საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ბაჩანა - „სიყვარულის სამეფოში“

1928 წლის 18 დეკემბერს (მისი ერთ-ერთი შთამომავლის მანანა სამაშვილის დაზუსტებით კი 1927 წლის 17 დეკემბერს), თბილისში, გარდაიცვალა ქართველი პოეტი ბაჩანა - ნიკო პავლეს ძე რაზიკაშვილი, ძმა ვაჟა-ფშაველასი.

ნიკო (ნიკოლოზ) რაზიკაშვილი დაიბადა 1866 წელს ჩარგალში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. დაამთავრა 1885 წელს. მერე მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. შემდეგ მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში.

ბაჩანას გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ლექსი „სიყვარულის სამეფოში“, სადაც პოეტი ნამდვილ სიყვარულზე საუბრობს.

სიყვარულის სამეფოში

1

შენი ჭირიმე, მთვარეო,
გულში ღრმად ჩემეპარეო,
ნუ დახვალ გარე-გარეო,
ყოფნა ნუ გამიმწარეო,
მოდი, მაკოცე მალეო,
სხივები მომაყარეო!

2

ქალი ვნახე ჯვარობაში,
ძველის საყდრის კარებზედა,
ელდა მეცა, ორივ ხელი
მივიფარე თვალებზედა.
სიყვარულის წმინდა ნაშთი
დაიხატა ცრემლებზედა.

3

ქალ ლამაზის მგულებარმა
გავიარე კარისასა,
ის არჩევდა სამურაბეს
თეთრ-წითელი ვარდისასა.
გადავძახე : „სამურაბედ
რად იმეტებ მაგასაო?
საიმისოდ ჟოლს არჩევენ,
ან შვინდს, კაკლის კაწახსაო.
ვარდი კი ყვავილი არის,
საამური თვალისაო,
დაეხსენი, შესაჭმელი
ნურა გინდ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ა მაგისაო“.

4

დანიშნულმა მზითვის სია
მომიტანა.. გუჯრით იყო:
რა ფულ-საფენ, რა საცმელი,
სამკაული მეტი იყო.
ჩავყევ და ვაჰ; - იმაშია 
სიყვარული არსად იყო.
სია მივეც... ვუთხარ „ესა
მამაშენსვე მიუტანე,
რაც შიგ არის, არრა მინდა...
სიყვარული მომიტანე“.

5

ქალმა თაფლი შემთავაზა,
თეთრი შოთი, გოლეული,
მე თითები გავილოკე,
გადავუდგი ტკბილეული.
„რად არა ჰჭამ, არ გიამა?“
გაებუტა მზარეული.
ვუპასუხე: „მადლობელი,
ჰცხონდა შენი გამზრდელიო.
სიმაძღრისთვის პურია, და
თაფლი - ზოგვით საჭმელიო“.

6

შიშველი ქალი ხელში მჭერია,
მე მის სიშიშვლე არ მინახნია.
მე მარტო სახე დამინახნია, 
მასზე ლექსები დამიწერნია;
და ტრფობა ჩემი ცად აზიდულა,
დაბლა ერთხელაც არ დაცემულა,
თუ ვინმე მეტყვის: „სულ ტყუილია“,
მეც ვუპასუხებ: „სულ მართალია,
და ტრფობა ასე უფრო ტკბილია“.

1915 წელი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq