საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ალექსანდრე ყიფშიძე – ფრონელი
1888 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

ყიფშიძე მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში, ახალციხის მომრიგებელ მოსამართლედ და სხვ. 
1905-1907 რევოლუციის დროს ქართული საზოგადოების მხარდაჭერით დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად, მაგრამ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მალე მოხსნეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 
1906 წელს იყო თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მმართველი. დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისათვის. იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.

ყიფშიძე იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია ნაშრომები: "მთიულეთი 1804 წ." (ტფილისი, 1896), "ამბოხება კახეთისა (1812)" (ტფილისი, 1907), "დიდებული მესხეთი" (გორი, 1914), "მთის არწივი, შამილი" (ტფილისი, 1914) და სხვა.

ყიფშიძე ერთი პირველთაგანი იკვლევდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქართველი ხალხის ანტიკოლონიალურ და ანტიფეოდალური ბრძოლის ისტორიას. ყიფშიძის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია ცალკეული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების საერთო ისტორიის ფონზე განხილვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.


დაკრძალულია ქართველ მწერალთა
სამეფო კლუბი
და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეინში.

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq