საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გიორგი ლეონიძე - „სულხან-საბას“

1658 წლის 4 ნოემბერს, ქვემო ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა დიდი მამულიშვილი სულხან-საბა ორბელიანი.

სულხან-საბა ორბელიანზე ამ რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნეთ წერილი „სულხან-საბა ორბელიანის ტანჯვა-წამებანი აღარ დასრულდა“. წერილის დაწერის მიზეზი გახლდათ მოსკოვში, ვსესვიატსკოეში, ქართველების საფლავების განადგურება (უკვე მერამდენედ) და სურვილი, განგვემარტა, რამდენად რთული იყო დიპლომატიური მისიის შესრულება  სულხან-საბა ორბელიანისათვის იმ ველურ სამყაროში .

წინა წერილში მოკლედ აღვნიშნეთ, რამდენი გასაჭირი გადაიტანა დიდმა სულხან-საბამ ევროპაში მოგზაურობის დროს. ამის დასტურად მკითხველს შევთავაზეთ მისი ნაწარმოებიდან „მოგზაურობა ევროპაში“ ერთი ნაწყვეტი, სადაც აღწერილია როგორი გაჭირვებით დაბრუნდა საქართველოში...

სულხან ორბელიანის მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი გახლდათ - „საქართველოს მოსამართლე, ქართლისა და კახეთისა, ხელმწიფეთა და მეფეთა დედის ძმაჲ“. ვახტანგ V შაჰნავაზს მისი და ჰყავდა ცოლად. სულხან ორბელიანის დედა, თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული იყო. სულხანი მეფის კარზე იზრდებოდა, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მამიდაშვილებთან, გიორგი XI-სთან, არჩილ II-სთან და ბატონიშვილ ლევანთან, განსაკუთრებით ახლოს იყო ვახტანგ VI-სთან (ლევანის ძესთან), რომლის აღმზრდელიც გახლდათ და უერთგულესი თანამებრძოლიც სიცოცხლის ბოლომდე.

იყო თავისი მამიდაშვილ

ის, გიორგი მეთერთმეტის თანამებრძოლი. 1698 წელს სულხანი ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ეწოდა საბა. 
1703 წლიდან, ვახტანგ მეექვსის (ჯანიშინობიდანვე) სამსახურშია. იმოგზაურა ევროპაში დიპლომატიური მისიით. დაბრუნების მერე, ასევე დიპლომატიური მისიით გააგზავნეს მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა 1725 წელს.

„სიბრძნე სიცრუისა“ დაწერილი უნდა იყოს მისი ბერად აღკვეცამდე - „ნათქვამი სულხან ორბელიანისა ჟამსა სიჭაბუკისა თვისისა“.

„სიტყვის კონაზე“ მუშაობა ახალგაზრდობაში დაუწყია - „მე, სულხან-საბა ორბელიანსა ჭაბუკობისა ჟამსა და სიყრმესა ფრიადი შრომა დამიცს ამა წიგნსა ზედა“. პირველი რედაქცია მის ბარად აღკვეცამდის უნდა დასრულებულიყო.

დავითგარეჯში მოღვაწეობის პერიოდში (1698-1710 წლებში) არის შექმნილი სულხან-საბა ორბელიანის სასულიერო ხასიათის თხზულებანი: „სწავლანი, თქმულნი სულხან-საბა ორბელიანის მიერ“ და „საქრისტიანო მოძღვრება, პირველად სასწავლო ყრმათათვის, რომელსა ეწოდების სამოთხის კარი“.

ევროპაში ყოფნის დროს იწერებოდა მისი სამოგზაურო-მემუარული ხასიათის ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაში“.

1716 წელს სულხან-საბა ორბელიანს ვახტანგ VI -მ „გასაჩალხავად“ გაუგზავნა „ქილილა და დამანა“. ამ ნაწარმოების სულხან-საბასეული ქართული ვერსია განსხვავდება ყველასაგან. ნაწარმოებში ჩართულია მის მიერ გალექსილი რამდენიმე ეპიზოდი.

სულხან-საბას ჩაურთავს

რამდენიმე სტროფი თეიმურაზ I-ის პოემაში „წამება ქეთევან დეოდოფალისა“.

სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის „აღთქმა ქრისტიანეთა, რომელთა ენებოს სწავლებად კეთილისა გზისა ჟამსა სიკუდილისასა“, „შენდობისა წიგნი წმიდისა პაპისა რომაელისა მიტევებისათვის ცოდვილთა მონანულისა“, „ცოლ-ქმართ ნათესავნი ქმრისა და ცოლის ხორც-ერთობისა და მათთან ნათესავთა ერთობისათვის“, „წამება წმიდისა ფლავიოს კლემენტოსისა“.

სულხან-საბა ორბელიანმა დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ქართულის ენისა და ზოგადად ქართული ლიტერატურის განვითარებაზე. რუსთველის მერე მან და დავით გურამიშვილმა მოახერხეს ახალი აღორძინების ეპოქის შექმნა ქართულ ლიტერატურაში.

 მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის ლექსი „სულხან-საბას“.

სულხან-საბას

დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის
იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი!

და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,
სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, -

რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად
სიტყვები მაინც გადაგერჩინა...
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც,
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.

მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,
შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი,
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი,
შენის ხალხისთ

ვის დღესაც მწეთ არი..

ახალნაშენი სამშობლოს შვილი,
შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები:
შენი ცრემლის რწყვით, შენის ამაგით,
გამოკვებულა ჩემი ფესვები...

1928 წელი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq