საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სანდრო შანშიაშვილი -"თამარ დიელო" და სხვა
სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი (დ. 12 ივლისი, 1888, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი — გ. 28 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.


1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში, ხოლო 1914 წელს დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩანგს“, რის გამოც დააპატიმრეს და სამი თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „ისარში“ 1906 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „სევდის ბაღი“ 1909 წელს. აქედან მოუოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 წელს გამოსცა გაზეთი „საქართველო“, 1917 წელს ჟურნალი „მერანი“.

სანდრო შანშიაშვილი ორმოცი წლის მანძილზე მხარში ედგა ქართულ თეატრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, რომელთანაც დრამატურგმა ეს კავშირი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაამყარა, როდესაც მის სცენაზე დაიდგა მისი ორი პიესა — „უგვირგვინო მეფენი“ და „ბერდო ზმანია“. სწორედ ამ უკანასკნელი სპექტაკლის დადგმით დაიწყო ტრიუმფალური სვლა სანდრო ახმეტელმა.

სანდრო შანშიაშვილის კალამს ეკუთვნის 30-მდე სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები, მათ შორის: „სპატაკი“, „ჰერეთის გმირები“, „როდამ“, „ანზორი“, „სამნი“, „არსენა“, „ფოლადაური“, „გიორგი სააკაძე“, „კრწანისის გმირები“ და სხვა. მასვე ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრასა“ და დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ლიბრეტო. აღსანიშნავია აგრეთვე მწერლის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრი კლასიკური რეპერტუარით, შილერის, გოგოლის და სხვათა ნაწარმოებებით.

მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენი
ს კავალერი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარიამ იოსების ასული კასრაძე (დ. 15 აპრილი, 1905, ცხინვალი — გ. 25 მარტი, 1964, თბილისი).

ბატონიშვილს გული უწუხს

 

ბატონიშვილს გული უწუხს

მარტო ვეღარ სძლებს!

უგვირგვინოდ ბაღში დადის,

რჩეულს სევდა სძლევს.

 

სდუმს ხუმარაც, აღარ ამობობს

იგავ-არაკებს...

თავს ყორანი დასტრალებთ,

შავი შავად ჰყეფს!

 

ბატონიშვილს გული უწუხს,

მარტო ვეღარ სძლებს!

ავად არის დედოფალი,

ფერმიხდილი წევს.

 

გრძნობს, საყვარელს დაშორდება,

ჩუმად ცრემლი სჩქეფს!

ბატონიშვილს გული უწუხს,

მარტო ვეღარ სძლებს!

 

სეფე ქალნი ქვითინებენ,

ტირილი აქვთ რძლებს!

გლოვის ზარი ჩამორეკეს,

თალხს აცმევენ ღერბს,

 

ბატონიშვილს აღარ სძინავს,

გულხელს დაიკრეფს...

ყორანი კვლავ დაყიალებს

და ყარყუმი ჰყეფს!

 

1918

 

უცნაურობა

 

არ მინახავს, დაეჭიროს

მტრედს მიმინო, ბატკანს მგელი,

გატეხილი კვლავ გამთელდეს,

კუტმა განვლოს შარა გრძელი!

 

ბრმამ თვალხილულს გზა უჩვენოს,

ყრუმ სიმღერა შეაფასოს.

ყინვა შეშად შეუკეთო

და საჭმელი მოგიხარშოს!

 

გიჟი ჭკუას ასწავლიდეს.

თევზი ცხვართან ბალახს ძოვდეს,

მკვდარს ცოცხალი აეკიდოს,

წყალი აღმა მთისკენ რბოდეს,

არ მინახავს არასოდეს!

 

1918

 

სინათლის რძალი

 

შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად, დილის მზის სატრფოდ,
კდემით ჩაგიცვამს შუქის კაბა ჰაეროვანი...
ზღაპრული მძივი ყელს გიმშვენებს, მკერდს უამბორებს,
სხივის სარტყელი დაგფრიალებს, წელს გინარნარებს.
გულის საბამი ვარდის ძუ

ძუს ჩაჰკონებია
და ასე მოხვალ ღვთაებრივი დიდებულებით,
რომ სულის გზაზე მიმოფინო ოქროს ნათელი!...

შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად, ზაფხულის სატრფოდ,
სიბრძნის უშრეტი სიხარული შემოგიბურავს,
სიამოვნების სიოს ფლოსტი ფეხზე ჩაგიცვამს,
ნუგეშის სკიპტრა მოგიზიდავს ბრწყინვალე ხელში
და ასე მოხვალ ნათესავთა სულის წიაღზე,
რომ ღვთაებრივმა მიმოფინო საღმრთო ნათელი!

შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად და მგოსნის სატრფოდ...
შენ ხარ სიმბოლო განწმენდილი ტრფიალებისა.
შენ დაგვანახე უკვდავება სათნო თვალებში,
წმინდა ხარ, როგორც სიყვარულით მიმქრალი გრძნობა.
ტკბილი ხარ, როგორც უიმედო მიჯნურის კვნესა,
ტკბილი ხარ, როგორც ჩუმი ნატვრა შეყვარებულის,
წმინდა ხარ, როგორც ტანჯულ გულის გამოძახილი.
ასეთი მოხვალ ნათესავთა სულის შარაზე,
რომ ღვთაებრივმა მიმოფინო წმინდა ნათელი!...

შენ ამოზრდილხარ თეთრ ზამბახად, ერის საუნჯედ...
ვიდრე გნახავდი, მეც ძველთაებრ წარმართი ვიყავ -
წარმართად დავრჩი, რადგან კერპი დღეს შენ ხარ ჩემი!
შენს სადიდებლად ვმღერი ლოცვას, როს თვალს გარიდებ
და საღამოთი ვეხუტები შენს მოგონებას.
და გულში ვამბობ, გიხაროდეს, ქართლის მნათობო!
კვლავ ასე მოხვალ ღვთაებრივი დიდებულებით,
რომ სულის გზაზე მიმოფინო ოქროს სხივები!


(1912)

 

თამარ დიელო

 

ხარ დედოფალი, ყვავილებით გვირგვინოსანი,
სინაზის ნიშნად ხელთ გიპყრია ნორჩი სოსანი.
იგია შენი ძლევის სკიპტრა - ფერადოსანი,
შოთამ მამხილა, ვყოფილიყავ შენი მგოსანი!...

და, აჰა, გიმღერ ქართვლის ქალო, სულო მზიერო!
ჩემი დროების საუნჯეო, სოფლად ძლიერო!
ზაფხულის პირო, წმინდა ნებით მარად ციერო,
თამარ ლამაზო და ნარნარო ივერიელო!

როს ახლოვდება შენი დიდი დღესასწაული,
შემოგევლება მდელოს მწვანე გარს სამკაული!
ზეიმით ხვდება შენს დიდებას დღე სხივოსანი,
ამ დროს ვერ იტყვი, თუ რად მღერის შენი მგოსანი!


 (1915) 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq