაბუკობამდე. პოეტი მოსთქვამს:

„ სწავლა არ მომცა მშობლელმა,

ამით ვარ ცრემლის მფრქვეველი,

სიცოცხლე გამწარებული

და ჩემი ბედის მწყეველი“.

 

შემდეგ იყო მებაჟედ. შემდეგ მოხელედ დანიშნეს ქალაქის სასაკლაოში. ამის შემდეგ  „ ბაზარნიკის თანამდებობას ასრულებდა, - ამ ადგილს შერჩა 25 წელიწადი და სიბერის დროს სარგებლობდა ქალაქის გამგეობის მ

სამეფო კლუბი
იერ მიცემულ 15 მანეთიან პენსიით.

უკანასკნელ დროს ავლაბარში გახსნა პატარა ფარდული, სადაც წმინდა სანთლებსა და თავის ნაწერებს ჰყიდდა.

გარდაიცვალა მოულოდნელად.

დ.გივიშვილი ყველა, ასე თუ ისე თვალსაჩინო გარდაცვლილ ადამიანზე ლექსებს სწერდა, წიგნადაც კი გამოდიოდა. თვითონ კი ისე გარდაიცვალა, რომ არავის არ გაახსენდა.“

„ გივიშვილის ლექსებში უფრო მოსჩანს ძველი ზღაპრების ბაჯაღლო. იგი ეხება ყოველგვარ საჭირბოროტო საკითხს, მისი სტრიქონები არ თაღლითობენ. გივიშვილი არსებულ თემას ბოლომდე ავარაყებს. მისი ქართული - ქართულობს“.




სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq